საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავის გადმოუგდია ოპერატორი, თვითონ გადმოვარდა - კადრები გვაქვს თუ როგორ დასეირნობს 2 მეტრიდან გადმოვარდნილი ადამიანი ქუჩაში" - კობახიძე
"არავის გადმოუგდია ოპერატორი, თვითონ გადმოვარდა - კადრები გვაქვს თუ როგორ დასეირნობს 2 მეტრიდან გადმოვარდნილი ადამიანი ქუჩაში" - კობახიძე

თქვენ ძა­ლი­ან კარ­გად იცით, რომ ჩიპი ნა­ხევ­რად არ იშ­ლე­ბა. რო­დე­საც ჩი­პის ჩა­ნა­წერს ავ­რცე­ლებთ სა­ნა­ხევ­როდ, ეს ყვე­ლა­ფერ­ზე ძა­ლი­ან კარ­გად მე­ტყვე­ლებს, - ასე უპა­სუ­ხა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ქა­რელ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბი­სას, სა­დაც „მთა­ვა­რი არ­ხის“ ოპე­რა­ტო­რი და­შავ­და.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მას აქვს კად­რე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ და­სე­ირ­ნობს 2 მეტ­რი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩა­ში.

„არა მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი, არა­მედ 2 მეტ­რიც არ იყო. როცა მისი ჟურ­ნა­ლის­ტი აწყობ­და მძი­მე პრო­ვო­კა­ცი­ას, ქა­რე­ლის მერს უწო­დებ­და „ჩლი­ქო­სანს“ და ა.შ. ამ დროს ის უკან-უკან მი­დი­ო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­რე­ბის ბრალ­დე­ბებს და გა­მო­გო­ნილ მეტ­სა­ხე­ლებს, ეს არის ტყუ­ი­ლი და ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებთ სა­მარ­თლებ­რივ ზო­მებს შე­სა­ბა­მი­სი კან­დი­და­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ძა­ლი­ან ძვი­რად და­უჯ­დე­ბა თქვენს ტე­ლე­ვი­ზი­ებს ყვე­ლა ის „ფეიკ“ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ ზო­მას მი­ვი­ღებთ. კი, გე­მუქ­რე­ბით, რომ მო­გი­წევთ ბო­დი­შის მოხ­და იმ „ფეიკ“ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო, რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბა. ამის­თვის ჩვენ მივ­მარ­თავთ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, ორ­გა­ნოს. ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო და უზ­რდელ ჟურ­ნა­ლისტს რომ უშ­ვებ ქა­რელ­ში პრო­ვო­კა­ცი­ის მო­სა­წყო­ბად, ეს მხო­ლოდ გვა­რა­მი­ას შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ვი­დეს თავ­ში აზ­რად და მხო­ლოდ ამ უზ­რდელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა შე­იძ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლოს. არა­ვის არ გად­მო­უგ­დია ოპე­რა­ტო­რი, თვი­თონ გად­მო­ვარ­და“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ: „მთა­ვა­რი არ­ხის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი ოპე­რა­ტო­რი ქა­რელ­ში მდე­ბა­რე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფი­სის მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­აგ­დეს, თა­ვად პარ­ტი­ა­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ „ოპე­რა­ტო­რი უკა­ნა სვლით ტო­ვებ­და ტე­რი­ტო­რი­ას, რა დრო­საც კი­ბის ბა­ქან­ზე მო­ა­ჯირს წა­მო­ე­დო და გა­და­ვარ­და“.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტეა
1

და 2012-ის დაპირებების კადრები სადა გაქვთ,წაშალეთ???-ჩვენ კი გვახსოვს.

გროშა
0

სანამ არ აღდგება სისხლის სამართალში მუხლი ცილისწამების შესახებ, სულ ესე იქნება! ლანძღვა-თათხვისთვის არავინ დაისჯება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"არავის გადმოუგდია ოპერატორი, თვითონ გადმოვარდა - კადრები გვაქვს თუ როგორ დასეირნობს 2 მეტრიდან გადმოვარდნილი ადამიანი ქუჩაში" - კობახიძე

"არავის გადმოუგდია ოპერატორი, თვითონ გადმოვარდა - კადრები გვაქვს თუ როგორ დასეირნობს 2 მეტრიდან გადმოვარდნილი ადამიანი ქუჩაში" - კობახიძე

თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩიპი ნახევრად არ იშლება. როდესაც ჩიპის ჩანაწერს ავრცელებთ სანახევროდ, ეს ყველაფერზე ძალიან კარგად მეტყველებს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქარელში მომხდარი ინციდენტის შეფასებისას, სადაც „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მას აქვს კადრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დასეირნობს 2 მეტრიდან გადმოვარდნილი ადამიანი ქუჩაში.

„არა მეორე სართულიდან გადმოვარდნილი, არამედ 2 მეტრიც არ იყო. როცა მისი ჟურნალისტი აწყობდა მძიმე პროვოკაციას, ქარელის მერს უწოდებდა „ჩლიქოსანს“ და ა.შ. ამ დროს ის უკან-უკან მიდიოდა.

რაც შეეხება მერების ბრალდებებს და გამოგონილ მეტსახელებს, ეს არის ტყუილი და ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სამართლებრივ ზომებს შესაბამისი კანდიდატების მონაწილეობით. ძალიან ძვირად დაუჯდება თქვენს ტელევიზიებს ყველა ის „ფეიკ“ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება. ამასთან დაკავშირებით ყველა სამართლებრივ ზომას მივიღებთ. კი, გემუქრებით, რომ მოგიწევთ ბოდიშის მოხდა იმ „ფეიკ“ინფორმაციის გამო, რომელიც ვრცელდება. ამისთვის ჩვენ მივმართავთ აბსოლუტურად ყველა შესაბამის დაწესებულებას, ორგანიზაციას, ორგანოს. ყველაზე სამარცხვინო და უზრდელ ჟურნალისტს რომ უშვებ ქარელში პროვოკაციის მოსაწყობად, ეს მხოლოდ გვარამიას შეიძლება მოუვიდეს თავში აზრად და მხოლოდ ამ უზრდელმა ჟურნალისტმა შეიძლება შეასრულოს. არავის არ გადმოუგდია ოპერატორი, თვითონ გადმოვარდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ: „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათი ოპერატორი ქარელში მდებარე „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, თავად პარტიაში კი აცხადებენ, რომ „ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა“.