Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ვემუდარებოდი, ესუნთქა... ექთანს და ქირურგს დახმარება ვთხოვე, მაგრამ პასუხი ცივი უარი იყო... სიმწრისგან ჩავიკეცე" - ექთანი კოვიდით გარდაცვლილი მამის უმძიმეს დღეებზე
"ვემუდარებოდი, ესუნთქა... ექთანს და ქირურგს დახმარება ვთხოვე, მაგრამ პასუხი ცივი უარი იყო... სიმწრისგან ჩავიკეცე" - ექთანი კოვიდით გარდაცვლილი მამის უმძიმეს დღეებზე

ექთა­ნი ქე­თე­ვან ცა­ლუ­ღე­ლაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­მის, კლი­ნი­კა­ში გა­ტა­რე­ბულ მძი­მე დღე­ებს აღ­წერს, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა:

“დღეს მე­ცხრე დღეა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მა­მას სულს ან­გე­ლო­ზე­ბი უფალ­თან მე­ო­რედ წა­რად­გე­ნენ...

ეს ფოტო გა­და­ვი­ღე იმ მიზ­ნით, რომ რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბით დას­რულ­დე­ბო­და სი­ა­მა­ყით და­მე­დო, თუ რო­გორ გა­ვი­მარ­ჯვეთ ერ­თად ყვე­ლა სნე­უ­ლე­ბა­ზე. თუმ­ცა, სცე­ნა­რი სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და, მა­მი­კომ დაგვტო­ვა, მაგ­რამ არას­დროს ვი­ტყვი, რომ ჩვენ დავ­მარ­ცხდით, იმის მერე, რაც უფალ­მა მამა გა­იყ­ვა­ნა ამ წუ­თი­სოფ­ლი­დან, კი­დევ უფრო მე­ტად დავ­რწმუნ­დი, რომ მამა კი არ და­მარ­ცხდა, არა­მედ გა­ი­მარ­ჯვა (ამა­ში ორ­მა­გად მარ­წმუ­ნებს ის მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­მას გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღი­დან და­ი­წყო და რა­საც შეგ­ნე­ბუ­ლად არ მოვ­ყვე­ბი სა­ჯა­როდ) გა­ი­მარ­ჯვა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მარ­ჯვე­ბით ამ წარ­მა­ვალ დრო­ე­ბა­ზე და ამ­გვა­რად მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლე შე­ი­ძი­ნა.

მამა გ ა რ დ ა ი ც ვ ა ლ ა.

იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რომ ბავ­შვო­ბი­დან არას­დროს მა­ში­ნებ­და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე ფიქ­რი და თავი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მე­გო­ნა, მა­მას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც უფ­ლე­ბა მქონ­და სა­კუ­თა­რი ხე­ლე­ბით მო­მევ­ლო მის­თვის, დავ­რწმუნ­დი, რომ ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, მე­ზი­ზღე­ბო­და სა­ტუ­რა­ცი­ის სა­ზო­მი აპა­რა­ტი, რომ­ლის ერთი ნიშ­ნუ­ლის ცვლი­ლე­ბაც კი გულს მი­ხეთ­ქავ­და, მა­მას უზარ­მა­ზარ ჭრი­ლო­ბას მუ­ცელ­ზე ხში­რად სრუ­ლი­ად მარ­ტო ვუ­მუ­შა­ვებ­დი, რაც პირ­ველ დღეს სა­ერ­თოდ ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, იმი­ტომ რომ რო­დე­საც პირ­ვე­ლად ვნა­ხე ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან გავ­ფით­რდი და ჩა­ვი­კე­ცე, თუმ­ცა ვი­ცო­დი, რომ მა­მას ჰა­ე­რი­ვით ვჭირ­დე­ბო­დი და მის­თვის უნდა გა­მეძ­ლო ეს მძი­მე დღე­ე­ბი.

17 აგ­ვის­ტო­დან და­ვი­წყე ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ იმის­თვის, რომ მამა სახ­ლში ჯან­მრთე­ლი და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა და დე­დას ცრემ­ლე­ბი აღარ და­მე­ნა­ხა.

21 აგ­ვის­ტოს პირ­ვე­ლად მე­გო­ნა, რომ მამა მტო­ვებ­და, უც­ბად შე­უძ­ლოდ გახ­და, ტემ­პე­რა­ტუ­რამ აუ­წია, თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა, მთხო­ვა ხელი ჩა­მე­კი­და და რამე კარ­გზე მე­ლა­პა­რა­კა - “დე­და­ზე მე­ლა­პა­რა­კე, მა­რი­ა­მზე მე­ლა­პა­რა­კე, ნი­კა­ზე მე­ლა­პა­რა­კე, თი­ა­ნეთ­ზე მე­ლა­პა­რა­კე…”

ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ბურ­თი მახ­რჩობ­და და მი­ხა­რო­და ჩემს ცრემ­ლი­ან თვა­ლებს რომ ვერ ხე­დავ­და, მაგ­რამ აკან­კა­ლე­ბულ ხმას ვე­რა­ფერს ვშვე­ლო­დი, უც­ბად მა­მას გა­ბუ­ჟე­ბა და­ე­წყო, თქვა რომ სა­სი­ა­მოვ­ნო სიმ­სუ­ბუ­ქეს გრძნობ­და, ტი­რი­ლით გავ­ვარ­დი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­თან და მა­მას საშ­ვე­ლად და­ვუ­ძა­ხე, მა­შინ გა­დავ­რჩით…

23 აგ­ვის­ტო

მა­მამ დი­ლით ადრე და­რე­კა და და­ი­ბა­რა: - დღეს ქე­თე­ვა­ნი ადრე მო­ვი­დე­სო, ეს უკვე ცუ­დად მე­ნიშ­ნა, პირ­ვე­ლი ის იყო, რომ მივ­ხვდი იმ არა­ა­და­მი­ა­ნი ექთ­ნის მო­რი­გე­ო­ბა იყო, ვი­სიც მა­მას სიკ­ვდი­ლი­ვით ეში­ნო­და, მე­ო­რე კი ად­გილ­ზე მი­სულს დახ­ვედ­რი­ლი სი­ტუ­ა­ცია დამ­ხვდა, მამა ჭრი­ლო­ბი­დან გა­მო­სუ­ლი სის­ხლნა­რე­ვი სი­თხით დას­ვე­ლე­ბულ თეთ­რე­ულ­ში იწვა, ექთანს და ქი­რურგს დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე, მაგ­რამ პა­სუ­ხი ცივი უარი იყო, მხო­ლოდ და მხო­ლოდ მისი და­ბა­ლი სა­ტუ­რა­ცი­ის გამო (თუმ­ცა მა­მას მო­წეს­რი­გე­ბა­ში იმ წუ­თას ეს სა­ერ­თოდ ხელს არ გვიშ­ლი­და) სიმ­წრის­გან მინ­დო­და და­მეხრჩო ის ექი­მე­ბი ასე­თი გულ­ცი­ვო­ბის­თვის, მათ­თვის მამა ერთ-ერთი რი­გი­თი პა­ცი­ენ­ტი იყო - ჩემ­თვის კი ყვე­ლა­ფე­რი.

იმ დი­ლას ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტომ გა­ვა­კე­თე, ჭრი­ლო­ბა სულ მარ­ტომ და­ვუ­მუ­შა­ვე, სიმ­წრის ოფლი მას­ხამ­და, მინ­დო­და ხმა­მაღ­ლა მეღ­რი­ა­ლა, მაგ­რამ ერთი ცრემ­ლიც არ ჩა­მო­ვაგ­დე, იმი­ტომ რომ ვი­ცო­დი მამა მი­ყუ­რებ­და და თი­თო­ე­ულ ჩემს მოძ­რა­ო­ბას და­ძა­ბუ­ლი აკ­ვირ­დე­ბო­და, ვეხ­ვე­წე­ბო­დი მშვი­დად ყო­ფი­ლი­ყო, რომ სუნ­თქვა არ აჩ­ქა­რე­ბო­და, რად­გან ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად სა­ტუ­რა­ცი­ის კლე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და, მი­თხრა: - არ ინერ­ვი­უ­ლო, ნახე ახლა 90-ზე თუ არ ავ­წი­ოო და არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი მო­ნი­ტორ­ზე 92-ზე აი­წია სა­ტუ­რა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მშვი­დო­ბით და­ვამ­თავ­რეთ ყვე­ლა­ფე­რი მაგ­რამ 15 წუთ­ში და­ი­წყო ჯო­ჯო­ხე­თი, მა­მას სუნ­თქვა სულ უფრო და უფრო გა­უძ­ნელ­და, მთხო­ვა წყა­ლი მო­მეს­ვა სა­ხე­ზე და ნელ-ნელა გა­ლურ­ჯე­ბა და­ი­წყო, ექთ­ნებს და­ვუ­ძა­ხე საშ­ვე­ლად და მა­მას შუბ­ლის, ყუ­რე­ბის, მხრე­ბის გი­ჟი­ვით ზელ­ვა და­ვი­წყე, ვე­მუ­და­რე­ბო­დი, რომ ესუნ­თქა, ესუნ­თქა და კი­დევ ესუნ­თქა, ამ დროს მა­მას ტე­ლე­ფონ­ზე დე­დას­გან ზარი შე­მო­ვი­და, თუმ­ცა სა­პა­სუ­ხოდ არა­ვის ეცა­ლა (რო­გორც შემ­დეგ გა­ვი­გე ზუს­ტად მაგ წუ­თებ­ში, რო­დე­საც მამა კი­ნა­ღამ ხე­ლებ­ში ჩა­მაკ­ვდა, მას­ზე დარ­დის­გან დედა სახ­ლში ჩა­კე­ცი­ლა და ცუ­დად გამ­ხდა­რა).

მამა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ცო­ცხა­ლი შე­ვი­ყავ­ნეთ, თუმ­ცა ეს იყო და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სი… 13 დღე ყვე­ლა ჩვე­ნი კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლი, ყვე­ლა სა­სუ­ლი­ე­რო პირი, ყვე­ლა მო­ნას­ტე­რი, სა­დაც ხმა მი­მიწ­ვდე­ბო­და მა­მამ ერთ მუშ­ტად შეგ­ვკვრა და ერთი მიზ­ნის­თვის გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა, რომ კი­დევ გაგ­ვთე­ნე­ბო­და ერ­თად ჩემს ოჯახს ლა­მა­ზი დღე­ე­ბი…

…4 სექ­ტემ­ბერს მა­მა­ჩე­მი უფალ­მა გა­იყ­ვა­ნა და მა­რა­დი­ულ სი­ცო­ცხლეს აზი­ა­რა.

ჩვენ დარდს ორი გა­რე­მო­ე­ბა ამ­სუ­ბუ­ქებს: ერთი რომ მა­მას სული უკ­ვდა­ვია და მას­თან გან­შო­რე­ბა არაა მა­რა­დი­უ­ლი, და მე­ო­რე ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ მისი სა­მუ­და­მო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის გან­სა­ზღვრა­ში, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვიზ­რუ­ნოთ მის­თვის”, - წერს ქე­თე­ვან ცა­ლუ­ღე­ლაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
1

რა მძიმეა თვითოეული ასეთი ისტორია და მითუმეტეს, როდესაც შვილი ამას ყველაფერს უყურებს. თანავუგრძნობ ოჯახს. 

ეეეე
8

აააა ბატონო უხადეთ ექიმებს და ექთნებს მადლობა საზიზღები

ავტორი:

"ვემუდარებოდი, ესუნთქა... ექთანს და ქირურგს დახმარება ვთხოვე, მაგრამ პასუხი ცივი უარი იყო... სიმწრისგან ჩავიკეცე" - ექთანი კოვიდით გარდაცვლილი მამის უმძიმეს დღეებზე

"ვემუდარებოდი, ესუნთქა... ექთანს და ქირურგს დახმარება ვთხოვე, მაგრამ პასუხი ცივი უარი იყო... სიმწრისგან ჩავიკეცე" - ექთანი კოვიდით გარდაცვლილი მამის უმძიმეს დღეებზე

ექთანი ქეთევან ცალუღელაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე კოვიდინფიცირებული მამის, კლინიკაში გატარებულ მძიმე დღეებს აღწერს, რომელიც გარდაიცვალა:

“დღეს მეცხრე დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მამას სულს ანგელოზები უფალთან მეორედ წარადგენენ...

ეს ფოტო გადავიღე იმ მიზნით, რომ როდესაც ყველაფერი მშვიდობით დასრულდებოდა სიამაყით დამედო, თუ როგორ გავიმარჯვეთ ერთად ყველა სნეულებაზე. თუმცა, სცენარი სხვაგვარად განვითარდა, მამიკომ დაგვტოვა, მაგრამ არასდროს ვიტყვი, რომ ჩვენ დავმარცხდით, იმის მერე, რაც უფალმა მამა გაიყვანა ამ წუთისოფლიდან, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ მამა კი არ დამარცხდა, არამედ გაიმარჯვა (ამაში ორმაგად მარწმუნებს ის მოვლენები, რომლებიც მამას გარდაცვალების დღიდან დაიწყო და რასაც შეგნებულად არ მოვყვები საჯაროდ) გაიმარჯვა ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვებით ამ წარმავალ დროებაზე და ამგვარად მარადიული სიცოცხლე შეიძინა.

მამა გ ა რ დ ა ი ც ვ ა ლ ა.

იმისდა მიუხედავად, რომ ბავშვობიდან არასდროს მაშინებდა საყვარელი ადამიანის გარდაცვალებაზე ფიქრი და თავი ძალიან ძლიერი მეგონა, მამას საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, როდესაც უფლება მქონდა საკუთარი ხელებით მომევლო მისთვის, დავრწმუნდი, რომ ძალიან მეშინოდა, მეზიზღებოდა სატურაციის საზომი აპარატი, რომლის ერთი ნიშნულის ცვლილებაც კი გულს მიხეთქავდა, მამას უზარმაზარ ჭრილობას მუცელზე ხშირად სრულიად მარტო ვუმუშავებდი, რაც პირველ დღეს საერთოდ ვერ წარმომედგინა, იმიტომ რომ როდესაც პირველად ვნახე ნერვიულობისგან გავფითრდი და ჩავიკეცე, თუმცა ვიცოდი, რომ მამას ჰაერივით ვჭირდებოდი და მისთვის უნდა გამეძლო ეს მძიმე დღეები.

17 აგვისტოდან დავიწყე ცხოვრება მხოლოდ იმისთვის, რომ მამა სახლში ჯანმრთელი დამებრუნებინა და დედას ცრემლები აღარ დამენახა.

21 აგვისტოს პირველად მეგონა, რომ მამა მტოვებდა, უცბად შეუძლოდ გახდა, ტემპერატურამ აუწია, თვალები დახუჭა, მთხოვა ხელი ჩამეკიდა და რამე კარგზე მელაპარაკა - “დედაზე მელაპარაკე, მარიამზე მელაპარაკე, ნიკაზე მელაპარაკე, თიანეთზე მელაპარაკე…”

ყელში მობჯენილი ბურთი მახრჩობდა და მიხაროდა ჩემს ცრემლიან თვალებს რომ ვერ ხედავდა, მაგრამ აკანკალებულ ხმას ვერაფერს ვშველოდი, უცბად მამას გაბუჟება დაეწყო, თქვა რომ სასიამოვნო სიმსუბუქეს გრძნობდა, ტირილით გავვარდი განყოფილების უფროსთან და მამას საშველად დავუძახე, მაშინ გადავრჩით…

23 აგვისტო

მამამ დილით ადრე დარეკა და დაიბარა: - დღეს ქეთევანი ადრე მოვიდესო, ეს უკვე ცუდად მენიშნა, პირველი ის იყო, რომ მივხვდი იმ არაადამიანი ექთნის მორიგეობა იყო, ვისიც მამას სიკვდილივით ეშინოდა, მეორე კი ადგილზე მისულს დახვედრილი სიტუაცია დამხვდა, მამა ჭრილობიდან გამოსული სისხლნარევი სითხით დასველებულ თეთრეულში იწვა, ექთანს და ქირურგს დახმარება ვთხოვე, მაგრამ პასუხი ცივი უარი იყო, მხოლოდ და მხოლოდ მისი დაბალი სატურაციის გამო (თუმცა მამას მოწესრიგებაში იმ წუთას ეს საერთოდ ხელს არ გვიშლიდა) სიმწრისგან მინდოდა დამეხრჩო ის ექიმები ასეთი გულცივობისთვის, მათთვის მამა ერთ-ერთი რიგითი პაციენტი იყო - ჩემთვის კი ყველაფერი.

იმ დილას ყველაფერი მარტომ გავაკეთე, ჭრილობა სულ მარტომ დავუმუშავე, სიმწრის ოფლი მასხამდა, მინდოდა ხმამაღლა მეღრიალა, მაგრამ ერთი ცრემლიც არ ჩამოვაგდე, იმიტომ რომ ვიცოდი მამა მიყურებდა და თითოეულ ჩემს მოძრაობას დაძაბული აკვირდებოდა, ვეხვეწებოდი მშვიდად ყოფილიყო, რომ სუნთქვა არ აჩქარებოდა, რადგან ეს ავტომატურად სატურაციის კლებას გამოიწვევდა, მითხრა: - არ ინერვიულო, ნახე ახლა 90-ზე თუ არ ავწიოო და არც მეტი არც ნაკლები მონიტორზე 92-ზე აიწია სატურაციის მაჩვენებელი, მშვიდობით დავამთავრეთ ყველაფერი მაგრამ 15 წუთში დაიწყო ჯოჯოხეთი, მამას სუნთქვა სულ უფრო და უფრო გაუძნელდა, მთხოვა წყალი მომესვა სახეზე და ნელ-ნელა გალურჯება დაიწყო, ექთნებს დავუძახე საშველად და მამას შუბლის, ყურების, მხრების გიჟივით ზელვა დავიწყე, ვემუდარებოდი, რომ ესუნთქა, ესუნთქა და კიდევ ესუნთქა, ამ დროს მამას ტელეფონზე დედასგან ზარი შემოვიდა, თუმცა საპასუხოდ არავის ეცალა (როგორც შემდეგ გავიგე ზუსტად მაგ წუთებში, როდესაც მამა კინაღამ ხელებში ჩამაკვდა, მასზე დარდისგან დედა სახლში ჩაკეცილა და ცუდად გამხდარა).

მამა რეანიმაციაში ცოცხალი შევიყავნეთ, თუმცა ეს იყო დასასრულის დასაწყისი… 13 დღე ყველა ჩვენი კეთილისმსურველი, ყველა სასულიერო პირი, ყველა მონასტერი, სადაც ხმა მიმიწვდებოდა მამამ ერთ მუშტად შეგვკვრა და ერთი მიზნისთვის გაგვაერთიანა, რომ კიდევ გაგვთენებოდა ერთად ჩემს ოჯახს ლამაზი დღეები…

…4 სექტემბერს მამაჩემი უფალმა გაიყვანა და მარადიულ სიცოცხლეს აზიარა.

ჩვენ დარდს ორი გარემოება ამსუბუქებს: ერთი რომ მამას სული უკვდავია და მასთან განშორება არაა მარადიული, და მეორე ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ მისი სამუდამო ადგილსამყოფელის განსაზღვრაში, ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ მისთვის”, - წერს ქეთევან ცალუღელაშვილი.