მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენს სიწმინდეში ვიღაც ისაქმებს და შენიშვნის მიცემის უფლებაც არ გაქვს... მონასტერში მთვრალი მოდიან, წყვილები უხამსად იქცევიან" - აფხაზი ბერები რუსი ტურისტების წინააღმდეგ
"შენს სიწმინდეში ვიღაც ისაქმებს და შენიშვნის მიცემის უფლებაც არ გაქვს... მონასტერში მთვრალი მოდიან, წყვილები უხამსად იქცევიან" - აფხაზი ბერები რუსი ტურისტების წინააღმდეგ

"გთხოვთ, რო­გორ­მე და­ა­რე­გუ­ლი­როთ ახალ ათონ­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის ქცე­ვის კო­დექ­სი და აუხ­სნათ მათ, რომ ეს წმინ­და ად­გი­ლია და აქ არ შე­იძ­ლე­ბა ისე მო­იქ­ცე, რო­გორც ტყე­ში, მინ­დორ­ში ან დის­კო­თე­კა­ზე", - ასე მი­მარ­თა­ვენ ახა­ლი ათო­ნის ბე­რე­ბი რუ­სულ-აფხა­ზურ ტუ­რო­პე­რა­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თი­დან ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტუ­რის­ტე­ბის ჩაყ­ვა­ნით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ახა­ლი ათო­ნის ბე­რე­ბი რუსი ტუ­რის­ტე­ბის ქცე­ვით უკ­მა­ყო­ფი­ლო არი­ან. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მათ არა­ერ­თხელ შეს­ჩივ­ლეს თა­ვი­ანთ მრევლსაც, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, ამ პრობ­ლე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­ნი­ხი­ლავს. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ პრობ­ლე­მას არა­ერ­თგვა­როვ­ნად აფა­სებს. ნა­წი­ლის თქმით, აფხა­ზეთ­ში სა­ეკ­ლე­სიო პი­რე­ბი თა­ვა­დაც ვერ მო­რი­გე­ბუ­ლან, სად და ვის გვერ­დით ილო­ცონ. სა­უ­ბა­რია, დო­რო­თეი დბარ­სა და ბე­სა­რი­ონ აპ­ლი­ას შო­რის წლე­ბის წინ და­წყე­ბულ გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ზე. აპ­ლია რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ი­სა და კრემ­ლის ფა­ვო­რი­ტად მი­იჩ­ნე­ვა, დო­რო­თეი დბა­რი კი "აფხა­ზე­თის ეკ­ლე­სი­ის ცალ­კე გა­მო­ყო­ფის­თვის" იბ­რძვის და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მეტი ნდო­ბი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მი­თაც სარ­გებ­ლობს.

შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­კი­თხის გარ­შე­მო ორად არის გა­ყო­ფი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბაც. ერთი ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, ეკ­ლე­სი­ამ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ ტუ­რის­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი მხო­ლოდ მო­სა­ლო­ცად არ არის ჩა­მო­სუ­ლი და მათ­თვის მი­სა­ღე­ბი სა­მო­სით ვერ ივ­ლის; სხვე­ბის თქმით კი რუს ტუ­რის­ტებს მეტი პა­ტი­ვის­ცე­მა მარ­თებთ, მაგ­რამ მათ ტო­ნის გამ­კაც­რე­ბას "აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ვერ უბე­დავს".

წელს ახა­ლი ათო­ნის ბე­რებ­მა ხმა კი­დევ უფრო აღი­მაღ­ლეს და "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას" სთხო­ვეს, ტუ­რო­პე­რა­ტო­რებს მო­უ­წო­დონ, ნას­ვამ ტუ­რის­ტებს აუხ­სნან, რომ მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ შე­ვიდ­ნენ.

"ხში­რად ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, სად არი­ან, რას აკე­თე­ბენ... ერე­ვათ გული, ან იკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ სხვა ბუ­ნებ­რივ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს. არა­ერ­თხელ შევ­სწრე­ბი­ვართ ფაქტს, რო­დე­საც ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად, კედ­ლებ­ზე ადი­ან... ნას­ვამ ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის ახალ­გაზ­რდა წყვი­ლებს ავი­წყდე­ბათ, რომ მო­ნას­ტრის ეზო­ში, ან უშუ­ა­ლოდ მო­ნას­ტერ­ში არი­ან და უხამ­სად იქ­ცე­ვი­ან... შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე გაგ­რძელ­დეს. ეს წმინ­და ად­გი­ლია, გთხოვთ, მი­ი­ღოთ ზო­მე­ბი", - ნათ­ქვა­მია ახა­ლი ათო­ნის ბე­რე­ბის თხოვ­ნა-გან­ცხა­დე­ბა­ში, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ.

მათ მი­მარ­თვას სი­ტყვი­ე­რად პა­სუ­ხო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბი. მათი თქმით, ახა­ლი ათო­ნი რუსი ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ად­გი­ლია. "ამას­თან, ის მხო­ლოდ ბე­რებს არა, მთელ ქვე­ყა­ნას ეკუთ­ვნის და მათ იქ ტუ­რის­ტე­ბი სრუ­ლი­ად ლე­გა­ლუ­რად მიჰ­ყავთ".

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, თა­ვა­დაც ცდი­ლო­ბენ ტუ­რის­ტე­ბის კონ­ტროლს და მო­ლოც­ვის გარ­და, ზედ­მე­ტი არა­ფე­რი შე­უმ­ჩნე­ვი­ათ. რაც შე­ე­ხე­ბა მათ, ვინც და­მო­უ­კი­დებ­ლად, ხში­რად კარ­ვე­ბით ჩა­დი­ან აფხა­ზეთ­ში და მო­ნას­ტრის ახ­ლოს ჩერ­დე­ბი­ან, მათ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ აი­ღე­ბენ.

ახალ ათონ­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­ულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე წერს რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა zen.yandex.ru. ავ­ტო­რის თქმით, აფხა­ზეთ­ში პირ­ვე­ლად არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ წელს ახალ ათონ­ში სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა დახ­ვდა.

"წარ­მოდ­გე­ნი­ლი მქონ­და, რომ ახალ ათონ­ში მშვი­დი, წყნა­რი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ბე­რე­ბი დაგ­ვხვდე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ კე­ლი­ებ­ში მშვი­დო­ბის­თვის ლო­ცუ­ლობ­დნენ, მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი. რომ არა­ფე­რი ვთქვათ, საკ­მა­ოდ უკ­მეხ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, აგ­რე­სი­ულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, "ვი­ღა­ცე­ე­ბი" ახა­ლი ათო­ნის პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ და იქვე მდე­ბა­რე კა­ფე­ებ­სა და მა­ღა­ზი­ებ­ში პირ­და­პირ გა­ტყა­ვე­ბენ. თან ამ ფას­ში ისე უხე­შად გემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, რომ ნა­ყიდ ნივ­თებს თუ პრო­დუქტს, პირ­და­პირ სა­ხე­ში გეს­ვრი­ან.

მეს­მის, რომ ჩვე­ნი ტუ­რის­ტე­ბიც მთლად გა­და­სა­რე­ვად არ იქ­ცე­ვი­ან, მაგ­რამ სტუმ­რე­ბის ასე მი­ღე­ბა, მცი­რე­დი პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხატ­ვის გა­რე­შე, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი მგო­ნია. ზუს­ტად ვიცი, რომ იქ მე და სხვა ბევ­რიც, მეტ­ჯერ აღარ ჩავა", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

აფხა­ზე­ბის თქმით, თა­ვა­დაც შეს­წრე­ბი­ან ტუ­რის­ტე­ბის მხრი­დან მი­უ­ღე­ბელ ქცე­ვას. ზოგ­ჯერ შე­ნიშ­ვნაც მი­უ­ცი­ათ და საქ­მე სი­ტყვი­ერ ან ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბამ­დეც მი­სუ­ლა.

"თა­ვად შე­ვეს­წა­რი, რო­გორ იქ­ცე­ოდ­ნენ რუსი ტუ­რის­ტე­ბი და რო­დე­საც ყვე­ლამ ერ­თად შე­ვუ­ტი­ეთ, მათ­მა მე­გობ­რებ­მა აქ­ცენ­ტი მა­ღალ ფა­სებ­ზე გა­და­ი­ტა­ნეს. ნას­ვა­მი რუ­სე­ბი კი, იქვე და­ძი­ნე­ბას აპი­რებ­დნენ. სხვა დე­ტა­ლე­ბის მო­ყო­ლის­გან ამ­ჯე­რად თავს შე­ვი­კა­ვებ", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ალი­ას კიც­ბა.

"უკვე ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზე ვხე­დავ და ვგრძნობ მათ უპა­ტივ­ცემ­ლო­ბას ჩვე­ნი ხალ­ხის, წარ­სუ­ლის, ის­ტო­რი­ის, კულ­ტუ­რის მი­მართ. ასე მგო­ნია, აქ ჩა­მო­დი­ან მხო­ლოდ იაფი ფა­სე­ბის, ღვი­ნი­სა და არ­ყის გამო. სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა მი­პყრობს, რად­გან არაფ­რის შეც­ვლა არ შე­მიძ­ლია. შენს სიწ­მინ­დე­ში ვი­ღაც ისაქ­მებს, შენ კი შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მის უფ­ლე­ბაც არ გაქვს, რად­გან ვერც გი­ცა­ვენ და ვერც უფრთხილ­დე­ბი­ან მას", - წერს ელე­ნე დბა­რი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აფხაზებს
0

ალალიც თქვენზე, ხომ გინდოდათ რუსეთი.

ზურა
0

მეტის ღირსები ხართ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"შენს სიწმინდეში ვიღაც ისაქმებს და შენიშვნის მიცემის უფლებაც არ გაქვს... მონასტერში მთვრალი მოდიან, წყვილები უხამსად იქცევიან" - აფხაზი ბერები რუსი ტურისტების წინააღმდეგ

"შენს სიწმინდეში ვიღაც ისაქმებს და შენიშვნის მიცემის უფლებაც არ გაქვს... მონასტერში მთვრალი მოდიან, წყვილები უხამსად იქცევიან" - აფხაზი ბერები რუსი ტურისტების წინააღმდეგ

"გთხოვთ, როგორმე დაარეგულიროთ ახალ ათონში რუსი ტურისტების ქცევის კოდექსი და აუხსნათ მათ, რომ ეს წმინდა ადგილია და აქ არ შეიძლება ისე მოიქცე, როგორც ტყეში, მინდორში ან დისკოთეკაზე", - ასე მიმართავენ ახალი ათონის ბერები რუსულ-აფხაზურ ტუროპერატორებს, რომლებიც რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ტურისტების ჩაყვანით არიან დაკავებული.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ახალი ათონის ბერები რუსი ტურისტების ქცევით უკმაყოფილო არიან. ამასთან დაკავშირებით მათ არაერთხელ შესჩივლეს თავიანთ მრევლსაც, რომელიც თავის მხრივ, ამ პრობლემას სოციალურ ქსელებში განიხილავს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა ამ პრობლემას არაერთგვაროვნად აფასებს. ნაწილის თქმით, აფხაზეთში საეკლესიო პირები თავადაც ვერ მორიგებულან, სად და ვის გვერდით ილოცონ. საუბარია, დოროთეი დბარსა და ბესარიონ აპლიას შორის წლების წინ დაწყებულ განხეთქილებაზე. აპლია რუსეთის ეკლესიისა და კრემლის ფავორიტად მიიჩნევა, დოროთეი დბარი კი "აფხაზეთის ეკლესიის ცალკე გამოყოფისთვის" იბრძვის და მოსახლეობაში მეტი ნდობითა და პატივისცემითაც სარგებლობს.

შესაბამისად, ამ საკითხის გარშემო ორად არის გაყოფილი მოსახლეობაც. ერთი ნაწილის მოსაზრებით, ეკლესიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ტურისტების დიდი ნაწილი მხოლოდ მოსალოცად არ არის ჩამოსული და მათთვის მისაღები სამოსით ვერ ივლის; სხვების თქმით კი რუს ტურისტებს მეტი პატივისცემა მართებთ, მაგრამ მათ ტონის გამკაცრებას "აფხაზეთის ხელმძღვანელობა ვერ უბედავს".

წელს ახალი ათონის ბერებმა ხმა კიდევ უფრო აღიმაღლეს და "ხელმძღვანელობას" სთხოვეს, ტუროპერატორებს მოუწოდონ, ნასვამ ტურისტებს აუხსნან, რომ მონასტრის ტერიტორიაზე არ შევიდნენ.

"ხშირად ვერ აცნობიერებენ, სად არიან, რას აკეთებენ... ერევათ გული, ან იკმაყოფილებენ სხვა ბუნებრივ მოთხოვნილებებს. არაერთხელ შევსწრებივართ ფაქტს, როდესაც ფოტოების გადასაღებად, კედლებზე ადიან... ნასვამ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდა წყვილებს ავიწყდებათ, რომ მონასტრის ეზოში, ან უშუალოდ მონასტერში არიან და უხამსად იქცევიან... შეუძლებელია ასე გაგრძელდეს. ეს წმინდა ადგილია, გთხოვთ, მიიღოთ ზომები", - ნათქვამია ახალი ათონის ბერების თხოვნა-განცხადებაში, რომლის შესახებაც აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ.

მათ მიმართვას სიტყვიერად პასუხობენ ადგილობრივი ტუროპერატორები. მათი თქმით, ახალი ათონი რუსი ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილია. "ამასთან, ის მხოლოდ ბერებს არა, მთელ ქვეყანას ეკუთვნის და მათ იქ ტურისტები სრულიად ლეგალურად მიჰყავთ".

მათივე განცხადებით, თავადაც ცდილობენ ტურისტების კონტროლს და მოლოცვის გარდა, ზედმეტი არაფერი შეუმჩნევიათ. რაც შეეხება მათ, ვინც დამოუკიდებლად, ხშირად კარვებით ჩადიან აფხაზეთში და მონასტრის ახლოს ჩერდებიან, მათზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.

ახალ ათონში რუსი ტურისტების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაზე წერს რუსული ინტერნეტგამოცემა zen.yandex.ru. ავტორის თქმით, აფხაზეთში პირველად არ ყოფილა, მაგრამ წელს ახალ ათონში სრულიად განსხვავებული რეალობა დახვდა.

"წარმოდგენილი მქონდა, რომ ახალ ათონში მშვიდი, წყნარი და კეთილგანწყობილი ბერები დაგვხვდებოდნენ, რომლებიც თავიანთ კელიებში მშვიდობისთვის ლოცულობდნენ, მაგრამ ძალიან გაოცებული დავრჩი. რომ არაფერი ვთქვათ, საკმაოდ უკმეხ, ხშირ შემთხვევაში, აგრესიულ დამოკიდებულებაზე, "ვიღაცეები" ახალი ათონის პოპულარობით სარგებლობენ და იქვე მდებარე კაფეებსა და მაღაზიებში პირდაპირ გატყავებენ. თან ამ ფასში ისე უხეშად გემსახურებიან, რომ ნაყიდ ნივთებს თუ პროდუქტს, პირდაპირ სახეში გესვრიან.

მესმის, რომ ჩვენი ტურისტებიც მთლად გადასარევად არ იქცევიან, მაგრამ სტუმრების ასე მიღება, მცირედი პატივისცემის გამოხატვის გარეშე, გაუმართლებელი მგონია. ზუსტად ვიცი, რომ იქ მე და სხვა ბევრიც, მეტჯერ აღარ ჩავა", - წერს სტატიის ავტორი.

აფხაზების თქმით, თავადაც შესწრებიან ტურისტების მხრიდან მიუღებელ ქცევას. ზოგჯერ შენიშვნაც მიუციათ და საქმე სიტყვიერ ან ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მისულა.

"თავად შევესწარი, როგორ იქცეოდნენ რუსი ტურისტები და როდესაც ყველამ ერთად შევუტიეთ, მათმა მეგობრებმა აქცენტი მაღალ ფასებზე გადაიტანეს. ნასვამი რუსები კი, იქვე დაძინებას აპირებდნენ. სხვა დეტალების მოყოლისგან ამჯერად თავს შევიკავებ", - წერს სოციალურ ქსელში ალიას კიცბა.

"უკვე ყველა ნაბიჯზე ვხედავ და ვგრძნობ მათ უპატივცემლობას ჩვენი ხალხის, წარსულის, ისტორიის, კულტურის მიმართ. ასე მგონია, აქ ჩამოდიან მხოლოდ იაფი ფასების, ღვინისა და არყის გამო. სასოწარკვეთილება მიპყრობს, რადგან არაფრის შეცვლა არ შემიძლია. შენს სიწმინდეში ვიღაც ისაქმებს, შენ კი შენიშვნის მიცემის უფლებაც არ გაქვს, რადგან ვერც გიცავენ და ვერც უფრთხილდებიან მას", - წერს ელენე დბარი.