სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში იქნება მე-5 ტალღა, მაგრამ არა ისეთი მძიმე, როგორც მე-4... უახლოეს დღეებში შემოვიტანთ ახალ მედიკამენტებს" - რა პროცესებს პროგნოზირებს ცერცვაძე და რას საყვედურობს მთავრობას
"საქართველოში იქნება მე-5 ტალღა, მაგრამ არა ისეთი მძიმე, როგორც მე-4... უახლოეს დღეებში შემოვიტანთ ახალ მედიკამენტებს" - რა პროცესებს პროგნოზირებს ცერცვაძე და რას საყვედურობს მთავრობას

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე-5 ტალ­ღა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ არ იქ­ნე­ბა ისე­თი მძი­მე, რო­გო­რიც მე-3 და მე-4 ტალ­ღა იყო. თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, ეპიდ­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე­ე­ბი უკვე გა­და­ვი­ტა­ნეთ.

“მე-5 ტალ­ღა სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ იქ­ნე­ბა, იმი­ტომ რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში იქ­ნე­ბა, მაგ­რამ არ მგო­ნია იყოს მძი­მე. მე მა­ინც მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე­ე­ბი უკვე გა­და­ვი­ტა­ნეთ. ამის თქმის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს, ის რომ წა­მოგ­ვე­წე­ვა ვაქ­ცი­ნა­ცია. სა­ნამ მე-5 ტალ­ღა იქ­ნე­ბა, სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იქ­ნე­ბა მეტი, ეს არის ერთ-ერთი დამ­ცა­ვი ბა­რი­ე­რი, რომ ჩვენ­თან მე-5 ტალ­ღა იყოს შე­და­რე­ბით რბი­ლი.

ასე­ვე ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო მე-4 ტალ­ღის დროს, სი­ცო­ცხლის ძა­ლი­ან დიდი და­ნა­კარ­გე­ბი გვქონ­და და მე­ტად გა­ვუფრ­თხილ­დე­ბით ერ­თმა­ნეთს. მე­დი­ცი­ნა მუდ­მივ პროგ­რეს­შია, ჩნდე­ბა ახალ-ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, მთავ­რდე­ბა ზო­გი­ერ­თი მე­დი­კა­მენ­ტის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვა, რო­მე­ლიც ეფექ­ტუ­რია უფრო მე­ტად, ვიდ­რე დღეს არ­სე­ბუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა, გპირ­დე­ბით, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რო­მე­ლიც შე­მო­ი­ტანს და ესეც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს გა­მო­სა­ვალს.

ყვე­ლა­ფე­რი ეს მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ პროგ­ნო­ზი არის სა­ი­მე­დო, რათა ვი­ყოთ იმე­დი­ა­ნად. მე-5 ტალ­ღა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ არა ისე­თი რო­გო­რიც მე-3 და მე-4 ტალ­ღა”, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ამას­თან, რო­გორც ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, და­ი­წყო გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბაც.

„რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვებს, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, და­ი­წყო გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის კლე­ბაც. პა­ცი­ენ­ტი რო­დე­საც ინ­ფი­ცირ­დე­ბა, ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი დგე­ბა 2-3 კვი­რის შემ­დეგ, შე­სა­ბა­მი­სად, გარ­დაც­ვა­ლე­ბის პიკი 2-3 კვი­რით იგ­ვი­ა­ნებს ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის პიკ­თან მი­მარ­თე­ბით. ასე­ვე გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის კლე­ბაც იგ­ვი­ა­ნებს ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის კლე­ბის და­წყე­ბი­დან 2-3 კვი­რით. იმე­დი უნდა ვი­ქო­ნი­ოთ, რომ მი­ვაღ­წევთ ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის კლე­ბას“,- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

გარ­და ამი­სა, ცერ­ცვა­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა კრი­ტი­კას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტია. იგი ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ანს მი­მარ­თავს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფერს სა­ზღვა­რი აქვს.

„წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ზე მეტი გა­ვი­და და არც ერთი ავად­მყო­ფი არც ერთი მე­დი­კა­მენ­ტის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ნი­ლა, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს სა­ბა­ზი­სო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. თო­რემ ზო­გი­ერ­თი იშ­ვი­ა­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი, რო­მე­ლიც ძნე­ლად იშო­ვე­ბა, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არა, მთელ მსოფ­ლი­ო­შია. დღე­საც სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მე­დი­კა­მენ­ტე­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რი, 100%-იანი მო­მა­რა­გე­ბა აქვს. ყუ­რა­დღე­ბა მახ­ვილ­დე­ბა „ტო­ცი­ლი­ზუ­მაბ­ზე“, რო­მელ­საც სა­მარ­თლი­ა­ნად შე­ერ­ქვა სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩე­ნი მე­დი­კა­მენ­ტი, ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ბა­ტო­ნი ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ა­ნი და მისი გუნ­დი, თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი, ავ­რცე­ლე­ბენ ინ­სი­ნუ­ა­ცი­ებს, რომ „ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი“ არის გა­დამ­რჩე­ნი მე­დი­კა­მენ­ტი და ქვე­ყა­ნამ არ იზ­რუ­ნა მისი საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მო­ტა­ნა­ზე. მინ­და მივ­მარ­თო ბა­ტონ ვახ­ტანგს და მის თა­ნა­მო­აზ­რე­ებს, ადა­მი­ანს მი­ნი­მა­ლუ­რი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა მა­ინც უნდა ჰქონ­დეს. ყვე­ლა­ფერს სა­ზღვა­რი აქვს. „ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის“ გა­მო­ყე­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა და­ვი­წყეთ ჩვენ, რო­დე­საც ჯერ კი­დევ არა­ვის სჯე­რო­და ამ მე­დი­კა­მენ­ტის, ეს იყო გა­სუ­ლი წლის გა­ზა­ფხულ­ზე. ბა­ტო­ნი კა­ლო­ი­ა­ნი და მისი გუნ­დი მუდ­მი­ვად გვა­ბუ­ლინ­გებ­და, რომ ცერ­ცვა­ძე და მისი გუნ­დი ადა­მი­ა­ნებ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რე­ბენ და ისი­ნი უნდა გა­ვუშ­ვათ ცი­ხე­ში. მას შემ­დეგ, რაც მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ირ­წმუ­ნა, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, რომ „ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი“ მარ­თლა გა­დამ­რჩე­ნე­ლი მე­დი­კა­მენ­ტი ყო­ფი­ლა, ბა­ტო­ნი კა­ლო­ი­ა­ნის გა­ყი­ნულ გო­ნე­ბამ­დეც მი­აღ­წია ამ სი­ახ­ლემ, ახლა გა­მოჩ­ნდნენ „ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის“ დამ­ცვე­ლე­ბი, კა­ლო­ი­ანს ყოფ­ნის სინ­დი­სი, თქვას, რომ სა­ხელ­მწი­ფოს არ შე­მო­აქვს „ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი“ საკ­მა­რი­სი რა­ოდ­ნე­ო­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

რო­გორც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლოა სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბის აღ­დგე­ნა და ასე­ვე სხვა გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მოხ­სნა. თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­ზე მკაც­რი კონ­ტრო­ლი გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პირ­ბა­დეს ატა­რებს მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 50%.

„ერ­თა­დერ­თი, რა­შიც მთავ­რო­ბას ვა­და­ნა­შა­უ­ლებ, არ არის შე­სა­ბა­მი­სად მკაც­რი კონ­ტრო­ლი ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე და მთავ­რო­ბა იჩენს სირ­ბი­ლეს, ჰუ­მა­ნუ­რო­ბას ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, თით­ქოს ისევ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს არ არის სწო­რი, უნდა იყოს მკაც­რი აღ­სრუ­ლე­ბა და თუ ეს ასე იქ­ნე­ბა, ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის კვლე­ბა იქ­ნე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი, მი­თუ­მე­ტეს, რომ ჩვენ ვმუ­შა­ობთ იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, შე­მო­ვი­ტა­ნოთ ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ კვლე­ვას გა­დი­ან, არ არის ოფი­ცი­ა­ლუ­რად დაშ­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ავად­მყო­ფე­ბის გა­დარ­ჩე­ნას.

ჩემი პი­რა­დი, მაგ­რამ მყა­რი აზ­რია, რომ ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­იკ­ლებს და ჩვენ სა­შუ­ა­ლე­ბა გვექ­ნე­ბა, რომ სა­დღეც სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბი­დან შე­ვამ­სუ­ბუ­ქოთ შე­ზღუდ­ვე­ბი, ოღონდ ჩემი პო­ზი­ცია იყო და რჩე­ბა, შე­ვამ­სუ­ბუ­ქოთ შე­ზღუდ­ვე­ბი, მაგ­რამ გა­ვამ­კაც­როთ იმ რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე აღ­სრუ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი, რო­მე­ლიც რჩე­ბა, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბა. ჩვენ პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბას კარ­გა ხანს ვერ შე­ვამ­სუ­ბუ­ქებთ, ჩვენ კი არა, სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­მა ქვეყ­ნებ­მა ვერ შეძ­ლეს პირ­ბა­დე­ებ­ზე უა­რის თქმა. ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა, პირ­ბა­დე, ამის გარ­და ყვე­ლა სხვა შე­ზღუდ­ვა შე­იძ­ლე­ბა შემ­სუ­ბუქ­დეს, მა­გა­ლი­თად, გა­იხ­სნას მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი, და­ი­წყოს სწავ­ლე­ბა სკო­ლა­ში და აშ. მაგ­რამ უნდა გაძ­ლი­ერ­დეს კონ­ტრო­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე და გაძ­ლი­ერ­დეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
NANA
0

EA SAMI MUSHKETERIU ARIS MOSAXLEOBIS SHEMAMCIREBLEBI DA PASUXS ABEBT GMERTIS WINashe ar mofxmardet eg xelfasebi rasac igebt

მატყუარებს
4

პაციენტებს ვირუსს არ უდასტურებთ განზრახ, რომ ადგილები არ გაქვთ კლინიკებში. შემდეგ მძიმდებიან და ამიტომაცაა ამდენი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. გეშინოდეთ ღმერთის !!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"საქართველოში იქნება მე-5 ტალღა, მაგრამ არა ისეთი მძიმე, როგორც მე-4... უახლოეს დღეებში შემოვიტანთ ახალ მედიკამენტებს" - რა პროცესებს პროგნოზირებს ცერცვაძე და რას საყვედურობს მთავრობას

"საქართველოში იქნება მე-5 ტალღა, მაგრამ არა ისეთი მძიმე, როგორც მე-4... უახლოეს დღეებში შემოვიტანთ ახალ მედიკამენტებს" - რა პროცესებს პროგნოზირებს ცერცვაძე და რას საყვედურობს მთავრობას

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში მე-5 ტალღა იქნება, მაგრამ არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც მე-3 და მე-4 ტალღა იყო. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეპიდვითარების ყველაზე მძიმე დღეები უკვე გადავიტანეთ.

“მე-5 ტალღა საქართველოში ალბათ იქნება, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში იქნება, მაგრამ არ მგონია იყოს მძიმე. მე მაინც მგონია, რომ ყველაზე მძიმე დღეები უკვე გადავიტანეთ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს, ის რომ წამოგვეწევა ვაქცინაცია. სანამ მე-5 ტალღა იქნება, სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა იქნება მეტი, ეს არის ერთ-ერთი დამცავი ბარიერი, რომ ჩვენთან მე-5 ტალღა იყოს შედარებით რბილი.

ასევე ის, რომ საზოგადოებამ სერიოზული გამოცდილება მიიღო მე-4 ტალღის დროს, სიცოცხლის ძალიან დიდი დანაკარგები გვქონდა და მეტად გავუფრთხილდებით ერთმანეთს. მედიცინა მუდმივ პროგრესშია, ჩნდება ახალ-ახალი მედიკამენტები, მთავრდება ზოგიერთი მედიკამენტის კლინიკური კვლევა, რომელიც ეფექტურია უფრო მეტად, ვიდრე დღეს არსებული და საქართველო იქნება, გპირდებით, ერთ-ერთი პირველი, რომელიც შემოიტანს და ესეც გააუმჯობესებს გამოსავალს.

ყველაფერი ეს მაფიქრებინებს, რომ პროგნოზი არის საიმედო, რათა ვიყოთ იმედიანად. მე-5 ტალღა იქნება, მაგრამ არა ისეთი როგორიც მე-3 და მე-4 ტალღა”, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაიწყო გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობის კლებაც.

„რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, როგორც მოსალოდნელი იყო, დაიწყო გარდაცვალების შემთხვევების კლებაც. პაციენტი როდესაც ინფიცირდება, ლეტალური შედეგი დგება 2-3 კვირის შემდეგ, შესაბამისად, გარდაცვალების პიკი 2-3 კვირით იგვიანებს ახალი შემთხვევების მატების პიკთან მიმართებით. ასევე გარდაცვალების შემთხვევების კლებაც იგვიანებს ახალი შემთხვევების კლების დაწყებიდან 2-3 კვირით. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მივაღწევთ ახალი შემთხვევების კლებას“,- განაცხადა ცერცვაძემ.

გარდა ამისა, ცერცვაძე ეხმაურება კრიტიკას, რომლის მიხედვითაც საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტია. იგი ვახტანგ კალოიანს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ყველაფერს საზღვარი აქვს.

„წელიწადნახევარზე მეტი გავიდა და არც ერთი ავადმყოფი არც ერთი მედიკამენტის გარეშე არ დარჩენილა, მხედველობაში მაქვს საბაზისო საშუალებები. თორემ ზოგიერთი იშვიათი მედიკამენტების დეფიციტი, რომელიც ძნელად იშოვება, მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოშია. დღესაც სამედიცინო დაწესებულებებს მედიკამენტებით აბსოლუტური, 100%-იანი მომარაგება აქვს. ყურადღება მახვილდება „ტოცილიზუმაბზე“, რომელსაც სამართლიანად შეერქვა სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი, ჩასაფრებული ადამიანები, ბატონი ვახტანგ კალოიანი და მისი გუნდი, თანამზრახველები, ავრცელებენ ინსინუაციებს, რომ „ტოცილიზუმაბი“ არის გადამრჩენი მედიკამენტი და ქვეყანამ არ იზრუნა მისი საკმარისი რაოდენობით შემოტანაზე. მინდა მივმართო ბატონ ვახტანგს და მის თანამოაზრეებს, ადამიანს მინიმალური თავმოყვარეობა მაინც უნდა ჰქონდეს. ყველაფერს საზღვარი აქვს. „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა დავიწყეთ ჩვენ, როდესაც ჯერ კიდევ არავის სჯეროდა ამ მედიკამენტის, ეს იყო გასული წლის გაზაფხულზე. ბატონი კალოიანი და მისი გუნდი მუდმივად გვაბულინგებდა, რომ ცერცვაძე და მისი გუნდი ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ისინი უნდა გავუშვათ ციხეში. მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ ირწმუნა, რამდენიმე თვის წინ, რომ „ტოცილიზუმაბი“ მართლა გადამრჩენელი მედიკამენტი ყოფილა, ბატონი კალოიანის გაყინულ გონებამდეც მიაღწია ამ სიახლემ, ახლა გამოჩნდნენ „ტოცილიზუმაბის“ დამცველები, კალოიანს ყოფნის სინდისი, თქვას, რომ სახელმწიფოს არ შემოაქვს „ტოცილიზუმაბი“ საკმარისი რაოდნეობით“, - განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა სექტემბრის შუა რიცხვებიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა და ასევე სხვა გარკვეული რეგულაციების მოხსნა. თუმცა, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პირბადის ტარებაზე მკაცრი კონტროლი განხორციელდეს. ცერცვაძის განცხადებით, პირბადეს ატარებს მოსახლეობის მხოლოდ 50%.

„ერთადერთი, რაშიც მთავრობას ვადანაშაულებ, არ არის შესაბამისად მკაცრი კონტროლი ამ რეგულაციების აღსრულებაზე და მთავრობა იჩენს სირბილეს, ჰუმანურობას ადამიანების მიმართ, თითქოს ისევ ამ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის სწორი, უნდა იყოს მკაცრი აღსრულება და თუ ეს ასე იქნება, ახალი შემთხვევების და სიკვდილიანობის შემთხვევების კვლება იქნება შეუქცევადი, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოში უახლოეს დღეებში, შემოვიტანოთ ახალი მედიკამენტები, რომელიც ჯერ კიდევ კვლევას გადიან, არ არის ოფიციალურად დაშვებული, რომელიც გააუმჯობესებს ავადმყოფების გადარჩენას.

ჩემი პირადი, მაგრამ მყარი აზრია, რომ ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობა დაიკლებს და ჩვენ საშუალება გვექნება, რომ სადღეც სექტემბრის შუა რიცხვებიდან შევამსუბუქოთ შეზღუდვები, ოღონდ ჩემი პოზიცია იყო და რჩება, შევამსუბუქოთ შეზღუდვები, მაგრამ გავამკაცროთ იმ რეგულაციებზე აღსრულების კონტროლი, რომელიც რჩება, მხედველობაში მაქვს პირბადეების ტარება. ჩვენ პირბადეების ტარებას კარგა ხანს ვერ შევამსუბუქებთ, ჩვენ კი არა, სრულად ვაქცინირებულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს პირბადეებზე უარის თქმა. ხალხმრავალი შეკრებები, სოციალური დისტანცირება, პირბადე, ამის გარდა ყველა სხვა შეზღუდვა შეიძლება შემსუბუქდეს, მაგალითად, გაიხსნას მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიწყოს სწავლება სკოლაში და აშ. მაგრამ უნდა გაძლიერდეს კონტროლი შეზღუდვების შესრულებაზე და გაძლიერდეს ვაქცინაციის პროცესი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.