საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევან სუხუმსკი - მკაცრი და გავლენიანი კანონიერი ქურდი" - რას წერს უცხოური პრესა ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დააკავეს
"ლევან სუხუმსკი - მკაცრი და გავლენიანი კანონიერი ქურდი" - რას წერს უცხოური პრესა ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დააკავეს

რუ­სუ­ლი პრე­სა ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს ცნო­ბი­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" - ლე­ვან სუ­ხუმსკის და­კა­ვე­ბას, რო­მე­ლიც ეს­პა­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ ქა­ლაქ ბარ­სე­ლო­ნა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

გა­ზეთ "კო­მერ­სან­ტში" (КоммерсантЪ) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია - "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა" ბარ­სე­ლო­ნას იქით გაქ­ცე­ვა ვერ მო­ას­წრო: ლე­ვან სუ­ხუმსკი ეს­პა­ნეთ­ში იპო­ვეს" (ავ­ტო­რი - ალექ­სან­დრე ტი­ზო­ნო­ვი), რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია: "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ლე­ვან აბუ­ლა­ძე (იგი­ვე ლე­ვან სუ­ხუმსკი), რო­მე­ლიც გა­სულ წელს, ქა­ლაქ ვლა­დი­მირ­ში, პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბის მიზ­ნით და­ნიშ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის და­წყე­ბის წინ გა­იქ­ცა, ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ბარ­სე­ლო­ნა­ში ყალ­ბი უკ­რა­ი­ნუ­ლი პას­პორ­ტით, ქვეყ­ნის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თი­სას და­ა­კა­ვეს.

რუ­სეთ­ში ამ "ავ­ტო­რი­ტეტს" წა­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს ბრალ­დე­ბა იმა­ში, რომ მას დამ­ნა­შა­ვე­თა იერ­არ­ქი­ა­ში უმაღ­ლე­სი სტა­ტუ­სი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. სხვა­თა შო­რის, სწო­რედ ასე­თი ბრალ­დე­ბის გამო, ლე­ვან აბუ­ლა­ძის ყოფ­ნა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა უწყე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით, "სა­მუ­და­მოდ არა­სა­სურ­ვე­ლად" ჩა­ით­ვა­ლა. ეს­პა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ლე­ვან აბუ­ლა­ძე "თა­ვი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მარ­თვას ანო­ნი­მუ­რად გეგ­მავ­და".

ლე­ვან სუ­ხუმსკი­ზე რუ­სეთ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და მას შემ­დეგ, რაც იგი გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს ვლა­დი­მი­რის ოქ­ტომ­ბრის რა­ი­ო­ნის სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბი­დან გა­იქ­ცა. სა­სა­მარ­თლოს "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბის სა­კი­თხი უნდა გა­ნე­ხი­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ლე­ვან აბუ­ლა­ძე სა­სა­მარ­თლო­ში არ მი­უყ­ვა­ნი­ათ და შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მისი პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­ხი­ლუ­ლი არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა, რო­გორც მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იუ­წყე­ბოდ­ნენ, "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა", თით­ქოს­და, გაქ­ცე­ვა სა­სა­მარ­თლოს სა­პირ­ფა­რე­შო­დან მო­ა­ხერ­ხა.

ლე­ვან სუ­ხუმსკი, რო­მელ­მაც ოთხი წელი დაჰ­ყო ე.წ. ვლა­დი­მი­რის ცენ­ტრა­ლის სა­პყრო­ბი­ლე­ში, ნარ­კობ­რუნ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბის გამო, 2020 წლის აპ­რი­ლი­დან უცხო­ე­ლი არა­ლე­გა­ლე­ბის სპეც­მიმ­ღებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, [სამ­შობ­ლო­ში] შემ­დგო­მი დე­პორ­ტა­ცი­ის მიზ­ნით. 2020 წლის 19 თე­ბერ­ვალს რუ­სე­თის შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ მი­ხე­ილ ვა­ნი­ჩკინ­მა ხელი მო­ა­წე­რა გან­კარ­გუ­ლე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" ყოფ­ნა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "სა­მუ­და­მოდ არა­სა­სურ­ვე­ლად" იყო მიჩ­ნე­უ­ლი.

რო­გორც ეს­პა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცია იტყო­ბი­ნე­ბა, ლე­ვან აბუ­ლა­ძე, რო­მე­ლიც კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც "მკაც­რი და გავ­ლე­ნი­ა­ნი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი", ბარ­სე­ლო­ნის ელ-პრატ დე-ლობ­რე­გა­ტის აე­რო­პორ­ტში იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის წყა­ლო­ბით აღ­მოჩ­ნდა, რომ "ავ­ტო­რი­ტეტ­მა" უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის ყალ­ბი პას­პორ­ტი მი­ი­ღო (სწო­რედ ამ დო­კუ­მენ­ტით გეგ­მავ­და ეს­პა­ნე­თის სა­ზღვარ­ზე გა­დას­ვლას) და ემ­ზა­დე­ბო­და, რომ "თა­ვი­სი კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მარ­თვას" ანო­ნი­მუ­რად ეს­პა­ნე­თი­დან და­ი­წყებ­და. რუ­სეთ­ში ლე­ვან აბუ­ლა­ძეს, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 210.1 მუხ­ლის თა­ნახ­მად, (უმაღ­ლე­სი სტა­ტუ­სი დამ­ნა­შა­ვე­თა იერ­არ­ქი­ა­ში) 8-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. (წყა­რო)

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანნა
1

ჟურნალისტები აპიარებთ , ამუქებთ და აშინებთ ხალხს,, მაფიით!,, 

თქვენ რომ არა , ქართული,, მაფიაც,, არ იქნებოდა უვხოეთში და არც საქართვრლოში! 

გია
0

ამ ნაგვებს რატო აპიარებთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ლევან სუხუმსკი - მკაცრი და გავლენიანი კანონიერი ქურდი" - რას წერს უცხოური პრესა ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დააკავეს

"ლევან სუხუმსკი - მკაცრი და გავლენიანი კანონიერი ქურდი" - რას წერს უცხოური პრესა ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დააკავეს

რუსული პრესა ყურადღებას უთმობს ცნობილი "კანონიერი ქურდის" - ლევან სუხუმსკის დაკავებას, რომელიც ესპანეთის პოლიციამ ქალაქ ბარსელონაში განახორციელა.

გაზეთ "კომერსანტში" (КоммерсантЪ) გამოქვეყნებულია სტატია - "კანონიერმა ქურდმა" ბარსელონას იქით გაქცევა ვერ მოასწრო: ლევან სუხუმსკი ესპანეთში იპოვეს" (ავტორი - ალექსანდრე ტიზონოვი), რომელშიც ნათქვამია: "კანონიერი ქურდი" ლევან აბულაძე (იგივე ლევან სუხუმსკი), რომელიც გასულ წელს, ქალაქ ვლადიმირში, პატიმრობის ვადის გაგრძელების მიზნით დანიშნული სასამართლოს სხდომის დაწყების წინ გაიქცა, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ყალბი უკრაინული პასპორტით, ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს.

რუსეთში ამ "ავტორიტეტს" წაყენებული აქვს ბრალდება იმაში, რომ მას დამნაშავეთა იერარქიაში უმაღლესი სტატუსი აქვს მინიჭებული. სხვათა შორის, სწორედ ასეთი ბრალდების გამო, ლევან აბულაძის ყოფნა რუსეთის ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა უწყების განკარგულებით, "სამუდამოდ არასასურველად" ჩაითვალა. ესპანეთის ეროვნული პოლიციის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქე ლევან აბულაძე "თავისი ორგანიზაციის მართვას ანონიმურად გეგმავდა".

ლევან სუხუმსკიზე რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც იგი გასული წლის ბოლოს ვლადიმირის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს შენობიდან გაიქცა. სასამართლოს "კანონიერი ქურდის" პატიმრობის ვადის გაგრძელების საკითხი უნდა განეხილა. ოფიციალური ვერსიით, ლევან აბულაძე სასამართლოში არ მიუყვანიათ და შუამდგომლობა მისი პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე განხილული არ ყოფილა, თუმცა, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებოდნენ, "კანონიერმა ქურდმა", თითქოსდა, გაქცევა სასამართლოს საპირფარეშოდან მოახერხა.

ლევან სუხუმსკი, რომელმაც ოთხი წელი დაჰყო ე.წ. ვლადიმირის ცენტრალის საპყრობილეში, ნარკობრუნვაში მონაწილეობისა და დოკუმენტების გაყალბების გამო, 2020 წლის აპრილიდან უცხოელი არალეგალების სპეცმიმღებში იმყოფებოდა, [სამშობლოში] შემდგომი დეპორტაციის მიზნით. 2020 წლის 19 თებერვალს რუსეთის შს მინისტრის მოადგილემ მიხეილ ვანიჩკინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, "კანონიერი ქურდის" ყოფნა რუსეთის ტერიტორიაზე "სამუდამოდ არასასურველად" იყო მიჩნეული.

როგორც ესპანეთის ეროვნული პოლიცია იტყობინება, ლევან აბულაძე, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც "მკაცრი და გავლენიანი "კანონიერი ქურდი", ბარსელონის ელ-პრატ დე-ლობრეგატის აეროპორტში იქნა დაკავებული.

საქართველოს პოლიციასთან თანამშრომლობის წყალობით აღმოჩნდა, რომ "ავტორიტეტმა" უკრაინის მოქალაქის ყალბი პასპორტი მიიღო (სწორედ ამ დოკუმენტით გეგმავდა ესპანეთის საზღვარზე გადასვლას) და ემზადებოდა, რომ "თავისი კრიმინალური ორგანიზაციის მართვას" ანონიმურად ესპანეთიდან დაიწყებდა. რუსეთში ლევან აბულაძეს, სისხლის სამართლის კოდექსის 210.1 მუხლის თანახმად, (უმაღლესი სტატუსი დამნაშავეთა იერარქიაში) 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ