დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინირებულ პირებს შორის ვირუსის გადადების შანსი ბევრად მცირეა, ვიდრე პირიქით.
„აცრილიდან აცრილზე გადადების შანსი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე აცრილიდან აუცრელზე, ან აუცრელიდან აცრილზე“, - აცხადებს გამყრელიძე.
ამასთან, მისვე განმარტებით, სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების შემთხვევა ძალიან მსუბუქი იყო და ჰოსპიტალიზაცია მათ მცირე ნაწილს დასჭირდა.
„სამწუხაროდ, გვაქვს სამი გარდაცვალება ორჯერ აცრილებში“, - აცხადებს გამყრელიძე.
როგორც მან აღნიშნა, გლობალურად, მთელ მსოფლიოში კოვიდი, დღეს ბოლო თვენახევრის განმავლობაში, სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი გახდა, „სამწუხაროდ, ბოლო სამ კვირაზე მეტია ჩვენთანაც. მან გადააჭარბა სიკვდილიანობის პირველ მიზეზს, გულსისხლძარღვთა დაავადებას, მეორე მიზეზს - სიმსივნეს. ამიტომ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ყველა ათასი ინფიცირებულიდან, სამწუხაროდ, იღუპება, 10-15-20 ადამიანი, გააჩნია სიმძიმეს და თანმხლებ დაავადებებს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
მაინტერესებს როდემდე უნდა ხოცოთ ხალხი,ან მკურნალობის მეთოდი შეცვალეთ ან რაღაც მოიმოქმედეთ.
ჟურნალისტო რა გაურკვიე შენს თავს, ან რა გაინტერესებდა!? რას წარმოადგენს, კოვიდი, კოვდმკურნალობა, თუ კოვიდპოლიტიკა საქართველოსი და რას ეფუძნება ის!? >>>>>>>>>>>>>რატომ არ ეკითხები, კორონა ვირუსი წარმოადგენს თუ არა სეზონურ ვირუსს, სეზონური ვირუსი წელიწადში შეიძლება თუ არა 5-7 ჯერაც შეგეხოს, ხოლო თეორიულად 9-10 ჯერ, რით უნდა განასხვაოს კორონა ვირუსმა ამ ნიშნით აცრილია, თუ მეორე-მესამედ ეხება კლიენტს, ან თუ ეს ცნობილია გამყრელიძისათვის, ის რის საფუძველზე აკეთებს დასკვნას!? ჟურნალისტო, კითვებიც გამყრელიძემ შეგიდგინა, თუ იმას ამტკიცებ, რომ მაგარი ჟურნალისტიკა გვიცავს ადამიანს. მე ვისურვებდი შენს მერე გამყრელიძესთან ამავე საკითხზე საბჭოთა საქართველოს გაზეთ სოფლის ცხოვრების ჟურნალისტს გაეკეთებინა ინტერვიუ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ზეგ სამსახურში ვერ გამოცხადდებოდა. ამდენად, ამ კოვიდპოლიტიკასა და მის შედეგებს შენ ქმნი საქჟურნალისტო და ამ ინერციაში, სადაც კოვიდი ერთი ორი წელი მაინც გვექნება შეხებაში, არამგონია არ გაირკვეს ეს. საქჟურნალისტო, შენ ერთი-ორი წელი დაგრჩა ამ პროფესიით ცხოვრებაში!? ამაზე მეტი რა უნდა მოეხდინა კოვიდს!? >>>>>>>>>>>>>აი დარდი დამწყებებს, მაგრამ ეს, ამის გაშიფრვა იმ პენსიონერებსაც ეხება დღესაც ლევიტანივით რომ იწყებენ საუბარს ეთერში. >>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>არა მგონია, ამის შემდგომ ადამიანს დასჭირდეს კოვიდპასპორტის წარდგენა სასაზღვრო პუნქტში, მაგარმ ჟურნალისტს აუცილებლად დასჭირდება მისი ქსივის წარდგენა ახალ მედია სივრცეში>>>>>>>>>>>>>>>>>აღდგომა და ხვალეო!