პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ქართული უნივერსიტეტები 1201-ე ადგილზე - რომელი უმაღლესი სასწავლებლები შევიდა მსოფლიო რეიტინგის Top - ათეულში?
ქართული უნივერსიტეტები 1201-ე ადგილზე - რომელი უმაღლესი სასწავლებლები შევიდა მსოფლიო რეიტინგის Top - ათეულში?

გერ­მა­ნულ­მა რა­დი­ო­სად­გურ­მა "დო­ი­ჩე ვე­ლემ“ (Deutsche Welle) გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის (უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის) რე­ი­ტინ­გის შე­სა­ხებ 2022 წლი­სათ­ვის (World University Rankings® 2022), რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნულ­მა ჟურ­ნალ­მა The Times Higher Education-მა შე­ად­გი­ნა.

ტოპ-ათე­ულ­ში შე­ვი­და აშშ-ის 8 და დიდი ბრი­ტა­ნე­თის 2 უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

1. ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (დიდი ბრი­ტა­ნე­თი);

2. კა­ლი­ფორ­ნი­ის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი (აშშ);

3. ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (აშშ);

4. სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (აშშ);

5. კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (დიდი ბრი­ტა­ნე­თი);

6. მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი (აშშ);

7. პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (აშშ);

8. კა­ლი­ფორ­ნი­ის (ბერკლის) უნი­ვერ­სი­ტე­ტი (აშშ);

9. იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (აშშ);

10. ჩი­კა­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი (აშშ).

ტოპ-20-ში შე­ვი­და პე­კი­ნის და ცი­ნჰუ­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი (ორი­ვე - მე-16 ად­გი­ლი).

ტოპ-100-ში მოხ­ვდა გერ­მა­ნი­ის მი­უ­ნ­ჰე­ნის ლი­უდ­ვიგ მაქ­სი­მი­ლი­ა­ნის სახ. უნი­ვერ­სი­ტე­ტი (32-ე ად­გი­ლი), მი­უ­ნ­ჰე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი (38-ე ად­გი­ლი), ჰა­ი­დელ­ბერ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (42-ე ად­გი­ლი).

ტოპ-200-ში მოხ­ვდა მოს­კო­ვის მი­ხე­ილ ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (158-ე ად­გი­ლი). სა­ერ­თოდ, რე­ი­ტინ­გში რუ­სე­თის 60-მდე სას­წავ­ლე­ბე­ლია შე­ტა­ნი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან რე­ი­ტინ­გში შე­ტა­ნი­ლია ორი - თბი­ლი­სის ილია სა­ხე­ლო­ბის და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი (ორი­ვე 1201-ე ად­გი­ლი).

რო­გორც რე­ი­ტინ­გის შემ­დგენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, სა­ერ­თო სი­ა­ში აშშ-ის 183 უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია შე­ტა­ნი­ლი, ტოპ-200-ში კი 57 უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ანუ ყვე­ლა­ზე მეტი სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით), თუმ­ცა ელი­ტურ ჯგუფ­ში ამე­რი­კუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის წილი მცირ­დე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ტოპ-ათე­ულ­ში შე­ტა­ნი­ლი უნი­ვერ­სი­ტი­ტე­ტე­ბი­დან ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (აშშ) აღი­ა­რე­ბუ­ლია ლი­დე­რად სწავ­ლე­ბის სა­კი­თხში, ხოლო ოქსფორ­დის (დიდი ბრი­ტა­ნე­თი) - კვლე­ვე­ბის დარ­გში.

მიმ­დი­ნა­რე წელს შედ­გე­ნილ რე­ი­ტინ­გში ახა­ლი ქვეყ­ნე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ: აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ეკ­ვა­დო­რი, ეთი­ო­პია, ფიჯი, ტან­ზა­ნია, აგ­რეთ­ვე პა­ლეს­ტი­ნის ავ­ტო­ნო­მია.

რე­ი­ტინ­გი ეყ­რდნო­ბა ეფექ­ტუ­რო­ბის 13 მაჩ­ვე­ნე­ბელს, რომ­ლი­თაც უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის მუ­შა­ო­ბა ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა: სწავ­ლე­ბა, კვლე­ვა, ცოდ­ნის გა­და­ცე­მის მე­თო­დე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო პერ­სპექ­ტი­ვა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლის შედ­გე­ნი­სას გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი იქნა 108 მი­ლი­ონ­ზე მეტი და­მოწ­მე­ბა (მი­თი­თე­ბა) 14 მი­ლი­ონ სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში, აგ­რეთ­ვე პა­სუ­ხე­ბი იმ ან­კე­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რომ­ლე­ბიც 22 ათას მეც­ნი­ერს და­უ­რიგ­და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინტრიგანი
0

პოლიხრონიოოოონ, პოლიხრონიოოონ!!!

ლია
0

რა ვიცი სამაგიეროდ გადასახადები ნახეთ (შემოსავალთან შეფარდებაში ვგულისცმობ) რამხელა ადევთ თთითქოს ოქსვორს ეჯიბრებოდნენ.....

ავტორი:

ქართული უნივერსიტეტები 1201-ე ადგილზე - რომელი უმაღლესი სასწავლებლები შევიდა მსოფლიო რეიტინგის Top - ათეულში?

ქართული უნივერსიტეტები 1201-ე ადგილზე - რომელი უმაღლესი სასწავლებლები შევიდა მსოფლიო რეიტინგის Top - ათეულში?

გერმანულმა რადიოსადგურმა "დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) გამოაქვეყნა სტატია მსოფლიოს ქვეყნების უნივერსიტეტების (უმაღლესი სასწავლებლების) რეიტინგის შესახებ 2022 წლისათვის (World University Rankings® 2022), რომელიც ბრიტანულმა ჟურნალმა The Times Higher Education-მა შეადგინა.

ტოპ-ათეულში შევიდა აშშ-ის 8 და დიდი ბრიტანეთის 2 უნივერსიტეტი.

1. ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი);

2. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (აშშ);

3. ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ);

4. სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ);

5. კემბრიჯის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი);

6. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (აშშ);

7. პრინსტონის უნივერსიტეტი (აშშ);

8. კალიფორნიის (ბერკლის) უნივერსიტეტი (აშშ);

9. იელის უნივერსიტეტი (აშშ);

10. ჩიკაგოს უნივერსიტეტი (აშშ).

Out now! The Times Higher Education World University Rankings 2022 #THEunirankings https://t.co/weulhxmBwQ pic.twitter.com/QaPX0kFiZc
— Times Higher Student (@THEUniAdvice) September 2, 2021

ტოპ-20-ში შევიდა პეკინის და ცინჰუას უნივერსიტეტები (ორივე - მე-16 ადგილი).

ტოპ-100-ში მოხვდა გერმანიის მიუნჰენის ლიუდვიგ მაქსიმილიანის სახ. უნივერსიტეტი (32-ე ადგილი), მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტი (38-ე ადგილი), ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი (42-ე ადგილი).

ტოპ-200-ში მოხვდა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (158-ე ადგილი). საერთოდ, რეიტინგში რუსეთის 60-მდე სასწავლებელია შეტანილი.

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან რეიტინგში შეტანილია ორი - თბილისის ილია სახელობის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტები (ორივე 1201-ე ადგილი).

როგორც რეიტინგის შემდგენლები აცხადებენ, საერთო სიაში აშშ-ის 183 უმაღლესი სასწავლებელია შეტანილი, ტოპ-200-ში კი 57 უნივერსიტეტი, ანუ ყველაზე მეტი სხვა ქვეყნებთან შედარებით), თუმცა ელიტურ ჯგუფში ამერიკული უმაღლესი სასწავლებლების წილი მცირდება.

საინტერესოა, რომ ტოპ-ათეულში შეტანილი უნივერსიტიტეტებიდან ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ) აღიარებულია ლიდერად სწავლების საკითხში, ხოლო ოქსფორდის (დიდი ბრიტანეთი) - კვლევების დარგში.

მიმდინარე წელს შედგენილ რეიტინგში ახალი ქვეყნებიც გამოჩნდნენ: აზერბაიჯანი, ეკვადორი, ეთიოპია, ფიჯი, ტანზანია, აგრეთვე პალესტინის ავტონომია.

რეიტინგი ეყრდნობა ეფექტურობის 13 მაჩვენებელს, რომლითაც უმაღლესი სასწავლებლის მუშაობა ოთხი მიმართულებით განისაზღვრება: სწავლება, კვლევა, ცოდნის გადაცემის მეთოდები და საერთაშორისო პერსპექტივა.

უნივერსიტეტების ჩამონათვალის შედგენისას გაანალიზებული იქნა 108 მილიონზე მეტი დამოწმება (მითითება) 14 მილიონ სამეცნიერო პუბლიკაციაში, აგრეთვე პასუხები იმ ანკეტების მიხედვით, რომლებიც 22 ათას მეცნიერს დაურიგდა მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ