Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე..." - რას ნიშნავს მეგრული სიტყვა, რომელიც ღარიბაშვილმა გახარიას დასახასიათებლად გამოიყენა?
"ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე..." - რას ნიშნავს მეგრული სიტყვა, რომელიც ღარიბაშვილმა გახარიას დასახასიათებლად გამოიყენა?

26 აგ­ვის­ტოს, მარ­ტვილ­ში მყოფ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას უპა­სუ­ხა. მან პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დერს მო­ღა­ლა­ტე უწო­და და მის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად მეგ­რუ­ლი სი­ტყვაც გა­მო­ი­ყე­ნა. მის მიერ ნახ­სე­ნე­ბი სი­ტყვა "მა­ზაკ­ვა­ლი" მეგ­რუ­ლი ლექ­სი­კო­ნის მი­ხედ­ვით, "მზაკ­ვარს" ნიშ­ნავს, რო­გორც მეგ­რე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ხში­რად ასე ბავ­შვებს მო­ფე­რე­ბით მი­მარ­თა­ვენ და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მას, და­ახ­ლო­ე­ბით, "ეშ­მა­კუ­ნას" მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თუმ­ცა თუ ასე უფ­როსს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, ეს უფრო მე­ტად სა­ლან­ძღა­ვი სი­ტყვაა და მას­ში ერ­თი­ან­დე­ბა ფლი­დის, მზაკ­ვა­რის და ბო­რო­ტი გძნე­უ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბაც კი.

მო­დით ვნა­ხოთ, რა თქვა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა?

"ჩემს თვალ­ში გა­ხა­რია არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ღა­ლა­ტე და მეტ­საც ვი­ტყვი, გა­ხა­რია არის იშ­ვი­ა­თი მო­ღა­ლა­ტე. სა­მეგ­რე­ლო­ში ვარ და მეგ­რე­ლე­ბი გა­მი­გე­ბენ, ის არის იშ­ვი­ა­თი, მა­ზაკ­ვა­ლი მო­ღა­ლა­ტე, ამას კარ­გად გა­მი­გე­ბენ. ჩვენ არა­ერ­თი ღა­ლა­ტის პრე­ცე­დენ­ტი გვი­ნა­ხავს, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და აღარ მინ­და, სხვა გვა­რე­ბი ჩა­მოვ­თვა­ლო. ამ შემ­თხვე­ვა­ში მარ­თლაც რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე. ასე რომ, კი­დევ ერთხელ მინ­და, სი­ცხა­დე შე­მო­ვი­ტა­ნო და ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას ავუხ­სნა. ეს არ არის მხო­ლოდ ჩემი პო­ზი­ცია, ეს არის ჩვე­ნი გუნ­დის სა­ერ­თო პო­ზი­ცია“, - თქვა მან.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხდა, გა­ხა­რია და მისი გუნ­დის წევ­რე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ავ­რცე­ლებ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს ის იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტი, რაც, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, სრუ­ლი სიც­რუ­ეა.

"სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ ამას. ამის თა­ო­ბა­ზე პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა და მას და­არ­ქვა სა­ხე­ლი, რო­გორც მო­ღა­ლა­ტე სა­ხელ­მწი­ფო­სი და ჩვე­ნი გუნ­დის. ამის შემ­დეგ მე­ო­რე ვერ­სია გა­ავ­რცე­ლა, თით­ქოს შე­საძ­ლო კო­ა­ლი­ცი­ა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პარტნი­ო­რად გან­ვი­ხი­ლავთ გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას. კი­თხვას ვუს­ვამ ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს, კაცი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ნდო­ბას და­ამ­სხვრევს, უღა­ლა­ტებს და ზურ­გში და­ნას ჩა­არ­ტყამს კრი­ზი­სულ, კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით თა­ვად ან­გრევს ნდო­ბას, რო­მე­ლიც რვა წელი ერ­თად ვა­შე­ნეთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ამ ადა­მი­ანს ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­დოს რო­გორც მმარ­თველ­მა გუნ­დმა, ასე­ვე ჩვე­უ­ლებ­რივ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა", - თქვა პრე­მი­ერ­მა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მარ­ტვილ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მე­რო­ბის კან­დი­და­ტად წა­რად­გი­ნა თორ­ნი­კე ჯა­ნა­შია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა 2 ოქ­ტომ­ბერს.

მკითხველის კომენტარები / 80 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
1

გახარია უფრო დელიკატურია ღარიბაშვილის მიმართ.

ოტო ფ. ბ.
0

მეორედ მოსულმა ალბათ იცის, რომ "მაზაკვალი" გამთვალავს, მჩხიბავს ნიშნავს; ვინ გათვალა გახარიამ? იქნებ მისი გონებრივი მდგომარეობა, ან მისი პარტიის დაჩაჩანაკებაა გათვალვის შედეგი? 

პრემიერობიდან თვთონ რომ წავიდა პირველ ჯერზე ის არ იყო ღალატი? თუ მაშინ უვარგისი იყო, ახლა რა გამოუკეთდა?

ავტორი:

"ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე..." - რას ნიშნავს მეგრული სიტყვა, რომელიც ღარიბაშვილმა გახარიას დასახასიათებლად გამოიყენა?

"ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე..." - რას ნიშნავს მეგრული სიტყვა, რომელიც ღარიბაშვილმა გახარიას დასახასიათებლად გამოიყენა?

26 აგვისტოს, მარტვილში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი გახარიას შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. მან პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს მოღალატე უწოდა და მის დასახასიათებლად მეგრული სიტყვაც გამოიყენა. მის მიერ ნახსენები სიტყვა "მაზაკვალი" მეგრული ლექსიკონის მიხედვით, "მზაკვარს" ნიშნავს, როგორც მეგრელები ამბობენ, ხშირად ასე ბავშვებს მოფერებით მიმართავენ და ასეთ შემთხვევაში, მას, დაახლოებით, "ეშმაკუნას" მნიშვნელობა აქვს, თუმცა თუ ასე უფროსს მოიხსენიებენ, ეს უფრო მეტად სალანძღავი სიტყვაა და მასში ერთიანდება ფლიდის, მზაკვარის და ბოროტი გძნეულის მნიშვნელობაც კი.

მოდით ვნახოთ, რა თქვა ღარიბაშვილმა?

"ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე და მეტსაც ვიტყვი, გახარია არის იშვიათი მოღალატე. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე, ამას კარგად გამიგებენ. ჩვენ არაერთი ღალატის პრეცედენტი გვინახავს, ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი და აღარ მინდა, სხვა გვარები ჩამოვთვალო. ამ შემთხვევაში მართლაც რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა, სიცხადე შემოვიტანო და ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პოზიცია, ეს არის ჩვენი გუნდის საერთო პოზიცია“, - თქვა მან.

როგორც პრემიერმა განაცხდა, გახარია და მისი გუნდის წევრები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს ის იყო ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც, ღარიბაშვილის თქმით, სრული სიცრუეა.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ამის თაობაზე პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა განცხადება და მას დაარქვა სახელი, როგორც მოღალატე სახელმწიფოსი და ჩვენი გუნდის. ამის შემდეგ მეორე ვერსია გაავრცელა, თითქოს შესაძლო კოალიციაში "ქართული ოცნება“ პარტნიორად განვიხილავთ გახარიას პარტიას. კითხვას ვუსვამ ნებისმიერ მოქალაქეს, კაცი, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებით ნდობას დაამსხვრევს, უღალატებს და ზურგში დანას ჩაარტყამს კრიზისულ, კრიტიკულ სიტუაციაში და საკუთარი გადაწყვეტილებით თავად ანგრევს ნდობას, რომელიც რვა წელი ერთად ვაშენეთ, როგორ შეიძლება, ამ ადამიანს ნდობა გამოუცხადოს როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე ჩვეულებრივმა ადამიანებმა", - თქვა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატად წარადგინა თორნიკე ჯანაშია.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება 2 ოქტომბერს.