Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ჩაუტარდა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა..." - რას ამბობს ადვოკატი ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
"ჩაუტარდა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა..." - რას ამბობს ადვოკატი ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

სო­ფელ წი­ნან­დლის ტყე­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ად­ვო­კა­ტის მაგ­და კოტ­რი­კა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზვი­ა­და­ურს თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და, რის გა­მოც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა დრო­ე­ბით და­ტო­ვა.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ზვი­ა­და­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია და დას­ჭირ­დე­ბა თუ არა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, ან კლი­ნი­კუ­რი ჩა­რე­ვა, კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი კვლე­ვა, გა­მოყ­ვა­ნი­ლი იყო პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან. დას­ჭირ­დე­ბა თუ არა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, და­მო­კი­დე­ბუ­ლია კვლე­ვის დას­კვნა­ზე. მა­ნამ­დე მას რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­უ­ტარ­და ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ხერ­ხე­მალ­ზე და ჯან­მრთე­ლო­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაც გარ­თუ­ლე­ბუ­ლია. მისი შემ­დგო­მი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და მკურ­ნა­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე. კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ ისევ და­აბ­რუ­ნეს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნა მაგ­და კოტ­რი­კა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ონს, ყო­ფილ დე­პუ­ტატს, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 18 აგ­ვის­ტოს შე­უ­ფარ­და. პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და ასე­ვე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის­თვის ბრალ­დე­ბულ ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვილს. ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
2

მკურნალობის უფლება ყველას აქვს... იმედია, ზურაბ ზვიადაურს სათანადო მკურნალობა ექნება. ჯანმრთელობას და არსებულ საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას ვუსურვებ.

დგ
7

ეტყობა ხონის კლინიკას უმიზნებენ ეგეც ფანდია

ავტორი:

"ჩაუტარდა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა..." - რას ამბობს ადვოკატი ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ჩაუტარდა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა..." - რას ამბობს ადვოკატი ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატის მაგდა კოტრიკაძის ინფორმაციით, ზვიადაურს თოდუას კლინიკაში მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა, რის გამოც პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა.

ადვოკატის განცხადებით, ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია და დასჭირდება თუ არა ჰოსპიტალიზაცია, ან კლინიკური ჩარევა, კვლევის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

,,თოდუას კლინიკაში ჩაუტარდა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, გამოყვანილი იყო პენიტენციური დაწესებულებიდან. დასჭირდება თუ არა ჰოსპიტალიზაცია, დამოკიდებულია კვლევის დასკვნაზე. მანამდე მას რამდენჯერმე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია ხერხემალზე და ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობაც გართულებულია. მისი შემდგომი ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა დამოკიდებულია კვლევის შედეგებზე. კვლევის ჩატარების შემდეგ ისევ დააბრუნეს პენიტენციურ დაწესებულებაში“, - აღნიშნა მაგდა კოტრიკაძემ.

ცნობისთვის, თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიური ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 18 აგვისტოს შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს. ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.