საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალბათ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება" - ამირან გამყრელიძე
"ალბათ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება" - ამირან გამყრელიძე

ალ­ბათ, სა­ჭი­რო გახ­დე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის კი­დევ უფრო გამ­კაც­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და. კი­თხვა­ზე: საკ­მა­რი­სია თუ არა დღეს არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, მან აღ­ნიშ­ნა, რომ „სი­ტყვა საკ­მა­რი­სი არის შე­ფარ­დე­ბი­თი და საკ­მა­რი­სი არას­დროს არა­ფე­რია“.

გამ­ყრე­ლი­ძემ არ გა­მო­რი­ცხა, რომ რეს­ტორ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­დეგ, სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი.

„დღეს საბ­ჭომ მი­ი­ღო კონ­სენ­სუ­სით იმ ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც მო­გახ­სე­ნეს რეს­ტორ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა თქმა უნდა, იყო სე­რი­ო­ზუ­ლი მსჯე­ლო­ბა ბევრ სხვა სა­კი­თხზე, ამ ეტაპ­ზე მი­ღე­ბუ­ლი იქნა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაგ­რამ ეს არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ხვალ, ზეგ, მა­ზეგ სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი. ყვე­ლას გთხოვთ პირ­ბა­დის ტა­რე­ბას - 50%-ზე ვართ ამ კუ­თხით. ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი რე­გუ­ლა­ცია გახ­ლავთ პირ­ბა­დე, ყვე­ლამ ვა­ტა­როთ პირ­ბა­დე, წა­ვი­დეთ და ავიც­რათ. აგ­ვის­ტოს ბო­ლოს­თვის ჩვე­ნი პროგ­ნო­ზია, რომ უნდა გვქონ­დეს სა­დღაც, 650 000-დან 700 000-მდე აცრა, რა­შიც შევა რო­გორც პირ­ვე­ლი, ისე მე­ო­რე დო­ზით აც­რი­ლი. დღეს შეს­რულ­და მი­ლი­ო­ნი აცრა - არა ადა­მი­ა­ნი, არა­მედ აცრა, აც­რი­ლია 700 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ერთჯე­რა­დად. თუ აგ­ვის­ტო­ში გვექ­ნა 650000 - 700 000-მდე აცრა, სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ვა­კა­ვებთ ეპი­დე­მი­ას,“ - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ დას­წრე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "დას­წრე­ბულ სწავ­ლე­ბა­ზე რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­სა­ცე­მად, სკო­ლის პერ­სო­ნა­ლის 80% უნდა იყოს აც­რი­ლი და და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 4%-ზე დაბ­ლა".

მი­სი­ვე თქმით, დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ უნდა მი­ი­ღოს.

„ამ დღე­ებ­ში რა­მო­დე­ნი­მე­ჯერ ვთქვით, რომ და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უნდა ჩა­მო­ვი­დეს 4%-ზე დაბ­ლა და მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლა­ში მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლის 80% უნდა იყოს აც­რი­ლი, რომ რე­კო­მენ­და­ცია გა­ი­ცეს დას­წრე­ბულ სწავ­ლე­ბა­ზე. რა თქმა უნდა, და­უს­წრე­ბე­ლი, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა და­ი­წყე­ბა იმის მი­ხედ­ვით, რო­გორც გა­და­წყვეტს ამას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ზეც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი. მისი თქმით, ჟანგბა­დის მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი მოხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 58 000 აქ­ტი­ურ­მა შემ­თხვე­ვამ გა­ნა­პი­რო­ბა.

„7400-მდე პირი კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს და მათი დიდი ნა­წი­ლი ჟანგბად­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაც, ჟანგბად­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბა იზ­რდე­ბა. ყვე­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო მა­ღა­ლი დატ­ვირ­თვის რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს. ძა­ლი­ან ბევრ კლი­ნი­კას ჟანგბა­დის ქარ­ხნე­ბი აქვს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჟანგბა­დის წარ­მო­ე­ბის არა­ერ­თი, რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტი არ­სე­ბობს და ამას­თან ერ­თად, ხდე­ბა ჟანგბა­დის იმ­პორ­ტიც.

ჯერ­ჯე­რო­ბით, ჟანგბა­დის დე­ფი­ცი­ტი არ გვაქვს და ქვე­ყა­ნა ამ თვალ­საზ­რი­სით კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ არის. ყვე­ლას, ვი­საც სჭირ­დე­ბა, ჟანგბა­დი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ე­წო­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციური
1

შენი თითოეული სიტყვის გვჯერა ისევე, როგორც ჩვენი ძვირფასი ანტონის.

!!!
0

რა საცოდავები ხართ და ხალხი კიდევ უფრო თქვენს ხელში!!! გადააჯექით მთელს ქვეყანას და ახრჩობთ!!!

ავტორი:

"ალბათ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება" - ამირან გამყრელიძე

"ალბათ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება" - ამირან გამყრელიძე

ალბათ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. კითხვაზე: საკმარისია თუ არა დღეს არსებული რეგულაციები, მან აღნიშნა, რომ „სიტყვა საკმარისი არის შეფარდებითი და საკმარისი არასდროს არაფერია“.

გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ რესტორნებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემდეგ, სხვა გადაწყვეტილებებიც იქნას მიღებული.

„დღეს საბჭომ მიიღო კონსენსუსით იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც მოგახსენეს რესტორნებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იყო სერიოზული მსჯელობა ბევრ სხვა საკითხზე, ამ ეტაპზე მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ხვალ, ზეგ, მაზეგ სხვა გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ყველას გთხოვთ პირბადის ტარებას - 50%-ზე ვართ ამ კუთხით. ყველაზე ძლიერი რეგულაცია გახლავთ პირბადე, ყველამ ვატაროთ პირბადე, წავიდეთ და ავიცრათ. აგვისტოს ბოლოსთვის ჩვენი პროგნოზია, რომ უნდა გვქონდეს სადღაც, 650 000-დან 700 000-მდე აცრა, რაშიც შევა როგორც პირველი, ისე მეორე დოზით აცრილი. დღეს შესრულდა მილიონი აცრა - არა ადამიანი, არამედ აცრა, აცრილია 700 000-ზე მეტი ადამიანი ერთჯერადად. თუ აგვისტოში გვექნა 650000 - 700 000-მდე აცრა, სერიოზულად შევაკავებთ ეპიდემიას,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ დასწრებული სასწავლო პროცესის დაწყების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "დასწრებულ სწავლებაზე რეკომენდაციის გასაცემად, სკოლის პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი და დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა".

მისივე თქმით, დისტანციურ სწავლებაზე გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს.

„ამ დღეებში რამოდენიმეჯერ ვთქვით, რომ დადებითობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს 4%-ზე დაბლა და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავე პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი, რომ რეკომენდაცია გაიცეს დასწრებულ სწავლებაზე. რა თქმა უნდა, დაუსწრებელი, დისტანციური სწავლება დაიწყება იმის მიხედვით, როგორც გადაწყვეტს ამას განათლების სამინისტრო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ჟანგბადის მოჭარბებული მოხმარება საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 58 000 აქტიურმა შემთხვევამ განაპირობა.

„7400-მდე პირი კლინიკაში მკურნალობს და მათი დიდი ნაწილი ჟანგბადზე არის დამოკიდებული. ამიტომაც, ჟანგბადზე მოთხოვნილება იზრდება. ყველა საავადმყოფო მაღალი დატვირთვის რეჟიმში მუშაობს. ძალიან ბევრ კლინიკას ჟანგბადის ქარხნები აქვს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ჟანგბადის წარმოების არაერთი, რამდენიმე პუნქტი არსებობს და ამასთან ერთად, ხდება ჟანგბადის იმპორტიც.

ჯერჯერობით, ჟანგბადის დეფიციტი არ გვაქვს და ქვეყანა ამ თვალსაზრისით კრიტიკულ მდგომარეობაში არ არის. ყველას, ვისაც სჭირდება, ჟანგბადი აუცილებლად მიეწოდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"