პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურა იზიარებს კენჭოშვილების ოჯახის მწუხარებას... ამბობს, რომ არავის მოკვლა არ უნდოდა, გაუსაძლისი ტკივილები აქვს" - ზვიადაურის ადვოკატი
"ზურა იზიარებს კენჭოშვილების ოჯახის მწუხარებას... ამბობს, რომ არავის მოკვლა არ უნდოდა, გაუსაძლისი ტკივილები აქვს" - ზვიადაურის ადვოკატი

სო­ფელ წი­ნან­დლის ტყე­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ მურ­მა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ზვი­ა­და­უ­რი დათ­რგუ­ნუ­ლია. რო­გორც ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი ნა­ნობს მომ­ხდარს.

„იზი­ა­რებს და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბის მწუ­ხა­რე­ბას, ამ­ბობს, რომ მო­გე­რი­ე­ბა­ში იყო, თო­რემ არა­ვის მოკ­ვლა არ უნ­დო­და, ნა­ნობს ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში. ხერ­ხე­მა­ლი აწუ­ხებს, დის­კო­ზი აქვს ხერ­ხემ­ლის მა­ლებ­ზე, გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი აქვს. სუ­ლი­ე­რა­დაც ვერ არის კარ­გად, ამ­ხე­ლა სტრე­სი გა­და­ი­ტა­ნა. დღეს შე­ვე­დი მე და დღეს მი­თხრა ასე­თი რა­ღა­ცე­ბი, დათ­რგუ­ნუ­ლია და ეს პრობ­ლე­მე­ბია. არ უთ­ქვამს ექი­მი შე­ვი­და თუ არა“, - გა­ნა­ცხა­და ტა­რი­ელ მურ­მა­ნიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, წი­ნან­დალ­ში 16 აგ­ვის­ტოს 3 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, მათ შო­რის ერთი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა, ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი. შსს-მ ორი პირი და­ა­კა­ვა. ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი ერთი ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, რა­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა, 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯაბა ჯ. და­ა­კა­ვეს. შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა იმ მა­მა­კაცს ეს­რო­ლა, რო­მელ­მაც გას­რო­ლა მისი ძმის და რამ­დე­ნი­მე პი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ზვი­ა­და­ურს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nik
2

ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა მართლაც, თითის გაშვერა და ლაფის დასხმა ადვილია, მაგრამ ყველას თავშეკავება მართებს, მაგრამ ღმერთო, რა მოხდა ასეთი, რა ეშმაკი ეტაკა ყველას ასე რომ გაიმეტეს ერატმანეთი, თითქოს ყველა თავდაცვით მოგერიებას აკეათებდა და სამი კაცი კი შეეწირა ამ უბედურებას. ამიტომ არის, იარაღი რა ჯანდაბად გინდა, ესეიგი სასროკად მომზადებული ხარ.. ეეეხ.. საწყალი დაღუპულები და გაუბედურებული ცოცხლები.

lm
0

დამცირებას და შეურაცყოფას ქართველი ვერ იტანს , თუ გინდა მუშა იყავი . აბა როგორ უნდა გაგამწაროს ადამიანმა . რომ 12 ტყვია ესროლო .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ზურა იზიარებს კენჭოშვილების ოჯახის მწუხარებას... ამბობს, რომ არავის მოკვლა არ უნდოდა, გაუსაძლისი ტკივილები აქვს" - ზვიადაურის ადვოკატი

"ზურა იზიარებს კენჭოშვილების ოჯახის მწუხარებას... ამბობს, რომ არავის მოკვლა არ უნდოდა, გაუსაძლისი ტკივილები აქვს" - ზვიადაურის ადვოკატი

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ზვიადაურს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ადვოკატის თქმით, ზვიადაური დათრგუნულია. როგორც ადვოკატი აცხადებს, ზურაბ ზვიადაური ნანობს მომხდარს.

„იზიარებს დაზარალებულთა ოჯახის წევრების მწუხარებას, ამბობს, რომ მოგერიებაში იყო, თორემ არავის მოკვლა არ უნდოდა, ნანობს ჩემთან საუბარში. ხერხემალი აწუხებს, დისკოზი აქვს ხერხემლის მალებზე, გაუსაძლისი ტკივილები აქვს. სულიერადაც ვერ არის კარგად, ამხელა სტრესი გადაიტანა. დღეს შევედი მე და დღეს მითხრა ასეთი რაღაცები, დათრგუნულია და ეს პრობლემებია. არ უთქვამს ექიმი შევიდა თუ არა“, - განაცხადა ტარიელ მურმანიშვილმა.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.