Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"აუცილებელია, რომ ორსულები აიცრან" - ამირან გამყრელიძე
"აუცილებელია, რომ ორსულები აიცრან" - ამირან გამყრელიძე

სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ჩემი კო­ლე­გა არ ურ­ჩევ­და და არ ურ­ჩევს ორ­სუ­ლებს აც­რებს, არა­და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ორ­სუ­ლე­ბი აიც­რან, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ვე­ბი­ნარ­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან ორ­სუ­ლებს „ფა­ი­ზე­რით“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­და.

„სამ­წუ­ხა­როდ, დე­და­თა, ორ­სულ­თა სიკ­ვდი­ლო­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­დი­კა­ტო­რია ქვეყ­ნი­სა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის. კო­ვი­დის პე­რი­ოდ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ორ­სულ­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვებ­მა მო­ი­მა­ტა და ჩვენც გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში. რა­ტომ დაგ­ვი­ან­და ორ­სულ­თა აცრა? ორ­სულ­თა აც­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ 3 ვაქ­ცი­ნი­თაა დაშ­ვე­ბუ­ლი. ეს არის „ფა­ი­ზე­რი“, „მო­დერ­ნა“, „ას­ტრა­ზე­ნე­კა“ და იქაც გაფრ­თხლე­ბაა, რომ უნდა იყოს შე­თან­ხმე­ბა ორ­სულს, ექიმ­სა და ოჯახს შო­რის. უნდა აეხ­სნას კარ­გად, რომ სწო­რედ აცრა იცავს. ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნებს ჯერ­ჯე­რო­ბით, უწე­რია, რომ არის ინაქ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა. ზო­გა­დად, ინაქ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი კეთ­დე­ბა ორ­სუ­ლებ­ში, არა კო­ვი­დის, არა­მედ სა­ერ­თოდ ამ პრიც­ნიპ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი. მათ მა­ინც უწე­რი­ათ, რომ კვლე­ვე­ბი არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა­შია, ამი­ტომ ჩვენ ორ­სუ­ლებს ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით ვერ ავცრი­დით.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, „ფა­ი­ზე­რის“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­ზე­ბი ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ვი­და ივ­ლის­ში, ამი­ტო­მაც სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ვერ და­ვი­წყეთ ორ­სულ­თა აც­რე­ბი და „ას­ტრა­ზე­ნე­კა­ზე“ თქვენ იცით, რომ ქვე­ყა­ნა­ში და­წე­სე­ბუ­ლია ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რია 45 წელი. ამი­ტო­მაც ეს ორი ფაქ­ტო­რია, რა­ტომ გვი­ან და ასე­ვე, ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლეა ჩემი კო­ლე­გა მეან-გი­ნე­კო­ლო­გე­ბი­სა და ორ­სუ­ლე­ბის.

ბევ­რი ჩემი კო­ლე­გა სამ­წუ­ხა­როდ, არ ურ­ჩევ­და და არ ურ­ჩევს ორ­სუ­ლებს აც­რებს, არა­და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ორ­სუ­ლე­ბი აიც­რან. დღეს არის „ფა­ი­ზე­რის“ შე­სა­ბა­მი­სი მა­რა­გი, რომ ისი­ნი აიც­რან. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ისი­ნი აიც­რან, რად­გან აცრა იცავს მათ. ორ­სუ­ლო­ბი­სას მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კია ყო­ველ­გვა­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის და მათ შო­რის კო­ვი­დი­საც. იცით, რომ გრიპ­ზე ორ­სულ­თა აცრა აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცრით. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ისი­ნი აიც­რან, ამ შემ­თხვე­ვა­ში, „ფა­ი­ზე­რით“ და მინ­და მო­ვუ­წო­დო ორ­სულ ქალ­ბა­ტო­ნებს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი აცრა“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ომარი
0

ყველა აცრილი გარდაცვლილის ცოდვა მოგეკითხოს პირადად იუდა გამყრელიძე, ბევრიც აღარ დაგრჩენია

deda
0

მეძუძურ დედებზე ვინმე რამეს იტყვით???!

ავტორი:

"აუცილებელია, რომ ორსულები აიცრან" - ამირან გამყრელიძე

"აუცილებელია, რომ ორსულები აიცრან" - ამირან გამყრელიძე

სამწუხაროდ, ბევრი ჩემი კოლეგა არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრებს, არადა აუცილებელია, რომ ორსულები აიცრან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.

მან ორსულებს „ფაიზერით“ ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„სამწუხაროდ, დედათა, ორსულთა სიკვდილობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია ქვეყნისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარების. კოვიდის პერიოდში, სამწუხაროდ, ორსულთა გარდაცვალების შემთხვევებმა მოიმატა და ჩვენც გვაქვს საქართველოში. რატომ დაგვიანდა ორსულთა აცრა? ორსულთა აცრები ჯერჯერობით, მხოლოდ 3 ვაქცინითაა დაშვებული. ეს არის „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ და იქაც გაფრთხლებაა, რომ უნდა იყოს შეთანხმება ორსულს, ექიმსა და ოჯახს შორის. უნდა აეხსნას კარგად, რომ სწორედ აცრა იცავს. ჩინურ ვაქცინებს ჯერჯერობით, უწერია, რომ არის ინაქტივირებული ვაქცინა. ზოგადად, ინაქტივირებული ვაქცინები კეთდება ორსულებში, არა კოვიდის, არამედ საერთოდ ამ პრიცნიპზე დამყარებული. მათ მაინც უწერიათ, რომ კვლევები არ არის ჩატარებული და წინააღმდეგ ჩვენებაშია, ამიტომ ჩვენ ორსულებს ჩინური ვაქცინით ვერ ავცრიდით.

მოგეხსენებათ, „ფაიზერის“ მნიშვნელოვანი დოზები ქვეყანაში შემოვიდა ივლისში, ამიტომაც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავიწყეთ ორსულთა აცრები და „ასტრაზენეკაზე“ თქვენ იცით, რომ ქვეყანაში დაწესებულია ასაკობრივი ზღვარია 45 წელი. ამიტომაც ეს ორი ფაქტორია, რატომ გვიან და ასევე, ძალიან დიდი სიფრთხილეა ჩემი კოლეგა მეან-გინეკოლოგებისა და ორსულების.

ბევრი ჩემი კოლეგა სამწუხაროდ, არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრებს, არადა აუცილებელია, რომ ორსულები აიცრან. დღეს არის „ფაიზერის“ შესაბამისი მარაგი, რომ ისინი აიცრან. აუცილებელია, რომ ისინი აიცრან, რადგან აცრა იცავს მათ. ორსულობისას მომატებული რისკია ყოველგვარი ინფექციური დაავადების და მათ შორის კოვიდისაც. იცით, რომ გრიპზე ორსულთა აცრა აუცილებელია და ჩვენ მაქსიმალურად ვცრით. აუცილებელია, რომ ისინი აიცრან, ამ შემთხვევაში, „ფაიზერით“ და მინდა მოვუწოდო ორსულ ქალბატონებს, რომ აუცილებელია მათი აცრა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.