ავტორი:

"თავდარტყმულ, გათიშულ ქალს საათობით დაატარებდნენ კლინიკიდან კლინიკაში. გარდაიცვალა, რადგან რეანიმაციაში ადგილი არ იყო. ნებისმიერი რამით ცუდად გახდომაა უკვე საშიში" - ბლოგერი

"თავდარტყმულ, გათიშულ ქალს საათობით დაატარებდნენ კლინიკიდან კლინიკაში. გარდაიცვალა, რადგან რეანიმაციაში ადგილი არ იყო. ნებისმიერი რამით ცუდად გახდომაა უკვე საშიში" - ბლოგერი

ბლოგერი მარგო ლესკო სოციალურ ქსელში უბედური შემთხვევის შესახებ წერს, რომლის მიზეზიც კლინიკებისა და რეანიმაციული განყოფილებების კოვიდპაციენტებით გადატვირთულობა გახდა.

"ნაცნობის დედა კიბიდან გადავარდა და თავი დაარტყა. გონება დაკარგა. დილიდან დაატარებდნენ კლინიკიდან კლინიკაში და არსად რეანიმაციაში ადგილი არ იყო. საღამოს გვიან სადღაც გათავისუფლდა ადგილი, ოპერაციაც დაიგეგმა, მაგრამ გვიანი იყო უკვე. გარდაიცვალა. მთელი დღე დაიკარგა ხალხო, თავდარტყმულ გათიშულ ქალს საათობით ანჯღრევდნენ მანქანით. აქ მარტო კოვიდიანების გადაყვანა არ გადაყვანაზე აღარაა ლაპარაკი, ნებისმიერი რამით ცუდად გახდომაა უკვე საშიში. აღარც კლინიკაა საკმარისი, აღარც ექიმი და ექთანი და აღარც მათი ენერგია. ჯოჯოხეთია ჩვეულებრივი", - წერს ბლოგერი.

როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჰოსპიტალური სექტორი შესაძლებლობის მაქსიმუმს მიუახლოვდა.

"რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას, დატვირთვა არის მაქსიმალური. მობილიზებულია 7 700 საწოლამდე. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა საწოლების რაოდენობა. ამგვარად, ჩვენ ვუახლოვდებით შესაძლებლობის მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 ათასი საწოლის სახით. კლინიკაში იმყოფება 7 300-ზე მეტი პაციენტი. აქედან 350 პაციენტამდე მკურნალობს რეანიმაციის განყოფილებაში", - განაცხადა გაბუნიამ.