საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, სტუდენტური თვითმართველობა და კულტურის პალატა ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ
სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, სტუდენტური თვითმართველობა და კულტურის პალატა ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მარ­თვე­ლო­ბის სა­ხე­ლით, ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გარ­თუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სტუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტი და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლი მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

„ჩვენ, ყვე­ლას, ერთი სამ­შობ­ლო გვაქვს, ერ­თად აღ­მოვ­ჩნდით ამ სას­ტიკ რე­ა­ლო­ბა­ში. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი და ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი ერთი საფრ­თხის წი­ნა­შე ვდგა­ვართ. საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია და და­უნ­დო­ბე­ლი. უხი­ლა­ვი მტე­რი - კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის სი­ახ­ლო­ვე­საა ჩა­საფ­რე­ბუ­ლი.

რთუ­ლია შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას­თან გამ­კლა­ვე­ბა, მაგ­რამ ეს ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით უნდა შევ­ძლოთ - უხი­ლა­ვი მტრის წი­ნა­აღ­მდეგ კა­ცობ­რი­ო­ბა ერ­თად უნდა დად­გეს, თუნ­დაც იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნი სახ­ლი, დე­და­მი­წა ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­შე არ დარ­ჩეს. მისი ძლე­ვა მხო­ლოდ ერ­თმა­ნე­თის მოფრ­თხი­ლე­ბით, ზრუნ­ვით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და თა­ნაგ­რძნო­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ამ ბრძო­ლა­ში თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ვა­ლია, და­ვიც­ვათ დად­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, ვიზ­რუ­ნოთ ერ­თმა­ნე­თის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და ამით, მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა ექი­მებს, ცივი გო­ნე­ბი­თა და მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და­ა­მარ­ცხონ კო­რო­ნა­ვირუ­სი.

დღეს ცალ-ცალ­კე დგო­მის დრო არ არის, ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვიბ­რძო­ლოთ თი­თო­ე­უ­ლი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად იმის­თვის, რომ ისევ შევ­ხვდეთ, მო­ვე­ფე­როთ, მო­ვეხ­ვი­ოთ ერ­თმა­ნეთს!

ამ ეტაპ­ზე კი, კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად მხო­ლოდ ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს - რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა და მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცია! ჩვენ უნდა შევ­ძლოთ ერ­თმა­ნე­თის მხარ­ში დგო­მა, რომ სიყ­ვა­რუ­ლით, მოთ­მი­ნე­ბი­თა და მი­ტე­ვე­ბით შევ­ძლოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის აწ­მყო­სა და მო­მავ­ლის, ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის, მშობ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის გა­და­ჩე­ნა! გთხოვთ, მო­ვუფრ­თხილ­დეთ და გვიყ­ვარ­დეს ერ­თა­მა­ნე­თი!“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, სტუდენტური თვითმართველობა და კულტურის პალატა ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, სტუდენტური თვითმართველობა და კულტურის პალატა ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, საქართველოს კულტურის პალატისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის სახელით, ქვეყანაში პანდემიური ვითარების გართულებასთან დაკავშირებით, სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი მიმართვას ავრცელებს.

„ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, ერთად აღმოვჩნდით ამ სასტიკ რეალობაში. თითოეული ჩვენგანი და ჩვენი ოჯახები ერთი საფრთხის წინაშე ვდგავართ. საფრთხე რეალურია და დაუნდობელი. უხილავი მტერი - კორონავირუსული ინფექცია ყოველი ჩვენგანის სიახლოვესაა ჩასაფრებული.

რთულია შექმნილ ვითარებასთან გამკლავება, მაგრამ ეს ერთიანი ძალებით უნდა შევძლოთ - უხილავი მტრის წინააღმდეგ კაცობრიობა ერთად უნდა დადგეს, თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენი ერთიანი სახლი, დედამიწა ადამიანების გარეშე არ დარჩეს. მისი ძლევა მხოლოდ ერთმანეთის მოფრთხილებით, ზრუნვით, სიყვარულითა და თანაგრძნობით არის შესაძლებელი.

ამ ბრძოლაში თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ დადგენილი რეგულაციები, ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და ამით, მივცეთ საშუალება ექიმებს, ცივი გონებითა და მაღალი პროფესიონალიზმით დაამარცხონ კორონავირუსი.

დღეს ცალ-ცალკე დგომის დრო არ არის, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად იმისთვის, რომ ისევ შევხვდეთ, მოვეფეროთ, მოვეხვიოთ ერთმანეთს!

ამ ეტაპზე კი, კოვიდინფექციის შესაჩერებლად მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს - რეგულაციების დაცვა და მასობრივი ვაქცინაცია! ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთის მხარში დგომა, რომ სიყვარულით, მოთმინებითა და მიტევებით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავლის, ჩვენი ოჯახების, მშობლებისა და შვილების გადაჩენა! გთხოვთ, მოვუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთამანეთი!“ - აღნიშნულია დავით ოქიტაშვილის მიმართვაში.