საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო შემთხვევა, როცა მეომარი რომელიმე ბანაკში იყო რეგისტრირებული, მაგრამ კვალი ბოლოს საქართველოში ჩავიდა, ანუ სამშობოლოში დაბრუნდა და იქ დახვრიტეს..." - ომში დაკარგული ქართველების ახალი გვარ-სახელები
"იყო შემთხვევა, როცა მეომარი რომელიმე ბანაკში იყო რეგისტრირებული, მაგრამ კვალი ბოლოს საქართველოში ჩავიდა, ანუ სამშობოლოში დაბრუნდა და იქ დახვრიტეს..." - ომში დაკარგული ქართველების ახალი გვარ-სახელები

AMBEBI.GE გა­ნაგ­რძობს მკი­თხვე­ლის­თვის მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მო­ნა­წი­ლე იმ ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას, რომ­ლე­ბიც დღემ­დე მათი ოჯა­ხე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ. გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, მეგი სტემ­პენ-გი­უნ­ტე­რის თქმით, ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი და შრო­მატ­ვე­ა­დი პრო­ცე­დუ­რაა.

"გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ბო­ხოლ­თის სა­საფ­ლა­ო­ზე ნა­პოვ­ნი ქარ­თვე­ლე­ბის სი­ე­ბი, ქა­ლაქ დრეზ­დე­ნის ფონ­დის სა­იტ­ზე იყო ატ­ვირ­ტუ­ლი. ერთ-ერთი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ყვე­ლას გვარ-სა­ხე­ლი და­ა­მუ­შა­ვეს და გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. თუმ­ცა. თა­ვი­და­ნევ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი­ოს გამო, გვა­რებ­ში არა­ერ­თი ცდო­მი­ლე­ბა იყო. რის გა­მოც ყვე­ლა მათ­გა­ნის გა­და­მოწ­მე­ბა სხვა­დას­ხვა სა­იტ­ზე მი­წევ­და და არა მხო­ლოდ სა­იტ­ზე, ზო­გი­ერ­თის გვარს სა­ქარ­თვე­ლოს სხვადსხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ვა­ზუს­ტებ, რათა დავ­რწმუნ­დე, სწო­რად არის არის, თუ არა მი­თი­თე­ბუ­ლი.

შემ­დეგ ვარ­კვევ, რომ ზოგ­ჯერ შეც­დო­მაა გვარ­შიც, და­ბა­დე­ბის ად­გილ­სა და მშობ­ლე­ბის სა­ხე­ლებ­შიც. სა­ინ­დე­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცე­მებს სხვა­დას­ხვა სა­იტ­ზე ვა­ზუს­ტებ, ერ­თმა­ნეთს ვა­და­რებ. რაც გან­სა­კუთ­რე­ბით შრო­მატ­ვა­დია, რად­გან ხან­და­ხან სა­ბუ­თი ძვე­ლი გერ­მა­ნუ­ლით, გაკ­რუ­ლი ხე­ლით არის შევ­სე­ბუ­ლი.

გარ­და ამი­სა, პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი არ ნიშ­ნავს იმას, რომ ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი, რო­გორც კი გარ­დაც­ვა­ლა, იქვე და­ა­საფ­ლა­ვეს და ამით მორ­ჩა - მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ნეშ­ტე­ბის ამოს­ვე­ნე­ბა და ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე გა­დას­ვე­ნე­ბა საკ­მა­ოდ ხში­რად ხდე­ბო­და, მაგ­რამ დო­კუ­მენ­ტუ­რად ხში­რად არ აფორ­მებ­დნენ. ასე რომ, ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც დღეს ინ­ტერ­ნეტ­შია მო­ცე­მუ­ლი, უტყუ­ა­რი ვერ იქ­ნე­ბა.

მა­გა­ლი­თად, დი­მიტ­რი ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლი, ქა­ლაქ შტოლ­ბერ­გში გაქ­ცე­ვი­სას დახ­ვრი­ტეს, დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი შტოლ­ბერ­გი უწე­რია. ანუ პირ­ვე­ლად იქ დაკ­რძა­ლეს, მაგ­რამ წლე­ბის შემ­დეგ, ქა­ლაქ ქემ­ნიც­ში საბ­ჭო­თა მე­ომ­რე­ბის სა­საფ­ლაო გა­ა­კე­თეს და დი­მიტ­რის ნეშ­ტიც იქ გა­და­ას­ვე­ნეს. თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ში, მისი საფ­ლა­ვი შტო­ლებრგშია მი­თი­თე­ბუ­ლი.

იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ესა თუ ის ქარ­თვე­ლი რო­მე­ლი­მე ბა­ნაკ­ში იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მისი კვა­ლი ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ვი­და, ანუ სამ­შო­ბო­ლო­ში დაბ­რუნ­და და იქ დახ­ვრი­ტეს... ზოგ­ჯერ უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლებს პერ­სო­ნა­ლუ­რი ბა­რა­თის სპე­ცი­ა­ლურ გრა­ფა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი კო­დის მი­ხევ­დით ვე­ძებ, ანუ ჩა­უ­ტარ­და თუ არა ტყვედ ჩა­ვარ­დნილს აც­რე­ბი და რო­მე­ლი ბა­ნა­კე­ბი გა­მო­ა­ი­ა­რა, იმ დო­კუ­მენ­ტით შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ძიო. მივ­ყვე­ბი კვალს და შემ­დეგ, ბა­ნა­კე­ბის არ­ქი­ვე­ბის დახ­მა­რე­ბით, მივ­დი­ვარ სა­ბო­ლოო შე­დე­გამ­დე", - ამ­ბობს მეგი სტემ­პე­ნი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

გთა­ვა­ზობთ მის მიერ მო­ძი­ე­ბუ­ლი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლებს:

ნი­კო­ლოზ გა­ლა­კტი­ო­ნის ძე კა­კა­უ­რი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წლის 6 ივ­ლისს, ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ პირ­ველ სვირ­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1943 წლის 1942 წლის 4 ივ­ნისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VI K (326) ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 86356. გარ­და­იც­ვა­ლა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით, 1943 წლის 3 სექ­ტემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რუ­დო ად­გი­ლი: ბერ­გენ-ბელ­ზე­ნი.

ავ­ქსენ­ტი სა­ბას ძე ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი

ავ­ქსენ­ტი სა­ბას ძე ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1911 წელს, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი კურ­დღე­ლა­ურ­ში. მე­უღ­ლე: ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი თა­მა­რა. ტყვედ ჩა­ვარ­და 1943 წლის 13 ივ­ლისს სე­ვას­ტო­პოლ­ში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VI K (326). ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 67594; გარ­დაც­ვა­ლა 1944 წლის 31 აგ­ვის­ტოს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ობერ­ლან­გე­ნი.

გი­ორ­გი ივა­ნეს ძე ბურ­ნა­ძე

გი­ორ­გი ივა­ნეს ძე ბურ­ნა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წლის 15 იან­ვარს, გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არა­შენ­და­ში. პრო­ფე­სია: მას­წავ­ლე­ბე­ლი. დე­დის გვა­რი - გე­გე­ლაშ­ვი­ლი; ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 26 ივ­ლისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VI K (326). ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 90407; გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 14 აპ­რილს, სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი - ორ­გა­ნიზ­მის სი­სუს­ტე. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რუ­დო ად­გი­ლი: პა­ი­ნე.

ლე­ონ­ტი თე­ო­დე­რეს ძე მა­ჩი­ტი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1989 წლის 18 ოქ­ტომ­ბერს. და­ბა­დე­ბუ­ლი თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თუზ­ში. დე­დის გვა­რი - გოგ­სა­ძე. მე­უღ­ლე - ნინა მა­ჩი­ტი­ძე. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს, ბაკ­სან­ში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი 367; ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 12543; გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 29 იან­ვარს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ბო­ხოლ­თი.

სერ­გო და­ვი­თის ძე ხურ­ცი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1897 წელს, ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ამაღ­ლე­ბა­ში. დედა: კვა­ჭი­ძე ელი­სა­ბე­დი. მე­უღ­ლე: შა­ვა­ნა­ძე კა­ლინ­კა. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 5 აგ­ვის­ტოს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი 367. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 11197; გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 2 მარტს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ბო­ხოლ­თი;

და­ვი­თი ფი­ლი­პეს ძე ცინ­ცა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1901 წლის 5 ივ­ნისს, და­ბა­დე­ბუ­ლი ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ძი­მით­ში. დე­დის გავ­რია - ურუ­შა­ძე. ტყვედ ჩა­ვარ­და - 1942 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს, ბაკ­სან­ში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი 367 ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 10764; გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 21 მარტს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ბო­ხოლ­თი.

ალექ­სან­დრე ილი­ას ძე შა­რი­ქა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1898 წელს, ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნი, სო­ფელ ლეღ­ვან­ში. დე­დის გვა­რია _ შვე­ლი­ძე. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 29 აპ­რილს; ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი 367; ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 12701; გარ­დაც­ვა­ი­ლა 1942 წლის 30 დე­კემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი - ბო­ხოლ­თი.

ისაი მი­ზალ­ბეს ძე გვე­ლე­სი­ა­ნი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1900 წელს, ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი შრო­შა­ში. მე­უღ­ლე: ნინა გვე­ლე­სი­ა­ნი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 13 მა­ისს, ქერჩში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VI კ(326) ; ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 98991; გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 8 აპ­რილს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ბო­ხოლ­თი. (შე­იძ­ლე­ბა იყოს გვე­ლე­სი­ა­ნი ესა­ია მი­ზა­ფოს ძე. სა­ხელ­სა და მა­მის სა­ხელ­ში მცი­რე­დი ცდო­მი­ლე­ბა).

იო­სებ გლა­ხოს ძე ქავ­თა­რა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1898 წელს, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ვაშ­ლობ­ში; დე­დის სა­ვა­რა­უ­დო გვა­რი _ ბურ­დუ­ლი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 9 სექ­ტემ­ბერს ბაკ­სან­ში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი 367 ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 12593; გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 30 იან­ვარს; პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ბო­ხოლ­თი

ნი­კო­ლოზ მი­ხე­ილს ძე ყიფ­ში­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1914 წელს, და­ბა­დე­ბუ­ლი ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ვარ­ძეთ­ში; მე­უღ­ლე - კუ­გუ­ლა ან გუ­გუ­ლა. ტყვედ ჩა­ვარ­და 1943 წლის 17 ივ­ლისს, სე­ვას­ტო­პოლ­ში; ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VI კ (326); ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 70264; გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წლის 12 ნო­ემ­ბერს. დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ბო­ხოლ­თი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სინსილიო
9

ყველა კი არ დაუხვრეტიათ. ზოგი ციმბირში გაამწესეს, ზოგი საკუთარ სახლში.

ავთო
1

ნი­კო­ლოზ მი­ხე­ილს ძე ყიფ­ში­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1914 წელს, და­ბა­დე­ბუ­ლი ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ვარ­ძეთ­ში; მე­უღ­ლე - კუ­გუ­ლა ან გუ­გუ­ლა. ტყვედ ჩა­ვარ­და 1943 წლის 17 ივ­ლისს, სე­ვას­ტო­პოლ­ში; ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VI კ (326); ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 70264; გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წლის 12 ნო­ემ­ბერს. დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ბო­ხოლ­თი.

თუ 1943 წელს ჩავარდა ტყვედ, 1942 წელს როგორ გარდაიცვალა, გადახედეთ სტატიებს სანამ ატვირთავდეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"იყო შემთხვევა, როცა მეომარი რომელიმე ბანაკში იყო რეგისტრირებული, მაგრამ კვალი ბოლოს საქართველოში ჩავიდა, ანუ სამშობოლოში დაბრუნდა და იქ დახვრიტეს..." - ომში დაკარგული ქართველების ახალი გვარ-სახელები

"იყო შემთხვევა, როცა მეომარი რომელიმე ბანაკში იყო რეგისტრირებული, მაგრამ კვალი ბოლოს საქართველოში ჩავიდა, ანუ სამშობოლოში დაბრუნდა და იქ დახვრიტეს..." - ომში დაკარგული ქართველების ახალი გვარ-სახელები

AMBEBI.GE განაგრძობს მკითხველისთვის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იმ ქართველების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომლებიც დღემდე მათი ოჯახებისა და ახლობლებისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ. გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მეგი სტემპენ-გიუნტერის თქმით, ეს საკმაოდ რთული და შრომატვეადი პროცედურაა.

"გერმანიის ქალაქ ბოხოლთის სასაფლაოზე ნაპოვნი ქართველების სიები, ქალაქ დრეზდენის ფონდის საიტზე იყო ატვირტული. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ყველას გვარ-სახელი დაამუშავეს და გამოაქვეყნეს. თუმცა. თავიდანევ დაშვებული შეცდომებიოს გამო, გვარებში არაერთი ცდომილება იყო. რის გამოც ყველა მათგანის გადამოწმება სხვადასხვა საიტზე მიწევდა და არა მხოლოდ საიტზე, ზოგიერთის გვარს საქართველოს სხვადსხვა მუნიციპალიტეტში ვაზუსტებ, რათა დავრწმუნდე, სწორად არის არის, თუ არა მითითებული.

შემდეგ ვარკვევ, რომ ზოგჯერ შეცდომაა გვარშიც, დაბადების ადგილსა და მშობლების სახელებშიც. საინდეტიფიკაციო მონაცემებს სხვადასხვა საიტზე ვაზუსტებ, ერთმანეთს ვადარებ. რაც განსაკუთრებით შრომატვადია, რადგან ხანდახან საბუთი ძველი გერმანულით, გაკრული ხელით არის შევსებული.

გარდა ამისა, პირველადი დაკრძალვის ადგილი არ ნიშნავს იმას, რომ ესა თუ ის ადამიანი, როგორც კი გარდაცვალა, იქვე დაასაფლავეს და ამით მორჩა - მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ნეშტების ამოსვენება და ძმათა სასაფლაოზე გადასვენება საკმაოდ ხშირად ხდებოდა, მაგრამ დოკუმენტურად ხშირად არ აფორმებდნენ. ასე რომ, ის ინფორმაცია, რაც დღეს ინტერნეტშია მოცემული, უტყუარი ვერ იქნება.

მაგალითად, დიმიტრი ფოცხვერაშვილი, ქალაქ შტოლბერგში გაქცევისას დახვრიტეს, დაკრძალვის ადგილი შტოლბერგი უწერია. ანუ პირველად იქ დაკრძალეს, მაგრამ წლების შემდეგ, ქალაქ ქემნიცში საბჭოთა მეომრების სასაფლაო გააკეთეს და დიმიტრის ნეშტიც იქ გადაასვენეს. თუმცა, ოფიციალურ მონაცემებში, მისი საფლავი შტოლებრგშია მითითებული.

იყო შემთხვევა, როდესაც ესა თუ ის ქართველი რომელიმე ბანაკში იყო რეგისტრირებული, მაგრამ მისი კვალი ბოლოს საქართველოში ჩავიდა, ანუ სამშობოლოში დაბრუნდა და იქ დახვრიტეს... ზოგჯერ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს პერსონალური ბარათის სპეციალურ გრაფაში მითითებული კოდის მიხევდით ვეძებ, ანუ ჩაუტარდა თუ არა ტყვედ ჩავარდნილს აცრები და რომელი ბანაკები გამოაიარა, იმ დოკუმენტით შეიძლება გამოიძიო. მივყვები კვალს და შემდეგ, ბანაკების არქივების დახმარებით, მივდივარ საბოლოო შედეგამდე", - ამბობს მეგი სტემპენი ჩვენთან საუბარში.

გთავაზობთ მის მიერ მოძიებული უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების გვარ-სახელებს:

ნიკოლოზ გალაკტიონის ძე კაკაურიძე, დაბადებული 1921 წლის 6 ივლისს, ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ სვირში. ტყვედ ჩავარდა 1943 წლის 1942 წლის 4 ივნისს. ბანაკი: შტალაგი VI K (326) ბანაკის ნომერი: 86356. გარდაიცვალა ტუბერკულოზით, 1943 წლის 3 სექტემბერს. პირველადი დაკრძალვის სავარუდო ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

ავქსენტი საბას ძე ზურაბაშვილი

ავქსენტი საბას ძე ზურაბაშვილი, დაბადებული 1911 წელს, თელავის რაიონის სოფელი კურდღელაურში. მეუღლე: ზურაბაშვილი თამარა. ტყვედ ჩავარდა 1943 წლის 13 ივლისს სევასტოპოლში. ბანაკი: შტალაგი VI K (326). ბანაკის ნომერი: 67594; გარდაცვალა 1944 წლის 31 აგვისტოს. პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ობერლანგენი.

გიორგი ივანეს ძე ბურნაძე

გიორგი ივანეს ძე ბურნაძე, დაბადებული 1919 წლის 15 იანვარს, გორის რაიონის სოფელ არაშენდაში. პროფესია: მასწავლებელი. დედის გვარი - გეგელაშვილი; ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 26 ივლისს. ბანაკი: შტალაგი VI K (326). ბანაკის ნომერი: 90407; გარდაიცვალა 1943 წლის 14 აპრილს, სავარაუდო მიზეზი - ორგანიზმის სისუსტე. პირველადი დაკრძალვის სავარუდო ადგილი: პაინე.

ლეონტი თეოდერეს ძე მაჩიტიძე, დაბადებული 1989 წლის 18 ოქტომბერს. დაბადებული თერჯოლის რაიონის სოფელ თუზში. დედის გვარი - გოგსაძე. მეუღლე - ნინა მაჩიტიძე. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 11 ოქტომბერს, ბაკსანში. ბანაკი: შტალაგი 367; ბანაკის ნომერი: 12543; გარდაიცვალა 1943 წლის 29 იანვარს. პირველადი დაკრძალვის ადგილი: ბოხოლთი.

სერგო დავითის ძე ხურციძე, დაბადებული 1897 წელს, ვანის რაიონის სოფელ ამაღლებაში. დედა: კვაჭიძე ელისაბედი. მეუღლე: შავანაძე კალინკა. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 5 აგვისტოს. ბანაკი: შტალაგი 367. ბანაკის ნომერი: 11197; გარდაიცვალა 1943 წლის 2 მარტს. პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ბოხოლთი;

დავითი ფილიპეს ძე ცინცაძე, დაბადებული 1901 წლის 5 ივნისს, დაბადებული ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში. დედის გავრია - ურუშაძე. ტყვედ ჩავარდა - 1942 წლის 26 ოქტომბერს, ბაკსანში. ბანაკი: შტალაგი 367 ბანაკის ნომერი: 10764; გარდაიცვალა 1943 წლის 21 მარტს. პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ბოხოლთი.

ალექსანდრე ილიას ძე შარიქაძე, დაბადებული 1898 წელს, ხარაგაულის რაიონი, სოფელ ლეღვანში. დედის გვარია _ შველიძე. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 29 აპრილს; ბანაკი: შტალაგი 367; ბანაკის ნომერი: 12701; გარდაცვაილა 1942 წლის 30 დეკემბერს. პირველადი დაკრძალვის ადგილი - ბოხოლთი.

ისაი მიზალბეს ძე გველესიანი, დაბადებული 1900 წელს, ზესტაფონის რაიონის სოფელი შროშაში. მეუღლე: ნინა გველესიანი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 13 მაისს, ქერჩში. ბანაკი: შტალაგი VI კ(326) ; ბანაკის ნომერი: 98991; გარდაიცვალა 1943 წლის 8 აპრილს. პირველადი დაკრძალვის ადგილი: ბოხოლთი. (შეიძლება იყოს გველესიანი ესაია მიზაფოს ძე. სახელსა და მამის სახელში მცირედი ცდომილება).

იოსებ გლახოს ძე ქავთარაძე, დაბადებული 1898 წელს, დუშეთის რაიონის სოფელი ვაშლობში; დედის სავარაუდო გვარი _ ბურდული. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 9 სექტემბერს ბაკსანში. ბანაკი: შტალაგი 367 ბანაკის ნომერი: 12593; გარდაიცვალა 1943 წლის 30 იანვარს; პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ბოხოლთი

ნიკოლოზ მიხეილს ძე ყიფშიძე, დაბადებული 1914 წელს, დაბადებული ჭიათურის რაიონის სოფელ ნავარძეთში; მეუღლე - კუგულა ან გუგულა. ტყვედ ჩავარდა 1943 წლის 17 ივლისს, სევასტოპოლში; ბანაკი: შტალაგი VI კ (326); ბანაკის ნომერი: 70264; გარდაიცვალა 1942 წლის 12 ნოემბერს. დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ბოხოლთი.