პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მაღალი დონის არქიტექტურულ კონკურსში გაიმარჯვეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მაღალი დონის არქიტექტურულ კონკურსში გაიმარჯვეს

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ურ­ბა­ნის­ტი­კი­სა და დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის - „არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი პრე­მია 2021“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ. მა­გის­ტრან­ტებ­მა - ანი შტა­ა­ძემ და თორ­ნი­კე ქავ­თა­რა­ძემ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში - „სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტი“ მე-2 და მე-3 ად­გი­ლე­ბი და­ი­კა­ვეს. გარ­და ამი­სა, ანი შტა­ა­ძე კომ­პა­ნია „კა­პი­ტე­ლის“ რჩე­უ­ლი გახ­და.

თორ­ნი­კე ქავ­თა­რა­ძის პრო­ექ­ტი - „კულ­ტუ­რის სახ­ლი სო­ფელ ტყვი­ავ­ში“ ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბის - გი­უ­ლი გე­გე­ლი­ა­სა და ბე­სა­რი­ონ ტა­ტიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ანი შტა­ა­ძის პრო­ექ­ტი „ქ. ფო­თის ნავ­სად­გუ­რის სამ­გზავ­რო ტერ­მი­ნა­ლი“ კი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის, პრო­ფე­სორ ნინო იმ­ნა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შე­მუ­შავ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამა­ვე კონ­კურ­სზე, არ­ქი­ტექ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის ჯილ­დო გა­და­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ურ­ბა­ნის­ტი­კი­სა და დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პრფე­სორს, არ­ქი­ტექ­ტორ ვა­სილ ქო­ბუ­ლი­ას.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი და­ვით გურ­გე­ნი­ძე აცხა­დებს, არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ურ­ბა­ნის­ტი­კი­სა და დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სკო­ლაა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ. რექ­ტო­რის თქმით, ფა­კულ­ტე­ტი­სა და მისი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მრა­ვალ­მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რად­გან ეს ერთ-ერთი ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა სტუ­დენ­ტე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ.

„ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ურ­ბა­ნის­ტი­კი­სა და დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი, გა­მოც­დი­ლი პე­და­გო­გე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ყო­ველ­წლი­უ­რად არა­ერთ პრეს­ტი­ჟულ ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და რო­გორც წესი, საპ­რი­ზო ად­გი­ლებს იკა­ვე­ბენ. აუ­ცი­ლებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია, რომ ჩვენ­მა მო­ტი­ვი­რე­ბულ­მა და ნი­ჭი­ერ­მა სტუ­დენ­ტებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად კონ­კურ­სე­ბის­თვის შექ­მნან პრო­ექ­ტე­ბი, ბევ­რი იმუ­შა­ონ, მე­ტად და­ხე­ლოვ­ნდნენ, გა­ი­თა­ვი­სონ და აით­ვი­სონ თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ურ­ბა­ნის­ტი­კის აქ­ტუ­ა­ლუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი, მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კონ­კურ­სებ­ში და არ შე­უ­შინ­დნენ სა­კუ­თა­რი ნა­აზ­რე­ვი­სა და ნა­მუ­შევ­რის სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში წარ­დგე­ნას. უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყო­ველ­თვის შე­უ­წყობს ხელს მო­ტი­ვი­რე­ბულ სტუ­დენ­ტებს წინსვლა­სა და ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. ფა­კულ­ტე­ტის პე­და­გო­გე­ბი კი ყო­ველ­თვის მზად არი­ან, პრო­ექ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში მათ სა­ჭი­რო რჩე­ვე­ბი მის­ცენ. არ­ქი­ტექ­ტუ­რულ კონ­კურ­სებ­ში ყო­ვე­ლი ჩვე­ნი სტუ­დენ­ტის წარ­მა­ტე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სკო­ლის დიდი წარ­მა­ტე­ბაა“, - აღ­ნიშ­ნავს რექ­ტო­რი და­ვით გურ­გე­ნი­ძე.

კონ­კურ­სი „არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი პრე­მია 2021“ თბი­ლი­სის მე­ცხრე სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა. კონ­კურ­სში ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი ასე­ვე, უმაღ­ლე­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სკო­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ფეს­ტი­ვალ­სა და კონ­კურსს ორ­გა­ნი­ზე­ბა „სა­ქარ­თვე­ლოს არ­ქი­ტექ­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ“ და ჟურ­ნალ STYLE-მა გა­უ­წი­ეს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მაღალი დონის არქიტექტურულ კონკურსში გაიმარჯვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მაღალი დონის არქიტექტურულ კონკურსში გაიმარჯვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები საერთაშორისო კონკურსის - „არქიტექტურული პრემია 2021“ გამარჯვებულები გახდნენ. მაგისტრანტებმა - ანი შტააძემ და თორნიკე ქავთარაძემ ნომინაციაში - „სტუდენტური პროექტი“ მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავეს. გარდა ამისა, ანი შტააძე კომპანია „კაპიტელის“ რჩეული გახდა.

თორნიკე ქავთარაძის პროექტი - „კულტურის სახლი სოფელ ტყვიავში“ ფაკულტეტის პროფესორების - გიული გეგელიასა და ბესარიონ ტატიშვილის ხელმძღვანელობით, ანი შტააძის პროექტი „ქ. ფოთის ნავსადგურის სამგზავრო ტერმინალი“ კი ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნინო იმნაძის ხელმძღვანელობით შემუშავდა.

აღსანიშნავია, რომ ამავე კონკურსზე, არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პრფესორს, არქიტექტორ ვასილ ქობულიას.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე აცხადებს, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული სკოლაა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რექტორის თქმით, ფაკულტეტისა და მისი სტუდენტებისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია კონკურსებში მონაწილეობა, რადგან ეს ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა სტუდენტები პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

„ჩვენი უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები, გამოცდილი პედაგოგების ხელმძღვანელობით, ყოველწლიურად არაერთ პრესტიჟულ ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობენ და როგორც წესი, საპრიზო ადგილებს იკავებენ. აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ჩვენმა მოტივირებულმა და ნიჭიერმა სტუდენტებმა სპეციალურად კონკურსებისთვის შექმნან პროექტები, ბევრი იმუშაონ, მეტად დახელოვნდნენ, გაითავისონ და აითვისონ თანამედროვე არქიტექტურისა და ურბანისტიკის აქტუალური ტენდენციები, მიიღონ მონაწილეობა კონკურსებში და არ შეუშინდნენ საკუთარი ნააზრევისა და ნამუშევრის საჯარო სივრცეებში წარდგენას. უნივერსიტეტი ყოველთვის შეუწყობს ხელს მოტივირებულ სტუდენტებს წინსვლასა და ახალი პროექტების შემუშავებაში. ფაკულტეტის პედაგოგები კი ყოველთვის მზად არიან, პროექტირების პროცესში მათ საჭირო რჩევები მისცენ. არქიტექტურულ კონკურსებში ყოველი ჩვენი სტუდენტის წარმატება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურული სკოლის დიდი წარმატებაა“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

კონკურსი „არქიტექტურული პრემია 2021“ თბილისის მეცხრე საერთაშორისო არქიტექტურის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. კონკურსში ქართველი და უცხოელი არქიტექტორები ასევე, უმაღლესი არქიტექტურული სკოლების სტუდენტები მონაწილეობდნენ. ფესტივალსა და კონკურსს ორგანიზება „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციამ“ და ჟურნალ STYLE-მა გაუწიეს.

NS