"სამწუხაროა, რომ ტელევიზიები გარდაიქმნა უკვე რეალურად პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად", - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებს, მას შემდეგ რაც ჟურნალისტებმა მას დაუსვეს კითხვა, როდის აიღებდა ის 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას და მთავრობის მეთაურის თანამდებობას დატოვებდა.
ამასთანავე, პრემიერმა ტელეკომპანია "ფორმულას“ ჟურნალისტს მიმართა, მას პარტიული აქტივისტი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ტელევიზია ფინანსდება "დამნაშავე პოლიტიკოსების“ მიერ.
"თქვენი ტელევიზია არის პარტიული ტელევიზია, თქვენ ფინანსდებით ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კრიმინალი კეზერაშვილის მიერ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადეები. თქვენ ხართ პარტიული აქტივისტი, "ნაცმოძრაობის“ წევრი ხართ თქვენ, რომელიც ფინანსდება ყველაზე დიდი მძარცველი კეზერაშვილის მიერ.
თქვენ ხართ მძარცველი ტელევიზია. თქვენ ახლა ძალადობთ ჩემზე, ეს არის ძალადობა, ეს არის აგრესია. თქვენ წარმოადგენთ "ნაცმოძრაობას“, უშუალოდ თქვენ. თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, უნდა იყოთ პარტიაში, თქვენ უნდა იყოთ წინა ხაზზე, პარლამენტში მინდა გიხილოთ, იმიტომ, რომ ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი,“- მიმართა პრემიერმა "ფორმულას ჟურნალისტს.
მთავრობის მეთაურმა მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა დაასრულონ ძალადობა.
"ეს სიყალბე და ეს ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ, ამ შემთხვევაში თქვენ არ გელაპარაკებით, ველაპარაკები ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროა, რომ ტელევიზიები გარდაიქმნა უკვე რეალურად პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად“, - განაცხადა პრემიერმა.
სამი ტელევიზია (მათთან ერთად კავკასიაც ეფაფხურება) უდიდეს ფსიქოლოგიურ ძალადობას და წნეხს ახორციელებენ მოსახლეობის მიმართ. მათი მთავარი საინფორმაციო გადაცემები იწყება კრიმინალური ქრონიკით - აქ მოკლეს, იქ გააუპატიურეს, იქ იძალადეს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამბები, მათ შორის საგარეო პოლიტიკა და შეხვედრები მეათე ხარისხოვანია. მთავარია მოსახლეობა დაიზაფროს, გაუჩნდეს ნიჰილიზმი, დარწმუნდეს, რომ ყველაფერი ძალიან ცუდაადაა და საშველი ერთია - სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს.
საერთოდ, როგორ მოხდა, რომ ოპოზიციაში ყველა გენიოსია, ხალხზე და ქვეყანაზე დარდით ღამე არ ძინავთ და ხელისუფლებაში ყველა უჭკუოა, უნიათოა, თავს ვერ ართმევენ მართვას და ქვეყანა და ხალხი ეზიზღება?
ვიცი გამოსავალი - ომბუდსმენი ლომჯარია უნდა ავირჩიოთ ქვეყნის პრეზიდენტად, სააკაშვილი - პრემიერ მინისტრად, ხაზარაძე, ჯაფარიძე, უგულავა, ბოკერია - მინისტრებად, ბურჯანაძე - პარლამენტის თავმჯდომარედ, მოსამართლეები უნდა გავყაროთ და მათ ადგილზე დაინიშნონ ადვოკატები - მათ უკეთ იციან იურისპრუდენცია და სამართალი.
გაიხარეთ ბატონო ირაკლი!