საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მორიგი ცირკი ჩაუტარებია ქალბატონ წულუკიანს - ამ მასკარადს "ოცნება" იმიტომ ატარებს, რომ ამაზე ვისაუბროთ, ნაცვლად პრობლემებისა" - სამადაშვილი
"მორიგი ცირკი ჩაუტარებია ქალბატონ წულუკიანს - ამ მასკარადს "ოცნება" იმიტომ ატარებს, რომ ამაზე ვისაუბროთ, ნაცვლად პრობლემებისა" - სამადაშვილი

სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია „ლელო-პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რი სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრ, ვიცე-პრე­მი­ერ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ქმე­დე­ბას "მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტის მი­მართ "მო­რიგ ცირკს" უწო­დებს. ამის შე­სა­ხებ სა­მა­დაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც შე­ა­ფა­სა თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ "მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის მიკრო­ფო­ნის წარ­თმე­ვის ფაქ­ტი.

რო­გორც სა­მა­დაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მსგავ­სად იმის გამო იქ­ცე­ვა, რომ ხალ­ხმა ამა­ზე ისა­უბ­როს.

„დრო არ მქონ­და, ზუს­ტად მე­ყუ­რე­ბი­ნა, მაგ­რამ დღე­საც მო­რი­გი რა­ღაც ცირ­კი ჩა­უ­ტა­რე­ბია ვიცე-პრე­მი­ერს და კულ­ტუ­რის მი­ნისტრს, ქალ­ბა­ტონ წუ­ლუ­კი­ანს, მიკრო­ფო­ნი წა­არ­თვა მგო­ნი ჟურ­ნა­ლისტს. ხან­და­ხან, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, მთელ ამ მას­კა­რადს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ თა­ვის დე­პუ­ტა­ტე­ბი­ან, თა­ვის მი­ნის­ტერ­ბი­ა­ნად იმი­ტომ ატა­რებს, რომ ჩვენ ამა­ზე ვი­სა­უბ­როთ, იმის ნაც­ვლად, რომ ვი­სა­უბ­როთ იმ რე­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­შია და ასე­თი უამ­რა­ვია, ვე­რა­ფერს უმკლავ­დე­ბა ეს ხალ­ხი. ჩა­შა­ლეს გო­მე­ლა­უ­რის მოს­მე­ნა, რად­გან კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი არ აქვთ, იმე­დი აქვთ, რომ რა­ღაც დროს იყი­დი­ან, ხალ­ხი პრო­ტეს­ტით და­იღ­ლე­ბა, არა­ვის გა­ახ­სენ­დე­ბა და ამას ჩა­ფარ­ცხა­ვენ. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­ერ­თოდ, დი­დოს­ტა­ტია ჩა­ფარ­ცხუ­ლი, გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის“, - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, ვიცე-პრე­მი­ერ­მა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა, რო­მე­ლიც სე­ნაკ­ში თე­ატ­რის გახ­სნას ეს­წრე­ბო­და, „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლისტს, ემა გო­გო­ხი­ას მიკრო­ფო­ნი გა­მო­არ­თვა და გა­ნა­ცხა­და, რომ აღარ და­უბ­რუ­ნებს.

„დღეს, ამ მიკრო­ფო­ნით ვხსნი ქარ­თუ ფონ­დის მიერ სა­ოც­რად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ სე­ნა­კის თე­ატრს! სიმ­ბო­ლუ­რია. ფორ­მუ­ლას თუ გლავ­კა­ნალს (ემას ვცნობ და ლო­გოს ვერა) კი მო­უ­წევს ისე­თი ჟურ­ნა­ლის­ტის და­ნიშ­ვნა რე­გი­ონ­ში, რო­მელ­საც, როცა თავს ეს­ხმის უკვე დარ­ბაზ­ში შე­სულ რეს­პონ­დენტს (რო­მელ­მაც მა­ნამ­დე კი­თხვებს ფო­ი­ე­ში პა­სუ­ხე­ბი გას­ცა), აქვს შნო, მარ­ტი­ვად არ გა­ნა­ი­ა­რა­ღე­ბი­ნოს თავი ვის­მეს. არ და­ვაბ­რუ­ნებ! ამ მიკრო­ფო­ნით უნდა გა­უ­წყოთ ამი­ე­რი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ", - და­წე­რა წუ­ლუ­კი­ან­მა "ფე­ის­ბუქ­ზე"

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
17

ცირკი კი თქვენს აყირავებას და დაცინვაში მდგომარეობდა)) და ვლაპარაკობთ კიდევაც ამაზე. ანუ წარმატებულად დაგტროლათ. თორემ თეა რომ სოციოპათი არის.- ამას ქოცებიც არ უარყოფენ

..
24
უბრალოდ იმდენად არაფრის თავი არაგაქვთ ერთი სული გაქვთ რაგაც ელემენტარული მოხდეს და მაგაზე ლაპარაკით გადაგაქვთ დღეები..
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მორიგი ცირკი ჩაუტარებია ქალბატონ წულუკიანს - ამ მასკარადს "ოცნება" იმიტომ ატარებს, რომ ამაზე ვისაუბროთ, ნაცვლად პრობლემებისა" - სამადაშვილი

"მორიგი ცირკი ჩაუტარებია ქალბატონ წულუკიანს - ამ მასკარადს "ოცნება" იმიტომ ატარებს, რომ ამაზე ვისაუბროთ, ნაცვლად პრობლემებისა" - სამადაშვილი

საპარლამენტო ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი კულტურის მინისტრ, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის ქმედებას "მთავარი არხის" ჟურნალისტის მიმართ "მორიგ ცირკს" უწოდებს. ამის შესახებ სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც შეაფასა თეა წულუკიანის მიერ "მთავარი არხის" ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტი.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, „ქართული ოცნება“ მსგავსად იმის გამო იქცევა, რომ ხალხმა ამაზე ისაუბროს.

„დრო არ მქონდა, ზუსტად მეყურებინა, მაგრამ დღესაც მორიგი რაღაც ცირკი ჩაუტარებია ვიცე-პრემიერს და კულტურის მინისტრს, ქალბატონ წულუკიანს, მიკროფონი წაართვა მგონი ჟურნალისტს. ხანდახან, ისეთი შეგრძნება მაქვს, მთელ ამ მასკარადს „ქართული ოცნება“ თავის დეპუტატებიან, თავის მინისტერბიანად იმიტომ ატარებს, რომ ჩვენ ამაზე ვისაუბროთ, იმის ნაცვლად, რომ ვისაუბროთ იმ რეალურ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია და ასეთი უამრავია, ვერაფერს უმკლავდება ეს ხალხი. ჩაშალეს გომელაურის მოსმენა, რადგან კითხვებზე პასუხები არ აქვთ, იმედი აქვთ, რომ რაღაც დროს იყიდიან, ხალხი პროტესტით დაიღლება, არავის გაახსენდება და ამას ჩაფარცხავენ. „ქართული ოცნება“ საერთოდ, დიდოსტატია ჩაფარცხული, გამოუძიებელი საქმეების“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა, რომელიც სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი გამოართვა და განაცხადა, რომ აღარ დაუბრუნებს.

„დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ", - დაწერა წულუკიანმა "ფეისბუქზე"