მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბადრი ჯაფარიძე ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერობის კანდიდატად ხაზარაძისა და გიორგი ვაშაძის კანდიდატურებზე მსჯელობას არ გამორიცხავს
ბადრი ჯაფარიძე ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერობის კანდიდატად ხაზარაძისა და გიორგი ვაშაძის კანდიდატურებზე მსჯელობას არ გამორიცხავს

ფრაქ­ცია „ლელო - პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე ჩრდი­ლო­ვან კა­ბი­ნეტ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის, ასე­ვე გი­ორ­გი ვა­შა­ძის კან­დი­და­ტუ­რებ­ზე მსჯე­ლო­ბას არ გა­მო­რი­ცხავს.

კი­თხვა­ზე, შე­იძ­ლე­ბა თუ არა, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტად, ჯა­ფა­რი­ძე პა­სუ­ხობს - „რა­ტო­მაც არა, მაგ­რამ ჯერ არ შევ­თან­ხმე­ბულ­ვართ ამა­ზე".

„არ გვქო­ნია შე­თან­ხმე­ბა, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა კან­დი­და­ტე­ბიც, გი­ორ­გი ვა­შა­ძე­ზე დღეს გა­იჟ­ღე­რა - რა­ტო­მაც არა, გან­ვი­ხი­ლოთ სხვა­დას­ხვა კან­დი­და­ტი, ვიმ­სჯე­ლოთ“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას, მისი თქმით, პრო­ცე­დუ­რის და­სა­წყე­ბად ორი ხმა აკ­ლი­ათ.

„დის­კუ­სია გახ­სნი­ლი გვაქვს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გებ­თან, ვი­ხი­ლავთ სხვა­დას­ხვა კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას, ჯერ­ჯე­რო­ბით ორი ხმა გვაკ­ლია. იმე­დი მაქვს ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი მა­ინც გა­და­ხე­დავს თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მხარს და­უ­ჭერს უნ­დობ­ლო­ბის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბას.

ჩვენ ყვე­ლას გვეს­მის, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ტი­კის სა­გა­ნი იყო ძა­ლო­ვა­ნი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, ძა­ლო­ვა­ნი მი­ნის­ტრე­ბი, ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა. წარ­სუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რომ არ არ­სე­ბობ­დეს გან­ცდა, რომ თუ კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა შე­იქ­მნა, შე­იძ­ლე­ბა კი­დევ მსგავ­სი რამ ვი­ხი­ლოთ, ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ მი­ნის­ტრე­ბი ფარ­თო სა­მო­ქა­ლა­ქო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად უნდა იყ­ვნენ და­ნიშ­ნუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
0

ისე გააკეთეთ ყველანი პრემიერები რომ იყოთ. ამხელა კაცები სახლობანას თამაშს ვერ შეეშვნენ.

ლევანი
6

ბანკებს წელს მოგება მილიარდზე მეტი ქონიათ უკვე,ამ გაჭირვების და უბედურების ჟამს!!!! აბა რააა სულ სულ ხალხზე ზრუნვით არიან ბანკირები,თუნდაც ყოფილი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ბადრი ჯაფარიძე ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერობის კანდიდატად ხაზარაძისა და გიორგი ვაშაძის კანდიდატურებზე მსჯელობას არ გამორიცხავს

ბადრი ჯაფარიძე ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერობის კანდიდატად ხაზარაძისა და გიორგი ვაშაძის კანდიდატურებზე მსჯელობას არ გამორიცხავს

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძის, ასევე გიორგი ვაშაძის კანდიდატურებზე მსჯელობას არ გამორიცხავს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ მამუკა ხაზარაძე განიხილებოდეს პრემიერობის კანდიდატად, ჯაფარიძე პასუხობს - „რატომაც არა, მაგრამ ჯერ არ შევთანხმებულვართ ამაზე".

„არ გვქონია შეთანხმება, ასევე შეიძლება იყოს სხვა კანდიდატებიც, გიორგი ვაშაძეზე დღეს გაიჟღერა - რატომაც არა, განვიხილოთ სხვადასხვა კანდიდატი, ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება უნდობლობის გამოცხადებას, მისი თქმით, პროცედურის დასაწყებად ორი ხმა აკლიათ.

„დისკუსია გახსნილი გვაქვს ოპოზიციონერ კოლეგებთან, ვიხილავთ სხვადასხვა კონფიგურაციას, ჯერჯერობით ორი ხმა გვაკლია. იმედი მაქვს ერთი პოლიტიკური ჯგუფი მაინც გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერს უნდობლობის პროცედურის დაწყებას.

ჩვენ ყველას გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ყველაზე დიდი კრიტიკის საგანი იყო ძალოვანი ინსტიტუტები, ძალოვანი მინისტრები, ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა. წარსულიდან გამომდინარე, საზოგადოებაში რომ არ არსებობდეს განცდა, რომ თუ კოალიციური მთავრობა შეიქმნა, შეიძლება კიდევ მსგავსი რამ ვიხილოთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინისტრები ფართო სამოქალაქო კონსულტაციების შედეგად უნდა იყვნენ დანიშნული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.