საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვჯერა, კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე - სიცრუეზე, ღირსება - უპრინციპობაზე, ერთგულება - ღალატზე, ჰუმანურობა - სიძულვილზე, სინათლე - სიბნელეზე, დასავლეთი - ჩრდილოეთზე" - კობახიძე
"გვჯერა, კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე - სიცრუეზე, ღირსება - უპრინციპობაზე, ერთგულება - ღალატზე, ჰუმანურობა - სიძულვილზე, სინათლე - სიბნელეზე, დასავლეთი - ჩრდილოეთზე" - კობახიძე

იწყე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია - გვჯე­რა, რომ კი­დევ ერთხელ გა­ი­მარ­ჯვებს სი­მარ­თლე - სიც­რუ­ე­ზე; ღირ­სე­ბა - უპ­რინ­ცი­პო­ბა­ზე; ერ­თგუ­ლე­ბა - ღა­ლატ­ზე; ჰუ­მა­ნუ­რო­ბა და პატ­რი­ო­ტიზ­მი - ადა­მი­ა­ნის, სამ­შობ­ლო­სა და ეკ­ლე­სი­ის სი­ძულ­ვილ­ზე; სი­ნათ­ლე - სიბ­ნე­ლე­ზე; და­სავ­ლე­თი - ჩრდი­ლო­ეთ­ზე, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის კახა კა­ლა­ძის წარ­დგე­ნა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ეს გა­მარ­ჯვე­ბა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა იმი­სათ­ვის, რომ გაგ­რძელ­დეს ქვეყ­ნის და მისი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი და სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა.

„მო­გე­სალ­მე­ბით, ქალ­ბა­ტო­ნე­ბო და ბა­ტო­ნე­ბო, მი­ვე­სალ­მე­ბი პარ­ტი­ის ლი­დე­რებს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­დე­რებს, სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მი­ვე­სალ­მე­ბი ღრმად პა­ტივ­ცე­მულ სტუმ­რებს - ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მორ­ჩე­ულ წევ­რებს, მი­ვე­სალ­მე­ბი ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ტე­ლე­ვი­ზი­ით ადევ­ნე­ბენ თვალ­ყურს დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბას - ყვე­ლას, ვი­საც გული შეს­ტკი­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე, გა­ნურ­ჩევ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა თუ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა, მი­ვე­სალ­მე­ბი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ 40 ათას­ზე მეტ წევ­რს,

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბით იწყე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია. თი­თო­ე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­სა და მო­ქა­ლა­ქის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, უზ­რუნ­ველ­ყოს სა­მარ­თლი­ა­ნი და მშვი­დი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს.

ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი არის არ­ჩევ­ნე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უნდა გაგ­რძელ­დეს ქა­ლა­ქე­ბი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა; რო­გორ უნდა მო­წეს­რიგ­დეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მომ­სა­ხუ­რე­ბა ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში; რო­გორ უნდა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, ეკო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მო; რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დეს ად­გი­ლობ­რი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, კულ­ტუ­რუ­ლი და სპორ­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა; რო­გორ უნდა გა­ფარ­თოვ­დეს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბი.

მომ­დევ­ნო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნობს ხედ­ვებ­სა და გეგ­მებს თი­თო­ე­ულ ამ სა­კი­თხზე, თი­თო­ე­უ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მი­ხედ­ვით.

ამავდრო­უ­ლად, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებს აქვს პრინ­ცი­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კი­დევ ერთხელ მი­ვი­ღოთ მყა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, მი­ვი­ღოთ ყო­ვე­ლი მე­ო­რე ამომ­რჩევ­ლის ხმა ამ არ­ჩევ­ნებ­შიც. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, 2 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერთხელ ეტყვის უარს პარ­ტი­ებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებს, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბას წი­თელ ხა­ზად გას­დევს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხე­ში ხელ­ყო­ფა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დათ­მო­ბა, სიც­რუე და ღა­ლა­ტი.

გვჯე­რა, რომ კი­დევ ერთხელ გა­ი­მარ­ჯვებს სი­მარ­თლე - სიც­რუ­ე­ზე; ღირ­სე­ბა - უპ­რინ­ცი­პო­ბა­ზე; ერ­თგუ­ლე­ბა - ღა­ლატ­ზე; ჰუ­მა­ნუ­რო­ბა და პატ­რი­ო­ტიზ­მი - ადა­მი­ა­ნის, სამ­შობ­ლო­სა და ეკ­ლე­სი­ის სი­ძულ­ვილ­ზე; სი­ნათ­ლე - სიბ­ნე­ლე­ზე; და­სავ­ლე­თი - ჩრდი­ლო­ეთ­ზე.

ეს გა­მარ­ჯვე­ბა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა იმი­სათ­ვის, რომ გაგ­რძელ­დეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის და მისი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი და სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა. მხო­ლოდ ამ პი­რო­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ავის­რუ­ლოთ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - სა­ბო­ლო­ოდ დავძლი­ოთ სი­ღა­რი­ბე, გავ­ხდეთ ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი, და­ვიბ­რუ­ნოთ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო, ჩვე­ნი აფხა­ზი და ოსი დები და ძმე­ბი, მი­ვაღ­წი­ოთ სა­ყო­ველ­თაო ეროვ­ნულ ერ­თი­ა­ნო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას.

სი­მარ­თლით და ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით, ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებთ სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის­თვის!“, -გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)
40

ხალხის მხარდაჭერით მოიგეთ აბაა 2020-ის არჩევნები! ფულებმა ზურაბიშვილს მოაგებინა და კალაძეს ვერ მოაგებინებს!

gg
1

თუ ფული გაქ შენი ვარ პრინციპით , უაზრობაა ყველა არჩევნები

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"გვჯერა, კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე - სიცრუეზე, ღირსება - უპრინციპობაზე, ერთგულება - ღალატზე, ჰუმანურობა - სიძულვილზე, სინათლე - სიბნელეზე, დასავლეთი - ჩრდილოეთზე" - კობახიძე

"გვჯერა, კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე - სიცრუეზე, ღირსება - უპრინციპობაზე, ერთგულება - ღალატზე, ჰუმანურობა - სიძულვილზე, სინათლე - სიბნელეზე, დასავლეთი - ჩრდილოეთზე" - კობახიძე

იწყება საარჩევნო კამპანია - გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე - სიცრუეზე; ღირსება - უპრინციპობაზე; ერთგულება - ღალატზე; ჰუმანურობა და პატრიოტიზმი - ადამიანის, სამშობლოსა და ეკლესიის სიძულვილზე; სინათლე - სიბნელეზე; დასავლეთი - ჩრდილოეთზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძემ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის წარდგენაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის და მისი დემოკრატიული სისტემის შეუფერხებელი და სტაბილური განვითარება.

„მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები პარტიის ლიდერებს, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მივესალმები ღრმად პატივცემულ სტუმრებს - ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წევრებს, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ტელევიზიით ადევნებენ თვალყურს დღევანდელ ღონისძიებას - ყველას, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ შეხედულებებისა, მივესალმები „ქართული ოცნების“ 40 ათასზე მეტ წევრს,

ჩვენი დღევანდელი ღონისძიებით იწყება საარჩევნო კამპანია. თითოეული პოლიტიკური პარტიისა და მოქალაქის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემო. „ქართული ოცნება“ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის არჩევნები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ქალაქებისა და რეგიონების განვითარება; როგორ უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი მომსახურება ქალაქებსა და სოფლებში; როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქალაქგეგმარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეკოლოგიური გარემო; როგორ უნდა განვითარდეს ადგილობრივი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურა; როგორ უნდა გაფართოვდეს მუნიციპალური სოციალური სერვისები.

მომდევნო ორი თვის განმავლობაში ჩვენი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საზოგადოებას გააცნობს ხედვებსა და გეგმებს თითოეულ ამ საკითხზე, თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით.

ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს პრინციპული პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა საზოგადოებისგან, მივიღოთ ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა ამ არჩევნებშიც. დარწმუნებული ვართ, 2 ოქტომბერს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ეტყვის უარს პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომელთა საქმიანობას წითელ ხაზად გასდევს დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის უგულებელყოფა, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დათმობა, სიცრუე და ღალატი.

გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე - სიცრუეზე; ღირსება - უპრინციპობაზე; ერთგულება - ღალატზე; ჰუმანურობა და პატრიოტიზმი - ადამიანის, სამშობლოსა და ეკლესიის სიძულვილზე; სინათლე - სიბნელეზე; დასავლეთი - ჩრდილოეთზე.

ეს გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის და მისი დემოკრატიული სისტემის შეუფერხებელი და სტაბილური განვითარება. მხოლოდ ამ პირობით არის შესაძლებელი, ავისრულოთ თითოეული ჩვენგანის ქართული ოცნება - საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი, დავიბრუნოთ ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები, მივაღწიოთ საყოველთაო ეროვნულ ერთიანობასა და კეთილდღეობას.

სიმართლით და ხალხის მხარდაჭერით, ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წინსვლისთვის!“, -განაცხადა კობახიძემ.

"სულ უფრო მეტად მაშფოთებს საქართველოს უკან გადადგმული ნაბიჯები, სადაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი სცემეს" - ჯიმ რიში

"შეამჩნევდით, რომ პირველ რიგში ერთი სკამი ცარიელია..." - ვის სახსოვრად იყო ცარიელი სკამი კალაძის მერად წარდგენის ცერემონიაზე

5 ივლისი არის ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელი... თუ მოძალადეები არ დაისჯებიან, მაშინ ერთად მოვთხოვოთ პასუხი იმ ადამიანებს, რომელთა ვალდებულებაცაა საქმის გამოძიება - მამუკა მდინარაძე