პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მუხო", "ჯამა", "ლაპუხა" და... - შსს-ს ინფორმაციით, "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს
"მუხო", "ჯამა", "ლაპუხა" და... - შსს-ს ინფორმაციით, "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს დამ­ნა­შა­ვე­თა სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლის­სა და მარ­ნე­ულ­ში 8 პირი და­ა­კა­ვეს.

შს სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლე­ბი 3-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"და­კა­ვე­ბუ­ლია: 1969 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ. გ. (მეტ­სა­ხე­ლად "პა­ლი­კო“), 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ. გ. (მეტ­სა­ხე­ლად "მუხო“), 1964 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ. გ. (მეტ­სა­ხე­ლად "ჯამა“), 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ. გ., 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ. დ., 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ. ა., 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ. გ. (მეტ­სა­ხე­ლად "ლა­პუ­ხა“), 1963 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა. ო. "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რო­ბის, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქეს ბრალ­დე­ბულ ა.ო.-სთან პრო­ცენ­ტი­ან სესხთან და­კავ­ში­რე­ბით ფი­ნან­სუ­რი დავა წარ­მო­ექ­მნა.

ა.ო., სა­და­ვო სა­კი­თხის "ქურ­დუ­ლი წე­სე­ბის“ შე­სა­ბა­მი­სად გან­ხილ­ვი­სა და და­ვის თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის - დ.ა.-ს მეშ­ვე­ო­ბით და­უ­კავ­შირ­და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რებს, ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლებს.

აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა ა.ო.-ს სა­კუ­თა­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ დახ­მა­რე­ბა აღუთ­ქვეს.

ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა 2021 წლის აპ­რილ­სა და მარ­ტში, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ უბან­ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ფი­ნან­სუ­რი და­ვის "ქურ­დუ­ლი წე­სით“ გარ­ჩე­ვა მო­ა­წყეს.

და­ვის "ქურ­დუ­ლი წე­სით“ გარ­ჩე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ვა­ლის­გან - ა.ო.-სგან სა­და­ვო თან­ხას - 26 ათა­სი აშშ დო­ლარს ვერ მი­ი­ღებ­და, რად­გან მისი საქ­მი­ა­ნო­ბა "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წე­სებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და.

პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი "ქურ­დუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის“ ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის ერ­თმა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 223-ე მე-3 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და 223-ე მე-4 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიუჯერსში გადახვეწილ ეკოს!
39

ყელმოღერებული კელი და მისი ფარა გურჯისტანში კი გაჰკივიან ქვეყანაში სასამართლო სისტემა არ არსებობსოო! აგე,თუ არ არსებობს, შეიკრიბენ განიხილეს,გადაწყვეტილებაც უცებ გამოიტანეს და თუ საჭირო იქნებოდ აღსრულებაც უცებ მოხდებოდა!!:)))) არა ისე როგორც ე.წ. სასამართლოებშია მიღებული საქმის განხილვა თითქმის გ-10 წელი, რომ იწელება, სანამ მომჩივანს არ დაავიწყდება რაზე ჩივიის:)))))

იონა
23

ბიბლიის სწავლება შეიტანეთ სკოლებში! 

ავტორი:

"მუხო", "ჯამა", "ლაპუხა" და... - შსს-ს ინფორმაციით, "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს

"მუხო", "ჯამა", "ლაპუხა" და... - შსს-ს ინფორმაციით, "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და მარნეულში 8 პირი დააკავეს.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"დაკავებულია: 1969 წელს დაბადებული პ. გ. (მეტსახელად "პალიკო“), 1980 წელს დაბადებული ზ. გ. (მეტსახელად "მუხო“), 1964 წელს დაბადებული ჯ. გ. (მეტსახელად "ჯამა“), 1995 წელს დაბადებული ვ. გ., 1983 წელს დაბადებული დ. დ., 1991 წელს დაბადებული დ. ა., 1983 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად "ლაპუხა“), 1963 წელს დაბადებული ა. ო. "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არის დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს ბრალდებულ ა.ო.-სთან პროცენტიან სესხთან დაკავშირებით ფინანსური დავა წარმოექმნა.

ა.ო., სადავო საკითხის "ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებულის - დ.ა.-ს მეშვეობით დაუკავშირდა "ქურდული სამყაროს“ წევრებს, ასევე ბრალდებულებს.

აღნიშნულმა პირებმა ა.ო.-ს საკუთარი მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ დახმარება აღუთქვეს.

ბრალდებულებმა 2021 წლის აპრილსა და მარტში, თბილისში, ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში ფინანსური დავის "ქურდული წესით“ გარჩევა მოაწყეს.

დავის "ქურდული წესით“ გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაზარალებული მოვალისგან - ა.ო.-სგან სადავო თანხას - 26 ათასი აშშ დოლარს ვერ მიიღებდა, რადგან მისი საქმიანობა "ქურდული სამყაროს“ წესებს არ შეესაბამებოდა.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი "ქურდული შეხვედრების“ ორგანიზებისთვის ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

"ქურდული სამყაროს“ წევრობის, "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"მთავარმა არხმა“ თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

პროკურატურამ შვედეთის მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

ზუგდიდში შუახნის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს