მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშელი საქართველოში მაშინ ჩამოდის, როცა მძიმე ვითარება ყალიბდება - ხელისუფლება და ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ ახალი დაპირისპირებისთვის ემზადებიან" - ექსპერტი
"მიშელი საქართველოში მაშინ ჩამოდის, როცა მძიმე ვითარება ყალიბდება - ხელისუფლება და ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ ახალი დაპირისპირებისთვის ემზადებიან" - ექსპერტი

რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ისე ოპო­ზი­ცია ემ­ზა­დე­ბა არა არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, არა­მედ ახა­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის, - ასე აფა­სებს „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე 5-6 ივ­ლისს ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

მისი შე­ფა­სე­ბით, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლის ვი­ზი­ტი სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ქვეყ­ნის კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის გზებს შე­ე­ხე­ბა.

„სამ­წუ­ხა­როდ, რო­დე­საც შარლ მი­შე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს, ეს მა­შინ ხდე­ბა, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რად საკ­მა­ოდ მძი­მე ვი­თა­რე­ბა ყა­ლიბ­დე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლი ვი­ზი­ტი ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი არ იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა და ბუ­ნებ­რი­ვია, უნდა მოჰ­ყო­ლო­და იმას, რაც 5-6 ივ­ლისს მოხ­და. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს არა მხო­ლოდ „პრა­ი­დის“ ჩაშ­ლა, არა­მედ პირ­ველ რიგ­ში, ის მოვ­ლე­ნე­ბი, რაც გან­ვი­თარ­და - ჟურ­ნა­ლი­ტებ­ზე, მე­დი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უპ­რე­ცე­დენ­ტო თავ­დას­ხმა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რო­ლის გან­სა­ზღვრა მთლი­ა­ნად ამ პრო­ცეს­ში.

მი­უ­ხე­და­ვად ყო­ველ­მხრი­ვი გაფრ­თხი­ლე­ბი­სა, რო­გორც ჩანს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყუ­რად არ იყო ეს გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის უვა­დოდ და­ნიშ­ვნა გრძელ­დე­ბა. ამას ემა­ტე­ბა ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე იმ კან­დი­და­ტე­ბის წარ­დგე­ნა, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტმა წა­რად­გი­ნა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, უფრო გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია, ვიდ­რე ამ პოსტზე თა­მარ ჟვა­ნის და­ტო­ვე­ბა იქ­ნე­ბო­და. პრინ­ციპ­ში, ყვე­ლა­ფერ ამას ერ­თად თუ შევ­ხე­დავთ, რო­გორც ჩანს, და­სავ­ლე­თი და ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი საკ­მა­რის­ზე მე­ტად არი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლი არა იმ­დე­ნად იმით, რაც უკვე მოხ­და, არა­მედ იმით, რა მო­ლო­დი­ნე­ბიც გაჩ­ნდა არა მარ­ტო ევ­რო­პა­ში, არა­მედ ჩნდე­ბა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ეს მო­ლო­დი­ნე­ბი მა­ინც და მა­ინც და­მამ­შვი­დე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არ არის იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი­ვე მხა­რე, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ისე ოპო­ზი­ცია ემ­ზა­დე­ბა არა არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, არა­მედ ახა­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის. რა გა­მო­სა­ვალს ნა­ხავს აქე­დან ან ევ­რო­პა, ან ჩვენ, ან ორი­ვე ერ­თად, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა ნამ­დვი­ლად ასე­თია.

ეს პრობ­ლე­მა თუ ასე გაგ­რძელ­და, რა თქმა უნდა, მშვი­დი შე­მოდ­გო­მა ვერ გვექ­ნე­ბა. რო­გორც ჩანს, ამას ხე­და­ვენ და გრძნო­ბენ ევ­რო­პა­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამ თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ ჩა­მო­ვა შარლ მი­შე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე უმე­ტე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკის­რე­ბა.

„პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის დიდი წილი ყო­ველ­თვის ეკის­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რად­გან ის პრო­ცესს ქმნის. ამ პრო­ცე­სის პა­სუ­ხი რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რი უნდა იყოს და რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბი თა­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად ოპო­ზი­ცი­ა­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სამ­წუ­ხა­როდ, არც ოპო­ზი­ცია არის პრაგ­მა­ტუ­ლი და პრაგ­მა­ტუ­ლად ვერ აფა­სებს სი­ტუ­ა­ცი­ას. ამი­ტომ, რჩე­ბა ორ­პო­ლუ­სი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ეს ყო­ველ­თვის და­პი­რი­პი­რე­ბას იწ­ვევს“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის მი­სა­ღე­ბად კი არ უნდა გა­ი­მარ­თოს, არა­მედ ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გულ­წრფე­ლი პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტოს.

„რო­გორც კი ჩნდე­ბა მეტ-ნა­კე­ბად ნე­იტ­რა­ლუ­რი პრო­ტეს­ტი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მზა­დაა ამ პრო­ტეს­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის­თვის, მაგ­რამ რო­გორც კი გა­მოჩ­ნდე­ბი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მო­დის ამ პრო­ცე­სი­დან. ამი­ტომ ხდე­ბა ის, რაც დღე­საა. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან რთუ­ლია ადა­მი­ა­ნის­თვის ადგე და გა­აპ­რო­ტეს­ტო „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ ერ­თად ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ხალ­ხის­თვის, ვი­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი ახ­სოვს. ეს ასე მარ­ტი­ვი არ არის. თა­ნაც გრძნო­ბენ, ხვალ რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუნ­დეს, 90%-იანი ალ­ბა­თო­ბა არის იმის, რომ იგი­ვეს გა­ა­კე­თე­ბენ, რა­საც აკე­თებ­დნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ 9 - წლი­ან ოპო­ზი­ცი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში ჩანს. როცა გა­მო­დის მე­დია და პრე­მი­ე­რის გა­დად­გო­მას ითხოვს, ამ ფონ­ზე კი „პა­რა­დი“ მიჰ­ყავს გვა­რა­მი­ას, გგო­ნი­ათ, იქ ბევ­რი ხალ­ხი იქ­ნე­ბა? არ იქ­ნე­ბა. ამას ვერ ხვდე­ბა პირ­ველ რიგ­ში, გვა­რა­მია და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“. პრობ­ლე­მა ისაა, რომ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა. რამ­დენ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა ერთი და იგი­ვე შეც­დო­მა გა­ი­მე­ო­როს ოპო­ზი­ცი­ამ. უნ­დათ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია? მა­შინ ეს ხალ­ხი გვერ­დზე უნდა გად­გეს ან მე­ო­რე ვა­რი­ან­ტია - ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თუ უნდა, რომ ქვე­ყა­ნა ამ ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნოს, და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა გა­მარ­თოს აქ­ცია. 5 კაცი იქ­ნე­ბა? კი ბა­ტო­ნო, იყოს, მაგ­რამ გვე­ცო­დი­ნე­ბა, რომ ისი­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ვინ­მეს „წის­ქვილ­ზე წყალს კი არ და­ას­ხა­მენ“ ან ვინ­მეს პო­ლი­ტი­კურ დი­ვი­დენ­დს ან ქუ­ლებს კი არ მო­უ­ტა­ნენ, არა­მედ მარ­თლა გა­აპ­რო­ტეს­ტე­ბენ იმას, რაც გა­საპ­რო­ტეს­ტე­ბე­ლია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თუ წავა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ოქ­ტომ­ბერ­ში დიდი ალ­ბა­თო­ბით და­პი­რის­პი­რე­ბას ავ­ცდეთ“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლი მო­მა­ვალ კვი­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მიშელი საქართველოში მაშინ ჩამოდის, როცა მძიმე ვითარება ყალიბდება - ხელისუფლება და ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ ახალი დაპირისპირებისთვის ემზადებიან" - ექსპერტი

"მიშელი საქართველოში მაშინ ჩამოდის, როცა მძიმე ვითარება ყალიბდება - ხელისუფლება და ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ ახალი დაპირისპირებისთვის ემზადებიან" - ექსპერტი

როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ ახალი დაპირისპირებისთვის, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე 5-6 ივლისს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.

მისი შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელის ვიზიტი სავარაუდოდ, სწორედ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზებს შეეხება.

„სამწუხაროდ, როდესაც შარლ მიშელი საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებას იღებს, ეს მაშინ ხდება, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკურად საკმაოდ მძიმე ვითარება ყალიბდება. მოსალოდნელი ვიზიტი ამ მხრივ გამონაკლისი არ იქნება. ძალიან დიდი ხმაური მოჰყვა და ბუნებრივია, უნდა მოჰყოლოდა იმას, რაც 5-6 ივლისს მოხდა. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ „პრაიდის“ ჩაშლა, არამედ პირველ რიგში, ის მოვლენები, რაც განვითარდა - ჟურნალიტებზე, მედიაზე განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმა და ხელისუფლების როლის განსაზღვრა მთლიანად ამ პროცესში.

მიუხედავად ყოველმხრივი გაფრთხილებისა, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ყურად არ იყო ეს გაფრთხილებები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გრძელდება. ამას ემატება ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე იმ კანდიდატების წარდგენა, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა და შეიძლება ითქვას, უფრო გაუარესებული ვარიანტია, ვიდრე ამ პოსტზე თამარ ჟვანის დატოვება იქნებოდა. პრინციპში, ყველაფერ ამას ერთად თუ შევხედავთ, როგორც ჩანს, დასავლეთი და ჩვენი პარტნიორები საკმარისზე მეტად არიან შეშფოთებული არა იმდენად იმით, რაც უკვე მოხდა, არამედ იმით, რა მოლოდინებიც გაჩნდა არა მარტო ევროპაში, არამედ ჩნდება ქართულ საზოგადოებაში. ეს მოლოდინები მაინც და მაინც დამამშვიდებელი ნამდვილად არ არის იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივად, ორივე მხარე, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ ახალი დაპირისპირებისთვის. რა გამოსავალს ნახავს აქედან ან ევროპა, ან ჩვენ, ან ორივე ერთად, ძნელი სათქმელია, მაგრამ რეალობა ნამდვილად ასეთია.

ეს პრობლემა თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მშვიდი შემოდგომა ვერ გვექნება. როგორც ჩანს, ამას ხედავენ და გრძნობენ ევროპაში. სავარაუდოდ, სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ ჩამოვა შარლ მიშელი“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი შეფასებით, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე უმეტესი პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება.

„პასუხისმგებლობის დიდი წილი ყოველთვის ეკისრება ხელისუფლებას, რადგან ის პროცესს ქმნის. ამ პროცესის პასუხი რამდენად ადეკვატური უნდა იყოს და რამდენად მისაღები თავად საზოგადოებისთვის, ეს მნიშვნელოვანწილად ოპოზიციაზეც არის დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, არც ოპოზიცია არის პრაგმატული და პრაგმატულად ვერ აფასებს სიტუაციას. ამიტომ, რჩება ორპოლუსიანი საზოგადოება და ეს ყოველთვის დაპირიპირებას იწვევს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი განმარტებით, საპროტესტო აქციები პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად კი არ უნდა გაიმართოს, არამედ ქართულმა საზოგადოებამ გულწრფელი პროტესტი გამოხატოს.

„როგორც კი ჩნდება მეტ-ნაკებად ნეიტრალური პროტესტი, საზოგადოება მზადაა ამ პროტესტში მონაწილეობის მიღებისთვის, მაგრამ როგორც კი გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, ეს საზოგადოება გამოდის ამ პროცესიდან. ამიტომ ხდება ის, რაც დღესაა. სამწუხაროდ, ძალიან რთულია ადამიანისთვის ადგე და გააპროტესტო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ადამიანის უფლებების დარღვევა, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვისაც ეს ყველაფერი ახსოვს. ეს ასე მარტივი არ არის. თანაც გრძნობენ, ხვალ რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, 90%-იანი ალბათობა არის იმის, რომ იგივეს გააკეთებენ, რასაც აკეთებდნენ. ეს ყველაფერი მათ 9 - წლიან ოპოზიციურ მოღვაწეობაში ჩანს. როცა გამოდის მედია და პრემიერის გადადგომას ითხოვს, ამ ფონზე კი „პარადი“ მიჰყავს გვარამიას, გგონიათ, იქ ბევრი ხალხი იქნება? არ იქნება. ამას ვერ ხვდება პირველ რიგში, გვარამია და „ნაციონალური მოძრაობა“. პრობლემა ისაა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე შეცდომა გაიმეოროს ოპოზიციამ. უნდათ საპროტესტო აქცია? მაშინ ეს ხალხი გვერდზე უნდა გადგეს ან მეორე ვარიანტია - ქართულ საზოგადოებას თუ უნდა, რომ ქვეყანა ამ ურთიერთდაპირისპირებიდან გამოიყვანოს, დამოუკიდებლად უნდა გამართოს აქცია. 5 კაცი იქნება? კი ბატონო, იყოს, მაგრამ გვეცოდინება, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით ვინმეს „წისქვილზე წყალს კი არ დაასხამენ“ ან ვინმეს პოლიტიკურ დივიდენდს ან ქულებს კი არ მოუტანენ, არამედ მართლა გააპროტესტებენ იმას, რაც გასაპროტესტებელია. ამ მიმართულებით თუ წავა საზოგადოება, შეიძლება ოქტომბერში დიდი ალბათობით დაპირისპირებას ავცდეთ“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მომავალ კვირას საქართველოში ჩამოვა.

"კარგი იქნებოდა, ვინც არ მიცნობს, გაგვეცნო ერთმანეთი და შემდეგ გაკეთებულიყო შესაბამისი შეფასებები" - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი კრიტიკაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია გადაცემა "დღის ნიუსრუმი"