პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია „კახური ღვინის მარანი“  ქალაქ ლონდონში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან კონკურსზე „Decanter World Wine Awards“ 5 სახეობის ღვინით წარსდგა
კომპანია „კახური ღვინის მარანი“  ქალაქ ლონდონში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან კონკურსზე „Decanter World Wine Awards“ 5 სახეობის ღვინით წარსდგა

ქარ­თუ­ლი ღვი­ნის გემო და ხა­რის­ხი კვლავ მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს და შე­სა­ბა­მი­სად ფას­დე­ბა. ამის კი­დევ ერთი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ის, რომ კომ­პა­ნია „კა­ხუ­რი ღვი­ნის მა­რა­ნი“ ქა­ლაქ ლონ­დონ­ში ივ­ნის­ში გა­მარ­თულ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ და გავ­ლე­ნი­ან კონ­კურ­სზე „Decanter World Wine Awards“ 5 სა­ხე­ო­ბის ღვი­ნით წარ­სდგა და სა­ქარ­თვე­ლო­დან წარ­დგე­ნილ წი­თელ ღვი­ნო­ებს შო­რის პირ­ვე­ლად, „კა­ხუ­რი ღვი­ნის მარ­ნის“ ქვევ­რის „კა­ბერ­ნე-სა­ფე­რავს“ უმაღ­ლე­სი რან­გის ჯილ­დო - „Best in Show“ მი­ე­ნი­ჭა.

ეს ფაქ­ტი მარ­თლაც უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბაა არა მხო­ლოდ კომ­პა­ნი­ის, არა­მედ სრუ­ლი­ად ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში.

„Decanter World Wine Awards“ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ კონ­კურ­სად ით­ვლე­ბა. მას­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი ჯილ­დო­ე­ბი ხა­რის­ხის სან­დო­ო­ბის უმაღ­ლე­სი გა­რან­ტი­ით სარ­გებ­ლობს, რად­გან კონ­კურ­სის ჟი­უ­რი მსოფ­ლი­ოს უმაღ­ლე­სი რან­გის ღვი­ნის 170 ექ­სპერ­ტის­გან - მა­გის­ტრე­ბი­სა და სო­მე­ლი­ე­ე­ბის­გან შედ­გე­ბა. სწო­რედ მათ გა­მო­არ­ჩი­ეს მსფლი­ოს 56 ქვეყ­ნი­დან წარ­დგე­ნილ 18 000 სა­ხე­ო­ბის ღვი­ნოს შო­რის კომ­პა­ნია „კა­ხუ­რი ღვი­ნის მარ­ნის“ ქვევ­რის კა­ბერ­ნე სა­ფე­რა­ვი და მას უმაღ­ლე­სი ჯილ­დო და „Best in show“-ს მე­და­ლი გა­დას­ცეს.

„Decanter World Wine Awards“ -ის ჟი­უ­რის წევ­რე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბით, „კა­ხუ­რი ღვი­ნის მარ­ნის“ აღ­ნიშ­ნუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი თა­ვის თავ­ში აერ­თი­ა­ნებს ქვევრში და­ყე­ნე­ბუ­ლი წი­თე­ლი ღვი­ნის ყვე­ლა ტრა­დი­ცი­ულ გე­მოვ­ნურ და არო­მა­ტულ თვი­სე­ბას და ტა­ნი­ნე­ბის, სიტ­კბო­სა და მჟა­ვე­ბის სა­ო­ცარ ბა­ლანსს. სწო­რედ თა­ნა­მედ­რო­ვე და ტრა­დი­ცი­უ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ჰარ­მო­ნი­ულ­მა შერ­წყმამ და ორი კომ­პო­ნენ­ტის­გან (კა­ბერ­ნე/ სა­ფე­რა­ვი) შემ­დგა­რი ღვი­ნის გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის სწორ­მა კომ­პო­ნენ­ტურ­მა გა­და­ნა­წი­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია მისი ესო­დენ დიდი წარ­მა­ტე­ბა და მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო­ებს შო­რის სა­პა­ტიო ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა.

„კა­ხუ­რი ღვი­ნის მა­რა­ნი“ ათე­უ­ლი წლე­ბია, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ღვი­ნის ექ­სპორ­ტში კი 2009 წლი­დან ჩა­ერ­თო. ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე მას არა­ერ­თი აღი­ა­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად. კონ­კურ­სზე Decanter Asia wine awards ოქ­რო­თი და­ჯილ­დოვ­და კომ­პა­ნი­ის 2017 წლის „მა­ნა­ვი“ , არა­ერთ სხვა ღვი­ნოს აქვს „Decanter“-ზე მი­ღე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი ჯილ­დო. ბრი­უ­სე­ლის „მონ­დი­ა­ლის“ კონ­კურ­სზე კომ­პა­ნი­ის ქვევ­რის „სა­ფე­რავ­მა“ ვერ­ცხლის მე­და­ლი და­იმ­სა­ხუ­რა.

კომ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ღვი­ნის პრეს­ტი­ჟულ მა­ღა­ზი­ებ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ „კა­ხუ­რი ღვი­ნის მა­რანს“ სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ტი ექ­სპორტზე მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში გა­აქვს. აშშ-ში ის ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით და ასორ­ტი­მენ­ტი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი; პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ასე­ვე - სინ­გა­პურ­ში, ჩი­ნეთ­ში, რუ­სეთ­ში, ბე­ლო­რუს­ში, ევ­რო­პა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში ჰო­ლან­დი­ა­ში, შვე­დეთ­სა და ბრა­ზი­ლი­ა­ში.

და ბო­ლოს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი: არა­ერ­თგზის აღი­ა­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბა უდი­დე­სი მო­ტი­ვა­ტო­რია „კა­ხუ­რი ღვი­ნის მარ­ნის­თვის“ მუდ­მი­ვად სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ურ­თუ­ლეს გზა­ზე.

R

ავტორი:

კომპანია „კახური ღვინის მარანი“  ქალაქ ლონდონში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან კონკურსზე „Decanter World Wine Awards“ 5 სახეობის ღვინით წარსდგა

კომპანია „კახური ღვინის მარანი“  ქალაქ ლონდონში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან კონკურსზე „Decanter World Wine Awards“ 5 სახეობის ღვინით წარსდგა

ქართული ღვინის გემო და ხარისხი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, აღფრთოვანებას იწვევს და შესაბამისად ფასდება. ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ის, რომ კომპანია „კახური ღვინის მარანი“ ქალაქ ლონდონში ივნისში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან კონკურსზე „Decanter World Wine Awards“ 5 სახეობის ღვინით წარსდგა და საქართველოდან წარდგენილ წითელ ღვინოებს შორის პირველად, „კახური ღვინის მარნის“ ქვევრის „კაბერნე-საფერავს“ უმაღლესი რანგის ჯილდო - „Best in Show“ მიენიჭა.

ეს ფაქტი მართლაც უდიდესი წარმატებაა არა მხოლოდ კომპანიის, არამედ სრულიად ქართული ღვინის მსოფლიოში პოპულარიზაციის საქმეში.

„Decanter World Wine Awards“ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსად ითვლება. მასზე მოპოვებული ჯილდოები ხარისხის სანდოობის უმაღლესი გარანტიით სარგებლობს, რადგან კონკურსის ჟიური მსოფლიოს უმაღლესი რანგის ღვინის 170 ექსპერტისგან - მაგისტრებისა და სომელიეებისგან შედგება. სწორედ მათ გამოარჩიეს მსფლიოს 56 ქვეყნიდან წარდგენილ 18 000 სახეობის ღვინოს შორის კომპანია „კახური ღვინის მარნის“ ქვევრის კაბერნე საფერავი და მას უმაღლესი ჯილდო და „Best in show“-ს მედალი გადასცეს.

„Decanter World Wine Awards“ -ის ჟიურის წევრების დახასიათებით, „კახური ღვინის მარნის“ აღნიშნული ღვინოები თავის თავში აერთიანებს ქვევრში დაყენებული წითელი ღვინის ყველა ტრადიციულ გემოვნურ და არომატულ თვისებას და ტანინების, სიტკბოსა და მჟავების საოცარ ბალანსს. სწორედ თანამედროვე და ტრადიციული მახასიათებლების ჰარმონიულმა შერწყმამ და ორი კომპონენტისგან (კაბერნე/ საფერავი) შემდგარი ღვინის გემოვნური თვისებების სწორმა კომპონენტურმა გადანაწილებამ გამოიწვია მისი ესოდენ დიდი წარმატება და მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს შორის საპატიო ადგილის დამკვიდრება.

„კახური ღვინის მარანი“ ათეული წლებია, მევენახეობითაა დაკავებული, ღვინის ექსპორტში კი 2009 წლიდან ჩაერთო. ამ წლების მანძილზე მას არაერთი აღიარება და წარმატება ხვდა წილად. კონკურსზე Decanter Asia wine awards ოქროთი დაჯილდოვდა კომპანიის 2017 წლის „მანავი“ , არაერთ სხვა ღვინოს აქვს „Decanter“-ზე მიღებული უმაღლესი ჯილდო. ბრიუსელის „მონდიალის“ კონკურსზე კომპანიის ქვევრის „საფერავმა“ ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

კომპანიის პროდუქცია საქართველოში მხოლოდ ღვინის პრესტიჟულ მაღაზიებშია წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანია, რომ „კახური ღვინის მარანს“ საკუთარი პროდუქტი ექსპორტზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გააქვს. აშშ-ში ის ყველაზე დიდი რაოდენობით და ასორტიმენტითაა წარმოდგენილი; პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება ასევე - სინგაპურში, ჩინეთში, რუსეთში, ბელორუსში, ევროპაში, გერმანიაში ჰოლანდიაში, შვედეთსა და ბრაზილიაში.

და ბოლოს ყველაზე მთავარი: არაერთგზის აღიარება და წარმატება უდიდესი მოტივატორია „კახური ღვინის მარნისთვის“ მუდმივად სიახლეების ძიებისა და განვითარების ურთულეს გზაზე.

R

რა მოუვა თქვენს კანს, თუ მზისგან დამცავს ყოველდღიურად არ გამოიყენებთ

"ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურისა და ზესტაფონის სარაგბო კლუბების გენერალური სპონსორი გახდა

თეგეტაში საგზაო-სამშენებლო ტექნიკის დღე გაიმართა