ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება:
"ასრულდა სააკაშვილის ოცნება, ჟურნალისტი გარდაიცვალა!
სამარცხვინო იქნება ეს ტრაგიკული შემთხვევა ვიღაცამ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს!
მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას მშობლებს და ახლობლებს!
რამ გამოიწვია ლექსოს გარდაცვალება, ეს იყო თრომბო-ემბოლია თუ სხვა მიზეზით სიკვდილი, ექსპერტიზამ უნდა დადგინოს! ფაქტია ერთია რომ "ტვ პირველის" ოპერატორი ძალადობის მსხვერპლო გახდა. სააკაშვილი დიდი ხანია ოცნებობდა ასეთ გარემოებაზე, რითაც შეძლებდა ქვეყანაში სიტუაციის არევას და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ჯერ კიდევ მარტში ვამხილე სააკაშვილი, ხელისუფლების ჩამოშლისთვის "ტვ პირველის" გავლენიანი ჟურნალისტების შეწირვას რომ გეგმავდა! ყველას ემახსოვრება ჟურნალისტი გიორგი სანაიას მკვლელობის შესახებ, რამხელა აქციები ააგორა მიშამ, თუმცა ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ ქონდა ამ ფაქტთან! ახლაც იგივესა შეეცდება!
გამოძიებამ დეტალურად უნდა შეისწავლოს ვინ იყვნენ ლექსოზე თავდამსხმელები. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ჟურნალისტებზე ძალადობაში სააკაშვილის დაქირავებული რადიკალები მონაწილეობდნენ და პროვოცირებას უკეთებდნენ ცემას! არსებული ჩანაწერების საფუძველზე ყველა მონაწილის იდენტიფიცირება გამოძიებას არ უნდა გაუჭირდეს. ყველა დამნაშავე და მოძალადე უნდა დაისაჯოს!
ეხლა ვისმენ გამოსვლებს და იგრძნობა სააკაშვილის ხაზი! გამოძიება მხოლოდ ეხლა დაიწყო, ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა და უკვე ხელისუფლების შეცვლისკენ და აქციებისკენ მოუწოდებენ. სააკაშვილის რადიკალები შეეცდებიან ეს ფაქტი თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ. სააკაშვილი სიხარულს ვერ მალავს, მისის რადიკალები კი კულუარებში დავლურით ხტიან, „ეს რა საოცარი საჩუქარი მივიღეთ არჩევნების წინო“!
საზოგადოებამ სიდინჯე უნდა გამოიჩინოს და დესტაბილიზაციის საშუალება სააკაშვილს არ უნდა მიეცეს. ვერ გაუძლებს ჩვენი სამშობლო ამდენ თავსმოხვეულ ექსპერიმენტს. მათ ხომ ხელისუფლება აინტერესებთ და არა სახელმწიფოს სიძლიერე, მათი მართველობის პერიოდი ხომ ყველას კარგად გვახსოვს!
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დროულად ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, ყველა კითხვაზე პასუხი გაიცეს და ქვეყანაში სიმშვიდე შენარჩუნდეს!
დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად ქართულ მედიას და "ტვ პირველს". თქვენზე ბევრად არის დამოკიდებული თუ რა აზრს გავავრცელებთ. იმედი მაქვს, რომ არ მისცემთ საშუალებას თქვენი კოლეგა ლექსო ლაშქარავს გარდაცვალება საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა თავის ინტერესებში გამოიყენონ და ქვეყანაში სიტუაცია არინო. სამარცხვინო იქნება ეს ტრაგიკული შემთხვევა ვიღაცამ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, შვილმკვდარ დედას კი ცხონებულ ლექსოს ვერავინ დაუბრუნებს!"