პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა
თბილისში  მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა

10 ივ­ლისს, ინ­დო­ე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, თბი­ლის­ში ინ­დო­ე­თის ეროვ­ნულ გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი და არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რის, უდი­დე­სი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წის, მა­ჰათ­მა გან­დის ძეგლი გა­იხ­სნა, რაც გან­დის 150 წლის იუ­ბი­ლეს ეძღვნე­ბა.

ძეგლი, რომ­ლის ავ­ტო­რია ინ­დო­ე­ლი მო­ქან­და­კე გა­უ­ტამ პალი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჩუქ­რად გად­მო­ე­ცა ინ­დო­ე­თის მხრი­დან.

ძეგლის გახ­სნის ოფი­ცი­ა­ლურ ცე­რე­მო­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს და სი­ტყვით გა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი, ინ­დო­ე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სუბ­რაჰ­მა­ნი­ამ ჯა­ი­შან­კა­რი, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძე და სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ჰათ­მა გან­დის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე.

„დღეს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი დღეა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ინ­დო­ე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვმას­პინ­ძლობთ ინ­დო­ე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს დოქ­ტორ სუბ­რაჰ­მა­ნი­ამ ჯა­ი­შან­კარს და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მას­თან ერ­თად გავ­ხსნა ინ­დო­ე­ლი ხალ­ხის სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რის, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­დო­ე­თის ფუ­ძემ­დებ­ლის და მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი უდი­დე­სი ჰუ­მა­ნის­ტი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წის მა­ჰათ­მა გან­დის ძეგლი თბი­ლის­ში" , -გა­ნა­ცხა­და და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს, გან­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფი­ლო­სო­ფია, ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რო­გორც ეს წინა ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო, რად­გა­ნაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დღის წეს­რიგ­ში კვლავ არის ძა­ლა­დო­ბას­თან, რა­დი­კა­ლიზ­მთან, რა­სიზმსა და შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, უაღ­რე­სად აქ­ტუ­ა­ლუ­რი დატ­ვირ­თვას იძენს მა­ჰათ­მა გან­დის მშვი­დო­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის არ­გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის იდე­ო­ლო­გი­ის გლო­ბა­ლი­ზა­ცია.

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ დღე­ვან­დე­ლი დღე მე­ტად დატ­ვირ­თუ­ლი აღ­მოჩ­ნდა სა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტე­ბით. დღეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის ის­ტო­რი­უ­ლი და უაღ­რე­სად სუ­ლი­ე­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის მოვ­ლე­ნის მომსწრე­ნი გავ­ხდით – ბა­ტონ­მა მი­ნის­ტრმა ინ­დო­ე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­აბ­რძა­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს–პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რესს ილია II–ს პი­რა­დად გა­დას­ცა გო­ა­ში წმ. ავ­გუს­ტი­ნის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ნან­გრე­ვებ­ში გა­თხრე­ბის დროს აღ­მო­ჩე­ნი­ლი წმ. ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბის ერთი ფრაგ­მენ­ტი", - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა ზალ­კა­ლი­ან­მა.

მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ყვე­ლა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, თუ პი­როვ­ნე­ბას, ვინც ჩარ­თუ­ლი იყო დიდ­მო­წა­მე დე­დოფ­ლის წმინ­და ნა­წი­ლის გად­მო­ცე­მის პრო­ცეს­ში ინ­დო­ე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან. მი­ნის­ტრმა გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ნიშ­ნა მად­ლი­ე­რე­ბა ინ­დო­ე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­მი­ერ–მი­ნის­ტრის, ნა­რენ­დრა მო­დის მი­მარ­თე­ბით, ინ­დო­ე­თის მთავ­რო­ბის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სათ­ვის. „ეს ფაქ­ტი, ისე­ვე რო­გორც მა­ჰათ­მა გან­დის ძეგლის გახ­სნა თბი­ლის­ში, კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს ჩვენს ქვეყ­ნებ­სა და ხალ­ხებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გუ­ლი­თად და ის­ტო­რი­უ­ლად მე­გობ­რულ ხა­სი­ათს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
17

კომუნისტებსაც მეტისმეტად უყვარდათ! ტაში ამხანაგებო!

???
0

იქნებ მოგეფიქრებინათ და სად დაიდგა ისიც დაგეწერათ.

ავტორი:

თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა

თბილისში  მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა

10 ივლისს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა, რაც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება.

ძეგლი, რომლის ავტორია ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალი, საქართველოს საჩუქრად გადმოეცა ინდოეთის მხრიდან.

ძეგლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საქართველოში მაჰათმა განდის ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კაკაბაძე.

„დღეს ღირსშესანიშნავი დღეა საქართველოსა და ინდოეთის ურთიერთობების ისტორიაში. საქართველოში ვმასპინძლობთ ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს და მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მასთან ერთად გავხსნა ინდოელი ხალხის სულიერი ლიდერის, დამოუკიდებელი ინდოეთის ფუძემდებლის და მსოფლიოში აღიარებული უდიდესი ჰუმანისტისა და პოლიტიკური მოღვაწის მაჰათმა განდის ძეგლი თბილისში" , -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს, განდის ღირებულებები და ფილოსოფია, ისეთივე მნიშვნელოვანი და აქტუალურია, როგორც ეს წინა ათწლეულების განმავლობაში იყო, რადგანაც საერთაშორისო ცივილიზებული საზოგადოების დღის წესრიგში კვლავ არის ძალადობასთან, რადიკალიზმთან, რასიზმსა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები. ასეთ ვითარებაში, უაღრესად აქტუალური დატვირთვას იძენს მაჰათმა განდის მშვიდობისა და ძალადობის არგანხორციელების იდეოლოგიის გლობალიზაცია.

„მოხარული ვარ, რომ დღევანდელი დღე მეტად დატვირთული აღმოჩნდა სასიამოვნო ფაქტებით. დღეს ქართველი ხალხისთვის ისტორიული და უაღრესად სულიერი მნიშვნელობის მოვლენის მომსწრენი გავხდით – ბატონმა მინისტრმა ინდოეთიდან საქართველოში ჩამოაბრძანა და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II–ს პირადად გადასცა გოაში წმ. ავგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში გათხრების დროს აღმოჩენილი წმ. ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ერთი ფრაგმენტი", - განაცხადა მინისტრმა ზალკალიანმა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ორგანიზაციას, თუ პიროვნებას, ვინც ჩართული იყო დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის გადმოცემის პროცესში ინდოეთისა და საქართველოს მხრიდან. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა მადლიერება ინდოეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრის, ნარენდრა მოდის მიმართებით, ინდოეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებისათვის. „ეს ფაქტი, ისევე როგორც მაჰათმა განდის ძეგლის გახსნა თბილისში, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების გულითად და ისტორიულად მეგობრულ ხასიათს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

არემჯის საზაფხულო სკოლა 2021 იწყება

"არც ერთი პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს... ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"კატერინა ბლუმის შელახული ღირსება" წაკითხული გაქვთ? როგორ მიიყვანა ჟურნალისტმა ადამიანი თვითმკვლელობამდე..." - მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს