მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა 5 ივლისს?!
ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა 5 ივლისს?!

დღეს, რო­დე­საც 5 ივ­ლი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვნე­ბე­ბი ოდ­ნავ დამ­ცხრა­ლია, შეგ­ვიძ­ლია დავ­სვათ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი კი­თხვა - ვინ გა­ი­მარ­ჯვა და ვინ და­მარ­ცხდა 5 ივ­ლისს?! პა­სუ­ხი ძა­ლი­ან მძი­მე და და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია.

თუმ­ცა სა­ნამ ამ კი­თხვას ვუ­პა­სუ­ხებ­დეთ, მა­ნამ­დე 2021 წლის 5 ივ­ლი­სის იმი­ტა­ცია ვცა­დოთ და წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რა მოხ­დე­ბო­და, რომ "ღირ­სე­ბის მარ­ში“ ყო­ველ­გვა­რი კონ­ტრაქ­ცი­ე­ბის გა­რე­შე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. რა მოხ­დე­ბო­და და ის მოხ­დე­ბო­და, რომ იმ დღეს შე­საძ­ლოა, მე­დი­ის­თვი­საც კი არ ყო­ფი­ლი­ყო ეს მთა­ვა­რი თემა, მე­ო­რე დღეს კი სა­ერ­თოდ არა­ვის ემახ­სოვ­რე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მოხ­და ის, რაც მოხ­და და მთე­ლი მსოფ­ლიო შე­მო­ი­ა­რა ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე ნა­დი­რო­ბის, ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შის დაწ­ვის და იმ სა­ზა­რელ­მა კად­რებ­მა, რო­მე­ლიც ქა­ბულს უფრო მო­გა­გო­ნებ­დათ, ვიდ­რე ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქს.

თბი­ლის­ში ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შის დაწ­ვით რუ­სებ­მა ისე გა­ი­ხა­რეს, თით­ქოს ბერ­ლი­ნი მე­ო­რედ აე­ღოთ. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ქუჩა-ქუჩა დევ­ნას კი დღეს "თა­ლი­ბა­ნიც“ აღარ კად­რუ­ლობს.

მო­დით, ვნა­ხოთ, ვინ და­მარ­ცხდა 5 ივ­ლისს:

და­მარ­ცხდნენ, პირ­ველ რიგ­ში, კონ­ტრაქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რად­გან ახალ­გაზ­რდა გოგო-ბი­ჭებ­ზე ჯგუ­ფუ­რად ძა­ლა­დო­ბის იარ­ლიყს ისი­ნი ვე­რა­სო­დეს მო­ი­შო­რე­ბენ. ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ნა­წი­ლის­თვი­საც კი სა­მარ­ცხვი­ნოა მათ­თან რა­ი­მე კავ­ში­რის ქონა. თუ კონ­ტრაქ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მათ გა­ი­მარ­ჯვეს, რად­გან "ღირ­სე­ბის მარ­ში“ არ ჩა­ტარ­და, მწა­რედ ცდე­ბი­ან. ბოლო 5 წე­ლი­წად­ში დღე­ში სამ-სამ­ჯერ რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო რუს­თა­ველ­ზე პრა­ი­დი, ისეთ რეკ­ლა­მას ვერ გა­უ­წევ­და ვე­რა­ვინ, რაც გა­უ­წი­ეს კონ­ტრაქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რბე­ვა-მტვრე­ვით და იმ­ხე­ლა გრან­ტე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც არ გა­უჩ­ნდე­ბო­დათ, რაც ახლა, ამ აგ­რე­სი­უ­ლი ბრბოს "მონ­დო­მე­ბით“ გა­უჩ­ნდათ...

გარ­კვე­ულ­წი­ლად, და­მარ­ცხდა "თბი­ლი­სი პრა­ი­დიც“. დიახ, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს მათ­თა­ნაც აქვს პრე­ტენ­ზია - თუ იცი, რომ რა­დი­კა­ლურ ჯგუ­ფებს ხე­ლე­ბი ექა­ვე­ბათ და მზად არი­ან ნგრე­ვა-მტვრე­ვის­თვის, შე­საძ­ლოა, ცოტა უფრო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­იქ­ცე ლო­კა­ცი­ის ან გა­მო­ხატ­ვის ფორ­მე­ბის კუ­თხით.

და­მარ­ცხდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც. 5 ივ­ლისს პო­ლი­ცი­ის ქა­ო­ტურ­მა ქმე­დე­ბებ­მა ოპო­ზი­ცი­ას მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ე­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ნა ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­ში. გარ­და ამი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია უცხო­ურ დი­პ­კორ­პუს­თან, მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე კი 5 ივ­ლისს წარ­მო­ჩინ­და, რო­გორც უუ­ნა­რო.

და­მარ­ცხდა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. კერ­ძოდ, და­სავ­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას (პო­ლი­ტი­კო­სებს და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე­ებს არ ვგუ­ლის­ხმობ) შე­საძ­ლოა, გა­უჩ­ნდეთ ძა­ლი­ან დიდი ეჭვი, რომ მა­სობ­რი­ვად ყვე­ლა­ნი ხომ არ ვართ ვე­ლუ­რე­ბი და უკი­დუ­რე­სად შე­უ­წყნა­რებ­ლე­ბი?! თა­ვი­დან მოგ­ვი­წევს იმის ახ­სნა, თუ რა­ტომ ვიმ­სა­ხუ­რებთ და­სავ­ლე­თის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ქოლ­გის ქვეშ ყოფ­ნას?!

და ბო­ლოს - და­მარ­ცხდა სა­ქარ­თვე­ლო. 5 ივ­ლისს ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს ისე­თი ან­ტი­რეკ­ლა­მა გა­უ­კეთ­და მსოფ­ლი­ო­ში, მტე­რიც რომ ვერ ინატ­რებ­და. თან რო­დის - ზა­ფხულ­ში, რო­დე­საც ტუ­რის­ტებს თი­თებ­ზე ვით­ვლით და თან მა­შინ, რო­დე­საც ევ­რო­პა­ში თავი მოგ­ვაქვს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ქვეყ­ნად. გარ­და ამი­სა, 6-თვი­ან პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­გა­დავ­ლი­ლი ქვე­ყა­ნა ნელ-ნელა მშვიდ­დე­ბო­და და ეხლა თა­ვი­დან აი­შა­ლა.

ვინ გა­ი­მარ­ჯვა? მისი მი­სა­მარ­თი მარ­ტი­ვია - მოს­კო­ვი, კრემ­ლი, პუ­ტი­ნი. დიახ, 5 ივ­ლისს თბი­ლის­ში მოს­კოვ­მა გა­ი­მარ­ჯვა. სწო­რედ მისი სტრა­ტე­გი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დის­კრე­დი­ტა­ცია და იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას არც მენ­ტა­ლუ­რად და არც პო­ლი­ტი­კუ­რად და­სავ­ლეთ­ში არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა და "უფ­რო­სი ძმის“ კუ­რა­ტო­რო­ბის ქვეშ უნდა იყოს. გარ­და ამი­სა, რუ­სე­თის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის თვალ­ში და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი და "ფე­ი­კუ­რი“ სა­ხით წარ­მო­ჩე­ნა. რუ­სე­თის კი­დევ ერთი მი­ზა­ნია, ქვე­ყა­ნა­ში მუდ­მი­ვად იყოს და­ძა­ბუ­ლი, აშ­ლი­ლი ვი­თა­რე­ბა, რად­გან ამ რყე­ვა-რყე­ვით ერთ დღე­საც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ი­შა­ლოს.

დიახ, ქალ­ბა­ტო­ნე­ბო და ბა­ტო­ნე­ბო, 5 ივ­ლისს ჩვენ ყვე­ლა­ნი დავ­მარ­ცხდით, ვლა­დი­მირ ვლა­დი­მი­რო­ვი­ჩის გარ­და.

ავ­ტო­რი: ლე­ვან რაზ­მა­ძე

მკითხველის კომენტარები / 103 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერმონია
16

სულ დამარცხებულები იქნებით, სანამ წერაკითხვას არ მოკიდებთ ხელს...

www
59

საართველოს ჰყავს ვიგინდარა მთავრობა!

ავტორი:

ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა 5 ივლისს?!

ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა 5 ივლისს?!

დღეს, როდესაც 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ვნებები ოდნავ დამცხრალია, შეგვიძლია დავსვათ ძალიან მარტივი კითხვა - ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა 5 ივლისს?! პასუხი ძალიან მძიმე და დამაფიქრებელია.

თუმცა სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, მანამდე 2021 წლის 5 ივლისის იმიტაცია ვცადოთ და წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, რომ "ღირსების მარში“ ყოველგვარი კონტრაქციების გარეშე ჩატარებულიყო. რა მოხდებოდა და ის მოხდებოდა, რომ იმ დღეს შესაძლოა, მედიისთვისაც კი არ ყოფილიყო ეს მთავარი თემა, მეორე დღეს კი საერთოდ არავის ემახსოვრებოდა. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა და მთელი მსოფლიო შემოიარა ჟურნალისტებზე ნადირობის, ევროკავშირის დროშის დაწვის და იმ საზარელმა კადრებმა, რომელიც ქაბულს უფრო მოგაგონებდათ, ვიდრე ცივილიზებული ქვეყნის დედაქალაქს.

თბილისში ევროკავშირის დროშის დაწვით რუსებმა ისე გაიხარეს, თითქოს ბერლინი მეორედ აეღოთ. ჟურნალისტების ქუჩა-ქუჩა დევნას კი დღეს "თალიბანიც“ აღარ კადრულობს.

მოდით, ვნახოთ, ვინ დამარცხდა 5 ივლისს:

დამარცხდნენ, პირველ რიგში, კონტრაქციის მონაწილეები, რადგან ახალგაზრდა გოგო-ბიჭებზე ჯგუფურად ძალადობის იარლიყს ისინი ვერასოდეს მოიშორებენ. ასევე, საზოგადოების კონსერვატიული ნაწილისთვისაც კი სამარცხვინოა მათთან რაიმე კავშირის ქონა. თუ კონტრაქციის ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ მათ გაიმარჯვეს, რადგან "ღირსების მარში“ არ ჩატარდა, მწარედ ცდებიან. ბოლო 5 წელიწადში დღეში სამ-სამჯერ რომ ჩატარებულიყო რუსთაველზე პრაიდი, ისეთ რეკლამას ვერ გაუწევდა ვერავინ, რაც გაუწიეს კონტრაქციის მონაწილეებმა რბევა-მტვრევით და იმხელა გრანტების მიღების შესაძლებლობაც არ გაუჩნდებოდათ, რაც ახლა, ამ აგრესიული ბრბოს "მონდომებით“ გაუჩნდათ...

გარკვეულწილად, დამარცხდა "თბილისი პრაიდიც“. დიახ, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს მათთანაც აქვს პრეტენზია - თუ იცი, რომ რადიკალურ ჯგუფებს ხელები ექავებათ და მზად არიან ნგრევა-მტვრევისთვის, შესაძლოა, ცოტა უფრო დიპლომატიურად მოიქცე ლოკაციის ან გამოხატვის ფორმების კუთხით.

დამარცხდა ხელისუფლებაც. 5 ივლისს პოლიციის ქაოტურმა ქმედებებმა ოპოზიციას მისცა საშუალება ხელისუფლება დაედანაშაულებინა ძალადობის წახალისებაში. გარდა ამისა, ხელისუფლება ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია უცხოურ დიპკორპუსთან, მოსახლეობის წინაშე კი 5 ივლისს წარმოჩინდა, როგორც უუნარო.

დამარცხდა მთელი საზოგადოება. კერძოდ, დასავლურ საზოგადოებას (პოლიტიკოსებს და საქართველოს საკითხებზე მომუშავეებს არ ვგულისხმობ) შესაძლოა, გაუჩნდეთ ძალიან დიდი ეჭვი, რომ მასობრივად ყველანი ხომ არ ვართ ველურები და უკიდურესად შეუწყნარებლები?! თავიდან მოგვიწევს იმის ახსნა, თუ რატომ ვიმსახურებთ დასავლეთის ცივილიზაციის ქოლგის ქვეშ ყოფნას?!

და ბოლოს - დამარცხდა საქართველო. 5 ივლისს ჩვენს სახელმწიფოს ისეთი ანტირეკლამა გაუკეთდა მსოფლიოში, მტერიც რომ ვერ ინატრებდა. თან როდის - ზაფხულში, როდესაც ტურისტებს თითებზე ვითვლით და თან მაშინ, როდესაც ევროპაში თავი მოგვაქვს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად. გარდა ამისა, 6-თვიან პოლიტიკურ კრიზისგადავლილი ქვეყანა ნელ-ნელა მშვიდდებოდა და ეხლა თავიდან აიშალა.

ვინ გაიმარჯვა? მისი მისამართი მარტივია - მოსკოვი, კრემლი, პუტინი. დიახ, 5 ივლისს თბილისში მოსკოვმა გაიმარჯვა. სწორედ მისი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საერთაშორისო არენაზე საქართველოს დისკრედიტაცია და იმის დამტკიცება, რომ ჩვენს ქვეყანას არც მენტალურად და არც პოლიტიკურად დასავლეთში არაფერი ესაქმება და "უფროსი ძმის“ კურატორობის ქვეშ უნდა იყოს. გარდა ამისა, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საქართველოს მოსახლეობის თვალში დასავლური ღირებულების დამახინჯებული და "ფეიკური“ სახით წარმოჩენა. რუსეთის კიდევ ერთი მიზანია, ქვეყანაში მუდმივად იყოს დაძაბული, აშლილი ვითარება, რადგან ამ რყევა-რყევით ერთ დღესაც ქართული სახელმწიფო საბოლოოდ ჩამოიშალოს.

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, 5 ივლისს ჩვენ ყველანი დავმარცხდით, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის გარდა.

ავტორი: ლევან რაზმაძე

"დაისაჯონ დამნაშავეები", "გადადგეს მკვლელი ღარიბაშვილი" - პრემიერის საცხოვრებელ სახლთან აქციაზე ერთი პირი დააკავეს

"არ შეიძლება, ვამბობდეთ, რომ მივდივართ დასავლეთისკენ და იმავდროულად, საქმით ვემსგავსებოდეთ, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეას" - დაუწესდება თუ არა საქართველოს სანქციები?

"საჭიროა ძლიერი გზავნილი ხელისუფლებისგან, რომ ვინც ძალადობა წაახალისა და ვინც დაესხა თავს მოქალაქეებს, ამას ექნება შედეგები მათთვის" - აშშ-ის ელჩი