“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, 5-6 ივლისს “პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლებაა დამნაშავე და ამიტომ “პრემიერ-მინისტრი და მთავრობა უნდა გადადგეს”.
გოცირიძეს აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით დამნაშავეები არ დაისჯებიან და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასობით მოძალადეა იდენტიფიცირებული, საჩვენებლად მხოლოდ 2-3 ადამიანს დატოვებენ საპატიმროში.
„ვხედავთ, რომ ასობით ველური მოძალადე არის იდენტიფიცირებული, ყველა გაუშვეს, ალბათ 2-3 ადამიანს ჩატოვებენ საჩვენებლად, შემდეგ რაღაცას გაუფორმებენ და ამით დასრულდება. შედეგით - დაისჯება თუ არა ეს ხალხი, იქნება განსაზღვრული, რა როლი მიუძღოდა ხელისუფლებას. ხელისუფლება რომ არის დამნაშავე და წამქეზებელი, ამაში ორი აზრი არ არის. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი, მიყვეს მთავრობა და შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს ადამიანები არიან დამნაშავეები. მათ გაწირეს პატიოსანი, რიგითი პოლიციელები. რაგბის ილეთებით, ხელჩაკიდებულები უტევნდნენ პოლიციელებს, ანგრევდნენ კედელს და პოლიციის ხელმძღვანელობა ჩახუტებული საუბრობდა ქუჩაში მოძალადეების ლიდერებთან და მათთან ფილოსოფიურ განსჯებში იყო, ნაცვლად იმისა, რომ მოეკიდა ყურში ხელი და კინწისკვრით გაეყარათ”,- განაცხადა გოცირიძემ.
უნდა გადადგეს ღარიბაშვილი და მიეცეს პასუხისგებაში,ზონდერებთან გარიგების გამო.უნდა გადადგეს გომელაური დამნაშავე ღარიბაშვილთან შეთანხმებით მოქმედების გამო და მიეცეს პასუხისგებაში. 5 ივლისი და 53 მედიის თანამშრომელზე სასტიკი თავდასხმა და დაჩეხილი პოლონელი ტურისტი არავის დაავიწყდება.
შენ ,რომ არ აგე პასუხი ხალხის გაუბედურებაში ერთ დროს იმიტომ გაქვს დიდი ენა,მაგრამ მანდაც ოპოზიციის მანტიით გახვეულმა თავი შეაცოდე ეგრეთწოდებულ საზღვარგარეთელ მეგობრებს,ჩვენი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის საუბედუროდ ვერადავერ ასრულდა ილიას სიტყვები თორემ შენ სადაც უნდა იჯდე კი ვიცით და შენისთანა რამდენი დაშლიგინებს კიდე გარეთ. ჯერ შენ აგე პასუხი და მერე სხვაზე მოინდომე