ავტორი:

"არაკომპეტენტურობის პიკი, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი... ეს სახელმწიფოს ჩამოშლაა" - გიორგი გახარია ბოლო დღეების მოვლენებზე

"არაკომპეტენტურობის პიკი, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი... ეს სახელმწიფოს ჩამოშლაა" - გიორგი გახარია ბოლო დღეების მოვლენებზე

თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია გამოეხმაურა. მან მმართველი პარტია არაკომპეტენტურობასა და უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.

"ეს იყო უმძიმესი საყურებელი პოლიტიკური მოვლენა, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, როდესაც ხალმწიფო ვერ იცავდა კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ტურისტები. ეს იყო გამოხატულება უუნარობის. არაკომპეტენტურობის პიკი. ადამიანებს ასე ესმით, თურმე, სახელმწიფო, რომ სახელმწიფომ თუ გამაფრთხილა მე რისკების შესახებ, ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებასა და კონსტიტუციური წესრიგის დამყარებაზე და შენარჩუნებაზე ქვეყანაში, თურმე, სხვები არიან პასუხისმგებელი. ეს უკვე უსუსურობაა.

მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები ამას ყველაფერს აბრალებენ ყველას მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ მემარჯვენეებს, როცა აწყობთ მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე, ეს კი უპასუხისმგებლობაა. ამ ადამიანებს უბრალოდ, სახელმწიფოს ფუნქცია რა არის, გააზრებული არ აქვთ. ეს სახიფათოა. სახელმწიფომ გვითხრა, რომ მეო თქვენ გაგაფრთხილეთო, მე გვერდზე გავდგებიო და თქვენ მოქალაქეებმა ერთმანეთში გაარკვიეთო ურთიერთობა. ეს იყო უკიდურესად უპასუხისმგებლო ქმედება. ძალადობა შობს მხოლოდ ძალადობას და ეს ყველაფერი ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ. არაკომპეტენტურობის გარდა, ეს ყველაფერი არის სახელმწიფოსთვის პირდაპირ მიყენებული ზიანი, ეს ფაქტობრივად სახელმწიფოს ჩამოშლაა".

"პრემიერი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში... გულდასაწყვეტი იყო, რომ იმ დღეებში ვერ ვნახეთ ძლიერი ლიდერობა" - კელი დეგნანი

"მტერსაც, ოკუპანტსაც უნდა ველაპარაკოთ - პრაგმატულად, ცივი გონებით" - გიორგი გახარია რუსეთთან ურთიერთობებზე

"ეს იყო იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის..." - როგორ ეხმაურება კელი დეგნანი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს?