Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"გაიძახის, თითქოს სუს-ის აგენტი და "ზონდერი" ვარ - ასე ცხოვრობენ ესენი, ასე მოვიდნენ აქამდე..." - რა თქვა სასამართლოში ძიუდოისტმა უგულავაზე და რას პასუხობს მას პოლიტიკოსი
"გაიძახის, თითქოს სუს-ის აგენტი და "ზონდერი" ვარ - ასე ცხოვრობენ ესენი, ასე მოვიდნენ აქამდე..." - რა თქვა სასამართლოში ძიუდოისტმა უგულავაზე და რას პასუხობს მას პოლიტიკოსი

და­ვი­ნა­ხე, რომ გიგი უგუ­ლა­ვა და და­ვით პარ­კა­ძე ერ­თმა­ნეთს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ, რის შემ­დე­გაც ჩავ­დე­ქი შუ­ა­ში, ვერ ვხვდე­ბო­დი რა­ტომ აგი­ნებ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ამ დროს მუშ­ტი მო­იქ­ნია გიგი უგუ­ლა­ვამ და მო­მარ­ტყა თვალ­ში, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ე.წ. აე­რო­პორ­ტის ინ­ცი­დენ­ტის საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბილ­მა ძი­უ­დო­ის­ტმა ბად­რი გა­ვა­შე­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წლის 11 დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში მის მე­გო­ბარ და­ვით პარ­კა­ძეს­თან ერ­თად მი­ვი­და და ერთ-ერთ კა­ფე­ში შეს­ვლის შემ­დეგ და­ი­ნა­ხა რო­გორ აყე­ნებ­დნენ უგუ­ლა­ვა და პარ­კა­ძე სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას ერ­თმა­ნეთს, რის შემ­დე­გაც და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

“2019 წლის 11 დე­კემ­ბერს მე და ჩემი მე­გო­ბა­რი და­ვით პარ­კა­ძე მი­ვემ­გზავ­რე­ბო­დით უკ­რა­ი­ნა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 23:00 სა­ათ­ზე მი­ვე­დით აე­რო­პორ­ტში. მე­ო­რე სარ­თულ­ზე ვე­ლო­დე­ბო­დით გაფ­რე­ნას. რამ­დე­ნი­მე წუთი გვქონ­და დრო და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მთხო­ვა კა­ფე­ში შევ­სუ­ლი­ყა­ვით. შეს­ვლის­თა­ნა­ვე შე­მო­მეს­მა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ხმა­უ­რი, და­ვი­ნა­ხე, რომ გიგი უგუ­ლა­ვა და და­ვით პარ­კა­ძე ერ­თმა­ნეთს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ, რის შემ­დე­გაც ჩავ­დე­ქი შუ­ა­ში, ვერ ვხვდე­ბო­დი რა­ტომ აგი­ნებ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ამ დროს მუშ­ტი მო­იქ­ნია გიგი უგუ­ლა­ვამ და მო­მარ­ტყა თვალ­ში, მე ხელი ვკა­რი და მო­გე­რი­ე­ბის მიზ­ნით მო­ვი­შო­რე თა­ვი­დან, ცალ­კე ჩემს მე­გო­ბარს ვაშ­ვე­ლებ­დი, რამ­დენ­ჯერ­მე ხელი მო­მიქ­ნი­ეს და მო­მარ­ტყეს, ვი­ჭი­და­ვეთ და წა­ვი­ქე­ცით, რა დრო­საც მო­ვი­და პო­ლი­ცია და გა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს”, - აღ­ნიშ­ნა ბად­რი გა­ვა­შე­ლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, არ აქვს სურ­ვი­ლი, რომ უგუ­ლა­ვას ამ საქ­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რა­ი­მე ზი­ა­ნი მი­ად­გეს და მის ამ­ნის­ტი­რე­ბა­ზე თა­ნახ­მაა.

"არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, რომ მას ამ ინ­ცი­დენ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ზი­ა­ნი მი­ად­გეს. ჩემი მხრი­დან ამ­ნის­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ არის”, - აღ­ნიშ­ნა გა­ვა­შე­ლიშ­ვილ­მა.

მან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გიგი უგუ­ლა­ვას მი­მარ­თა, რომ „გონს მო­ე­გოს და სი­ტყვებს და­უკ­ვირ­დეს“.

"მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ძა­ხის, თით­ქოს სუს-ის აგენ­ტი და „ზონ­დე­რი“ ვარ, ბრალს მდებს, რომ ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ა­ზე ვჩხუ­ბობ­დი და ხალ­ხს ვარ­ბევ­დი. მსგავს ინ­ცი­დენ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­მი­ღია. ცოტა გონს მო­ე­გეთ, თქვენს სი­ტყვებს და­უკ­ვირ­დით, ვის რას ეუბ­ნე­ბით. მაბ­რა­ლებს, აქ­ცი­ა­ზე თქვენ ჩხუ­ბობ­დი­თო, მსგავ­სი არა­ფე­რი არ ყო­ფი­ლა. თუ სა­ჯა­როა, შე­გიძ­ლი­ათ ეს კად­რე­ბი ამო­ი­ღოთ. ასე ცხოვ­რო­ბენ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ესე­ნი, ასე მო­ვიდ­ნენ აქამ­დე", - აღ­ნიშ­ნა ბად­რი გა­ვა­შე­ლიშ­ვილ­მა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი თა­ვად გიგი უგუ­ლა­ვა­მაც გა­ა­კე­თა.

უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, მათ მა­გი­დას­თან ძი­უ­დო­ის­ტი ბად­რი გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი და­ვით პარ­კა­ძე შეგ­ნე­ბუ­ლად მი­ვი­და და გა­მომ­წვე­ვად და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, რის შემ­დე­გაც გა­ვა­შე­ლიშ­ვილს გაშ­ვე­ლე­ბა არც და­უ­წყია და პირ­და­პირ ჩხუბ­ზე გა­და­ვი­და.

ამას უშ­ვე­ბა ორი გრო­შის გამო სის­ტე­მას­თან და ეშ­მაკ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ადა­მი­ანს, ამ დეგ­რა­დი­რე­ბულ არ­სე­ბას სულ ასე და­მალ­ვა მო­უ­წევს. მას მო­უ­წევს სი­მარ­თლის თქმა, ეს სუ­ბი­ექ­ტი არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ძა­ლა­დე. ამ საქ­მე­ში არის მხო­ლოდ აბ­სურ­დი, რა­საც ჰქვია ივა­ნიშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო, ადრე თუ გვი­ან ეს ვაჟ­კა­ცი მოყ­ვე­ბა რო­გორ და­ა­ვა­ლეს მას და პარ­კა­ძეს თავ­დას­ხმა, ეს უნდა მოხ­დეს იმი­ტომ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი აღარ მოხ­დეს.

ამ ადა­მი­ა­ნებს და­ა­ვა­ლეს ჩვენ­ზე თავ­დას­ხმა, მო­ვი­და ჯერ პარ­კა­ძე შეგ­ნე­ბუ­ლად ჩვენს მა­გი­დას­თან და გა­მომ­წვე­ვად და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, ამის შემ­დეგ მო­ვი­და გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც სი­ტყვი­ე­რი სა­უ­ბა­რი და გაშ­ვე­ლე­ბა არც და­უ­წყია, პირ­და­პირ ჩხუ­ბი და­ი­წყო. ისიც ვერ თქვა, სა­ი­დან არის მისი მა­ი­სუ­რი და­ხე­უ­ლი, თუ ადა­მი­ანს მუშტს და­არ­ტყამ თვალ­ში, ამით მა­ი­სუ­რი ვერ და­ი­ხე­ვა. ესე­ნი არი­ან მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, მაგ­რამ უჭირთ ამ საქ­მის „გაპ­რა­ვე­ბა“, ხვდე­ბი­ან, რომ ეს საქ­მე არის აბ­სურ­დი და მათ ბუ­მე­რან­გი­ვით უბ­რუნ­დე­ბათ”, - აღ­ნიშ­ნა გიგი უგუ­ლა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში 2019 წლის 11 დე­კემ­ბერს მოხ­და. გიგი უგუ­ლა­ვას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. მას ძი­უ­დო­ისტ ბად­რი გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლის ცე­მას ედა­ვე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანი
5

რა (საყვარელი) და (დაუცველია),,,,აი მესმის (ძიუდოისტი თუ მოკრივე,,,,რა მნისვნელობაააა

 

ლია
14

გვჯერა,,,,გვჯერა,,,აბა,,,რააა.../გაუძელი//////////////////

ავტორი:

"გაიძახის, თითქოს სუს-ის აგენტი და "ზონდერი" ვარ - ასე ცხოვრობენ ესენი, ასე მოვიდნენ აქამდე..." - რა თქვა სასამართლოში ძიუდოისტმა უგულავაზე და რას პასუხობს მას პოლიტიკოსი

"გაიძახის, თითქოს სუს-ის აგენტი და "ზონდერი" ვარ - ასე ცხოვრობენ ესენი, ასე მოვიდნენ აქამდე..." - რა თქვა სასამართლოში ძიუდოისტმა უგულავაზე და რას პასუხობს მას პოლიტიკოსი

დავინახე, რომ გიგი უგულავა და დავით პარკაძე ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის შემდეგაც ჩავდექი შუაში, ვერ ვხვდებოდი რატომ აგინებდნენ ერთმანეთს. ამ დროს მუშტი მოიქნია გიგი უგულავამ და მომარტყა თვალში, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. აეროპორტის ინციდენტის საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ძიუდოისტმა ბადრი გავაშელიშვილმა განაცხადა.

გავაშელიშვილის ინფორმაციით, 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის აეროპორტში მის მეგობარ დავით პარკაძესთან ერთად მივიდა და ერთ-ერთ კაფეში შესვლის შემდეგ დაინახა როგორ აყენებდნენ უგულავა და პარკაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთმანეთს, რის შემდეგაც დაპირისპირება მოხდა.

“2019 წლის 11 დეკემბერს მე და ჩემი მეგობარი დავით პარკაძე მივემგზავრებოდით უკრაინაში, დაახლოებით 23:00 საათზე მივედით აეროპორტში. მეორე სართულზე ველოდებოდით გაფრენას. რამდენიმე წუთი გვქონდა დრო და ჩემმა მეგობარმა მთხოვა კაფეში შევსულიყავით. შესვლისთანავე შემომესმა შეურაცხმყოფელი ხმაური, დავინახე, რომ გიგი უგულავა და დავით პარკაძე ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის შემდეგაც ჩავდექი შუაში, ვერ ვხვდებოდი რატომ აგინებდნენ ერთმანეთს. ამ დროს მუშტი მოიქნია გიგი უგულავამ და მომარტყა თვალში, მე ხელი ვკარი და მოგერიების მიზნით მოვიშორე თავიდან, ცალკე ჩემს მეგობარს ვაშველებდი, რამდენჯერმე ხელი მომიქნიეს და მომარტყეს, ვიჭიდავეთ და წავიქეცით, რა დროსაც მოვიდა პოლიცია და გამოგვიყვანეს”, - აღნიშნა ბადრი გავაშელიშვილმა.

მისივე თქმით, არ აქვს სურვილი, რომ უგულავას ამ საქმის დასრულების შემდეგ რაიმე ზიანი მიადგეს და მის ამნისტირებაზე თანახმაა.

"არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ მას ამ ინციდენტიდან გამომდინარე ზიანი მიადგეს. ჩემი მხრიდან ამნისტიასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზიები არ არის”, - აღნიშნა გავაშელიშვილმა.

მან სასამართლო პროცესზე გიგი უგულავას მიმართა, რომ „გონს მოეგოს და სიტყვებს დაუკვირდეს“.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში გაიძახის, თითქოს სუს-ის აგენტი და „ზონდერი“ ვარ, ბრალს მდებს, რომ ნოემბრის აქციაზე ვჩხუბობდი და ხალხს ვარბევდი. მსგავს ინციდენტებში მონაწილეობა ცხოვრებაში არ მიმიღია. ცოტა გონს მოეგეთ, თქვენს სიტყვებს დაუკვირდით, ვის რას ეუბნებით. მაბრალებს, აქციაზე თქვენ ჩხუბობდითო, მსგავსი არაფერი არ ყოფილა. თუ საჯაროა, შეგიძლიათ ეს კადრები ამოიღოთ. ასე ცხოვრობენ მთელი ცხოვრება ესენი, ასე მოვიდნენ აქამდე", - აღნიშნა ბადრი გავაშელიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი თავად გიგი უგულავამაც გააკეთა.

უგულავას განცხადებით, მათ მაგიდასთან ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე შეგნებულად მივიდა და გამომწვევად დაიწყო საუბარი, რის შემდეგაც გავაშელიშვილს გაშველება არც დაუწყია და პირდაპირ ჩხუბზე გადავიდა.

ამას უშვება ორი გროშის გამო სისტემასთან და ეშმაკთან გაფორმებული ხელშეკრულება ადამიანს, ამ დეგრადირებულ არსებას სულ ასე დამალვა მოუწევს. მას მოუწევს სიმართლის თქმა, ეს სუბიექტი არის ჩვეულებრივი მოძალადე. ამ საქმეში არის მხოლოდ აბსურდი, რასაც ჰქვია ივანიშვილის სასამართლო, ადრე თუ გვიან ეს ვაჟკაცი მოყვება როგორ დაავალეს მას და პარკაძეს თავდასხმა, ეს უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები აღარ მოხდეს.

ამ ადამიანებს დაავალეს ჩვენზე თავდასხმა, მოვიდა ჯერ პარკაძე შეგნებულად ჩვენს მაგიდასთან და გამომწვევად დაიწყო საუბარი, ამის შემდეგ მოვიდა გავაშელიშვილი, რომელსაც სიტყვიერი საუბარი და გაშველება არც დაუწყია, პირდაპირ ჩხუბი დაიწყო. ისიც ვერ თქვა, საიდან არის მისი მაისური დახეული, თუ ადამიანს მუშტს დაარტყამ თვალში, ამით მაისური ვერ დაიხევა. ესენი არიან მოძალადეები, მაგრამ უჭირთ ამ საქმის „გაპრავება“, ხვდებიან, რომ ეს საქმე არის აბსურდი და მათ ბუმერანგივით უბრუნდებათ”, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.

"პრემიერი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში... გულდასაწყვეტი იყო, რომ იმ დღეებში ვერ ვნახეთ ძლიერი ლიდერობა" - კელი დეგნანი

"მტერსაც, ოკუპანტსაც უნდა ველაპარაკოთ - პრაგმატულად, ცივი გონებით" - გიორგი გახარია რუსეთთან ურთიერთობებზე

"ეს იყო იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის..." - როგორ ეხმაურება კელი დეგნანი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს?