ავტორი:

"უპირველესად პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შს მინისტრმა, მოვიდეს და კითხვებს გასცეს პასუხი" - ნათია მეზვრიშვილი

"უპირველესად პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შს მინისტრმა, მოვიდეს და კითხვებს გასცეს პასუხი" - ნათია მეზვრიშვილი

გუშინ ხელისუფლებამ პოლიცია ჩააყენა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში - თუ პოლიციამ არ გამოიყენა სათანადო ძალა, არ იყო ეფექტიანი, დროულად არ აღკვეთა ძალადობა, უპირველესად პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოვიდეს და კითხვებს გასცეს პასუხი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას ხისტი გადაწყვეტილების მიღების არც გამბედაობა ეყო, არც უნარი და მთელი პასუხისმგებლობა ხალხზე გადაიტანა.

„ყველამ, პოლიტიკოსი იქნება თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, უნდა იცოდეს, რომ რიგით პოლიციელებზე პრეტენზიები არასწორი და არასამართლიანია. ყველა პრეტენზია, რომელიც პოლიციის მიმართ ამ დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენების მართვასთან დაკავშირებით არსებობს, მიემართება უპირველესად პოლიციის ხელმძღვანელობას, მინისტრს და ხელისუფლებას.

წინა დღეებში ძალადობა ჯერ დაუშვეს, პრევენცია არ მოახდინეს, შემდეგ გუშინ გამოვიდნენ და ომახიანად დაგმეს.

ხელისუფლებას ხისტი გადაწყვეტილების მიღების არც გამბედაობა ეყო, არც კვალიფიკაცია და უნარი და მთელი ეს პასუხისმგებლობა გადაიტანა ხალხზე. ეს არის რეალობა. როდესაც ადამიანებს გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზების შესაძლებლობა არ ეძლევათ, ეს კანონის დარღვევაა. თუ ხელისუფლებას უნდოდა, რომ ეს არ დაეშვა, შეეძლო კანონის დარღვევის პასუხისმგებლობა თავის თავზე აეღო და შემდეგ პოლიტიკური ფასი დასავლელ პარტნიორებთან გადაეხადა. ამის ნაცვლად, ხელისუფლებამ ხალხი ერთმანეთს დააპირისპირა, ახლა დგას გულხელდაკრეფილი და უყურებს, როგორ ესხმიან მოქალაქეები ერთმანეთს თავს. ეს ხელისუფლება ვერ არის ამ დაპირისპირების განმმუხტავი”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

კითხვაზე, რა განსხვავება იყო გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს აქციებზე მომხდარი დაპირისპირების დეესკალაციის მეთოდებსა და გუშინდელი ვითარების მართვას შორის, როგორც მეზვრიშვილი ამბობს, ამ ხელისუფლებამ იცოდა, რომ დაპირისპირების თავიდან არიდების არც რესურსი ჰქონდა და არც უნარი და ნაცვლად იმისა, რომ ხისტი გადაწყვეტილებები მიეღო, დაპირისპირება დაუშვა.

ამასთან, მეზვრიშვილის აზრით, გახარიას დროს ასეთი ვითარება 48 საათიც არ გაგრძელდებოდა და ამ ხნის განმავლობაში უკვე მოგვარებული იქნებოდა.

„გიორგი გახარიას ყოველთვის ჰქონდა გამბედაობა და უნარი, რომ თუ არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო, გამოსულიყო და ეს საზოგადოებისთვის ეთქვა, რაც არ უნდა ეს მოსაწონი ყოფილიყო, ან არ ყოფილიყო. ამ ხელისუფლებამ იცოდა, რომ დაპირისპირების თავიდან არიდების არც რესურსი ჰქონდა და არც უნარი და ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო და ეს გულწრფელად ეთქვა, ხისტი გადაწყვეტილებები მიეღო, კანონი დაერღვია - მაგრამ ეს არ არის კარგი, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონს ყველა უნდა ასრულებდეს, დაუშვა ის დაპირისპირება, რაც დაუშვა. ამის მოგვარების უნარი არ აქვს და ამ ტვირთს ხალხს კიდებს, თითქოს საზოგადოება ძალადობას ამართლებს და ეს არის საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთა. ვერ ხვდება, რას აკეთებს, ეკლესიას კიდებს პასუხისმგებლობას, თითქოს ეკლესია ამართლებს. ვერ ხვდება, რამდენად დიდ ზიანს აყენებს თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს, საზოგადოებას და ინსტიტუციებს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, „ხელისუფლება ჯერ უშვებს იმას, რომ დროშა ჩამოხიონ, ძალადობა მოხდეს, პოლიციის ღირსება შელახონ, ხალხის დასაცინი გახადონ და საზოგადოების აგრესია პოლიციაზე გადაიტანონ, მეორე დღეს კი, როცა ხედავენ, რომ ჩიხში არიან, გამოდიან, დროშას კიდებენ, ჟურნალისტებს გამალებით, ომახიანად იცავენ და ძალადობას გმობენ”.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია გადაცემა "დღის ნიუსრუმი"

"მიშელი საქართელოში მაშინ ჩამოდის, როცა მძიმე ვითარება ყალიბდება - ხელისუფლება და ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ ახალი დაპირისპირებისთვის ემზადებიან" - ექსპერტი