საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ბრიკი“ - ახალი powerbank ქირაობის სერვისი, რომლის საშუალებითაც  მობილური მოწყობილობების დატენვას ნებისმიერ ადგილას შეძლებთ
„ბრიკი“ - ახალი powerbank ქირაობის სერვისი, რომლის საშუალებითაც  მობილური მოწყობილობების დატენვას ნებისმიერ ადგილას შეძლებთ

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე შვე­დუ­რი კომ­პა­ნია გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ მომ­ხმა­რებ­ლებს სრუ­ლი­ად ახალ, ყვე­ლას­თვის სა­ჭი­რო და უსაფრ­თხო სერ­ვისს სთა­ვა­ზობს. „ბრი­კი“ ეს არის power bank მო­წყო­ბი­ლო­ბა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის და­ტენ­ვას ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას შეძ­ლებთ. ამ დრო­ის­თვის აღ­ნი­შუ­ლი სერ­ვი­სი კომ­პა­ნი­ამ უკვე 30-მდე ობი­ექ­ტზე, სტენ­დე­ბის სა­ხით გა­ხა­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი. კერ­ძოდ, ღვი­ნის ქარ­ხნის რამ­დე­ნი­მე რეს­ტო­რან­ში, M გრუ­პის რეს­ტორ­ნებ­ში, ასე­ვე მო­ლებ­ში. სულ მალე კი, ჩა­მო­ნათ­ვალს სხვა ღია სივ­რცე­ე­ბი, ფეს­ტი­ვა­ლე­ბი და ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რე­ბიც და­ე­მა­ტე­ბა.

შვე­დუ­რი კომ­პა­ნია „ბრი­კი“ 2019 წელს და­არ­სდა და ამ ეტაპ­ზე შვე­დეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში ფა­უ­ერ ბან­კე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბით ლი­დე­რია, ხოლო მალე ავ­სტრა­ლი­ა­ში, თურ­ქეთ­ში და კა­ნა­და­შიც გა­აგ­რძე­ლებს ოპე­რი­რე­ბას. ბრი­კი უკვე 2 თვეა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­შია. კომ­პა­ნი­ის ქარ­თუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა Brick Caucasusმალე ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­შიც შევა და იქ­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი და ლი­დე­რი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მსგავ­სი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტით მო­ა­მა­რა­გებს ბა­ზარს.

Brick თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის წესს ფეხ და ფეხ მიჰ­ყვე­ბა და ვი­თარ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სერ­ვი­სი სულ უფრო მო­თხოვ­ნა­დი ხდე­ბა.

თუ თქვენ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გიჯ­დე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ აპ­ლი­კა­ცი­ის რუ­ქი­დან იპო­ვოთ და შემ­დეგ QR კო­დის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ა­აქ­ტი­უ­როთ უახ­ლო­ე­სი „ბრი­კი“, აი­ღოთ სტენ­დი­დან აი­ღოთ power bank-ი და ისარ­გებ­ლოთ რამ­დე­ნი ხა­ნიც გსურთ. „ბრიკს“ მოჰ­ყვე­ბა კა­ბე­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ტე­ლე­ფონს ერ­გე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ღი­რე­ბუ­ლე­ბას, 1 სა­ა­თის ფასი 3 ლა­რია, 2 სა­ა­თის - 5 ლარი, მთე­ლი დღით „ბრი­კის“ ქი­რა­ო­ბა კი, 7 ლარი და­გიჯ­დე­ბათ. ამას­თან, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა შე­გიძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ სხვა, თქვენ­თვის ხელ­საყ­რელ სად­გურ­ზე და­აბ­რუ­ნოთ. აპ­ლი­კა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია, ამ ეტაპ­ზე ის Android და IOS სის­ტე­მე­ბის მო­ბი­ლურ­ზეა გათ­ვლი­ლი. გარ­და ამი­სა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „ბრი­კის“ power bank-ები არ აზი­ა­ნებს ელე­მენტს, უზი­ა­რებს მას ჯან­სარ ენერ­გი­ას და ეკო­მე­გობ­რუ­ლია.

„ბრი­კის“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის ნინი ზე­ქა­ლაშ­ვილს თქმით, დღეს მსოფ­ლი­ო­ში ე.წ შე­ა­რინგ სერ­ვი­სი, 21-ე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მიგ­ნე­ბა და ტრენ­დი გახ­და. მა­შინ, რო­დე­საც ბა­ზა­რი გა­ჯე­რე­ბუ­ლია პრო­დუქ­ტე­ბით (ფა­სიც შე­სა­ბა­მი­სია), მომ­ხმა­რე­ბელს კი კონ­კრე­ტუ­ლი ნივ­თი დრო­ე­ბით სჭირ­დე­ბა, მცი­რედ თან­ხად ქი­რა­ო­ბა, ბევ­რად უფრო ხელ­საყ­რე­ლი და ბი­უ­ჯე­ტუ­რია.

„power bank-ების „შე­ა­რინ­გის“პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტე­ბი აზი­ა­ში იყო, კონ­კრე­ტუ­ლად, ჩი­ნეთ­ში და ეტა­პობ­რი­ვად მთელს მსოფ­ლი­ოს მო­ე­დო. მათ შო­რის, აშშ-ში ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ამის მი­ზე­ზია ის, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი ვართ, გვჭირ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მო­ბი­ლუ­რებ­ში გვაქვს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვე­ნი ტე­ლე­ფო­ნი მუდ­მი­ვად იყოს ჩარ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში“,- ამ­ბობს ნინი ზე­ქა­ლაშ­ვი­ლი.

რო­გორც კომ­პა­ნი­ის მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი გან­მარ­ტავს, მომ­ხმა­რე­ბელს შე­უ­ძია, რომ „ბრი­კი“ 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნოს (წა­ი­ღოს). მისი თქმით, აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე მიბ­მუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ბან­კო ბა­რა­თი და თან­ხის ტრან­ზაქ­ცია პირ­და­პირ მოხ­დე­ბა. თუმ­ცა, თუ power bank-ს ად­გილ­ზე არ და­აბ­რუ­ნებს, ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი დღე­ე­ბის ჩათ­ვლით იქ­ნე­ბა 105 ლარი, რო­მე­ლიც ბა­რა­თი­დან ჩა­მო­ეჭ­რე­ბა მოხ­მა­რე­ბელს და მის სა­კუთ­რე­ბა­ში დარ­ჩე­ბა.

„აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აპ­ლი­კა­ცია სხვა­დას­ხვა ენა­ზეა და მათ შო­რის, რა თქმა უნდა, არის ქარ­თუ­ლიც. ამას­თან, მომ­ხმა­რებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ კი­თხვა­ზე დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ და ჩვენ ამომ­წუ­რა­ვად ვუ­პა­სუ­ხებთ“- აცხა­დებს ნინი ზე­ქა­ლაშ­ვი­ლი.

რო­გორც კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რი ამ­ბობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სი ქარ­თულ ბა­ზარ­ზე სულ რა­ღაც 2 თვეა, რაც გა­მოჩ­ნდა, მო­თხოვ­ნა უკვე 1000%-ით გა­ი­ზარ­და.

„ბრიკ­ზე“ ბოლო კვი­რა­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 1000%-ანი ზრდა გვქონ­და. ვა­პი­რებთ, რომ აღე­ბუ­ლი სტარ­ტი ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით გა­ვაგ­რძე­ლოთ და ჩვე­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, მოხ­მა­რე­ბის მზარ­დი ტენ­დენ­ცია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. მით უფრო, რომ ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტი არ გვყავს. კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტმა ბა­ზარ­ზე შე­მო­სას­ვლე­ლად საკ­მა­ოდ დიდი გზა გა­ი­ა­რა - წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კვლე­ვე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, სა­ო­პე­რა­ციო და ტექ­ნი­კუ­რი სამ­ზა­დი­სი, ტეს­ტი­რე­ბე­ბი - შე­სა­ბა­მი­სად, მზად ვართ ყვე­ლა იმ სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლის ათ­ვი­სე­ბის­თვის, სა­დაც ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან და Brick-ს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.“,- ამ­ბობს ნინი ზე­ქა­ლაშ­ვი­ლი.

ბრი­კის აპ­ლი­კა­ცია Play store-სა და Apple store-ზე:

🔗 t.ly/gfXH - IOS

🔗 t.ly/DI2T - Android

R

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
....
0

ანუ სამი დღით რომ იქირაო გჩუქნიან? :) 21 ლარად ხომ ახალი მოგდის (ნუ შეიძლება იდეალური არა მაგრამ მოგდის :) )

ზვიადი
5

ეს გლამურული გოგონრბისა და ბიჭუნებისთვისაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

„ბრიკი“ - ახალი powerbank ქირაობის სერვისი, რომლის საშუალებითაც  მობილური მოწყობილობების დატენვას ნებისმიერ ადგილას შეძლებთ

„ბრიკი“ - ახალი powerbank ქირაობის სერვისი, რომლის საშუალებითაც  მობილური მოწყობილობების დატენვას ნებისმიერ ადგილას შეძლებთ

ქართულ ბაზარზე შვედური კომპანია გამოჩნდა, რომელიც ადგილობრივ მომხმარებლებს სრულიად ახალ, ყველასთვის საჭირო და უსაფრთხო სერვისს სთავაზობს. „ბრიკი“ ეს არის power bank მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც მობილური ტელეფონების დატენვას ნებისმიერ ადგილას შეძლებთ. ამ დროისთვის აღნიშული სერვისი კომპანიამ უკვე 30-მდე ობიექტზე, სტენდების სახით გახადა ხელმისაწვდომი. კერძოდ, ღვინის ქარხნის რამდენიმე რესტორანში, M გრუპის რესტორნებში, ასევე მოლებში. სულ მალე კი, ჩამონათვალს სხვა ღია სივრცეები, ფესტივალები და ბენზინგასამართ სადგურებიც დაემატება.

შვედური კომპანია „ბრიკი“ 2019 წელს დაარსდა და ამ ეტაპზე შვედეთსა და გერმანიაში ფაუერ ბანკების გაქირავებით ლიდერია, ხოლო მალე ავსტრალიაში, თურქეთში და კანადაშიც გააგრძელებს ოპერირებას. ბრიკი უკვე 2 თვეა, რაც საქართველოშია. კომპანიის ქართული წარმომადგენლობა Brick Caucasus მალე ამიერკავკასიაშიც შევა და იქნება ერთადერთი და ლიდერი კომპანია, რომელიც მსგავსი ინოვაციური პროდუქტით მოამარაგებს ბაზარს.

Brick თანამედროვე ცხოვრების წესს ფეხ და ფეხ მიჰყვება და ვითარდება. შესაბამისად, სერვისი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.

თუ თქვენ მობილური ტელეფონი გიჯდებათ, შეგიძლიათ აპლიკაციის რუქიდან იპოვოთ და შემდეგ QR კოდის საშუალებით გაააქტიუროთ უახლოესი „ბრიკი“, აიღოთ სტენდიდან აიღოთ power bank-ი და ისარგებლოთ რამდენი ხანიც გსურთ. „ბრიკს“ მოჰყვება კაბელი, რომელიც ყველა ტელეფონს ერგება.

რაც შეეხება მის ღირებულებას, 1 საათის ფასი 3 ლარია, 2 საათის - 5 ლარი, მთელი დღით „ბრიკის“ ქირაობა კი, 7 ლარი დაგიჯდებათ. ამასთან, აღნიშნული მოწყობილობა შეგიძლიათ ნებისმიერ სხვა, თქვენთვის ხელსაყრელ სადგურზე დააბრუნოთ. აპლიკაციის გამოყენება საკმაოდ მარტივია, ამ ეტაპზე ის Android და IOS სისტემების მობილურზეა გათვლილი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ „ბრიკის“ power bank-ები არ აზიანებს ელემენტს, უზიარებს მას ჯანსარ ენერგიას და ეკომეგობრულია.

„ბრიკის“ მარკეტინგის მენეჯერის ნინი ზექალაშვილს თქმით, დღეს მსოფლიოში ე.წ შეარინგ სერვისი, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი მიგნება და ტრენდი გახდა. მაშინ, როდესაც ბაზარი გაჯერებულია პროდუქტებით (ფასიც შესაბამისია), მომხმარებელს კი კონკრეტული ნივთი დროებით სჭირდება, მცირედ თანხად ქირაობა, ბევრად უფრო ხელსაყრელი და ბიუჯეტურია.

„power bank-ების „შეარინგის“ პირველი პრეცედენტები აზიაში იყო, კონკრეტულად, ჩინეთში და ეტაპობრივად მთელს მსოფლიოს მოედო. მათ შორის, აშშ-ში ეს მიმართულება ძალიან პოპულარული გახდა. ამის მიზეზია ის, რომ 21-ე საუკუნეში, როდესაც ყველა დაკავებული ვართ, გვჭირდება სოციალური ქსელები და ყველა ინფორმაცია მობილურებში გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ტელეფონი მუდმივად იყოს ჩართულ მდგომარეობაში“,- ამბობს ნინი ზექალაშვილი.

როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი განმარტავს, მომხმარებელს შეუძია, რომ „ბრიკი“ 5 დღის განმავლობაში გამოიყენოს (წაიღოს). მისი თქმით, აპლიკაციაზე მიბმული იქნება საბანკო ბარათი და თანხის ტრანზაქცია პირდაპირ მოხდება. თუმცა, თუ power bank-ს ადგილზე არ დააბრუნებს, ჯამური ღირებულება გამოყენებული დღეების ჩათვლით იქნება 105 ლარი, რომელიც ბარათიდან ჩამოეჭრება მოხმარებელს და მის საკუთრებაში დარჩება.

„აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია სხვადასხვა ენაზეა და მათ შორის, რა თქმა უნდა, არის ქართულიც. ამასთან, მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ კითხვაზე დაგვიკავშირდნენ და ჩვენ ამომწურავად ვუპასუხებთ“- აცხადებს ნინი ზექალაშვილი.

როგორც კომპანიის მენეჯერი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სერვისი ქართულ ბაზარზე სულ რაღაც 2 თვეა, რაც გამოჩნდა, მოთხოვნა უკვე 1000%-ით გაიზარდა.

„ბრიკზე“ ბოლო კვირაში დაახლოებით, 1000%-ანი ზრდა გვქონდა. ვაპირებთ, რომ აღებული სტარტი ასევე წარმატებით გავაგრძელოთ და ჩვენი აქტივობებით, მოხმარების მზარდი ტენდენცია შევინარჩუნოთ. მით უფრო, რომ ბაზარზე კონკურენტი არ გვყავს. კომპანიის მენეჯმენტმა ბაზარზე შემოსასვლელად საკმაოდ დიდი გზა გაიარა - წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევები, მოლაპარაკებები, საოპერაციო და ტექნიკური სამზადისი, ტესტირებები - შესაბამისად, მზად ვართ ყველა იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წერტილის ათვისებისთვის, სადაც ჩვენი მომხმარებლები იქნებიან და Brick-ს აუცილებლად გამოიყენებენ.“,- ამბობს ნინი ზექალაშვილი.

ბრიკის აპლიკაცია Play store-სა და Apple store-ზე:

🔗 t.ly/gfXH - IOS

🔗 t.ly/DI2T - Android

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fbrickpowerbank%2Fvideos%2F994830557723873%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

R