ავტორი:

"ზაფხულის განმავლობაში 4 ვაქცინით გვექნება აცრა... "სინოფარმზე" რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება" - ამირან გამყრელიძე

"ზაფხულის განმავლობაში 4 ვაქცინით გვექნება აცრა... "სინოფარმზე" რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება" - ამირან გამყრელიძე

ზაფხულის განმავლობაში ჩვენ აცრები გვექნება 4 ვაქცინით - "სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი დადგენილების მიხედვით, მასობრივი ვაქცინაციის პერიოდში სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულები არიან ვაქცინაციის პროცესში 7 დღის განმავლობაში იმუშავებენ, რათა ადამიანებს ვაქცინაციაზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ.

"ამცრელი ბრიგადების რაოდენობა სულ უფრო და უფრო ფართოვდება და მათი რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, გაიყოფა, იქნება ბრიგადები, ვინც აცრის „ასტრაზენეკაზე“, ვინც აცრის „სინოვაკზე“ და ვინც აცრის „სინოფარმზე“ და „ფაიზერზე“. ანუ, ამ ზაფხულის განმავლობაში აცრები გვექნება 4 ვაქცინით - „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“. აცრებმა უნდა დაასრულოს ეპიდემია ჩვენთან და პანდემია მსოფლიოში, ჩვენ ყველა ერთად უნდა შევეცადოთ, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში "სინოფარმის“ ვაქცინით დაიწყება, რასაც რამდენიმე დღეში „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაემატება; მოგვიანებით კი, საქართველოს მოქალაქეები „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებითაც აიცრებიან.

როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "სინოფარმზე" რეგისტრაცია ხვალიდან, 3 ივლისიდან დაიწყება.

„ყველა ეს დოზა დაბინავებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამისი ცივი ჯაჭვის საწყობებში. ნაწილის დისტრიბუცია დღეს უკვე ხდება დასავლეთ საქართველოს ჩვენს სამმართველოში, ქუთაისში და ქუთასიდან მომარაგდება მთლიანად დასავლეთ საქართველო დღეს და ხვალ. ორშაბათს, დილისთვის ყველა მუნიციპალიტეტს და ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ვაქცინების შესაბამისი დოზები. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დისტრიბუცია მოხდება ცენტრალური, დაავადებათა კონტროლის ცენტრის საწყობიდან. კვირას, დღის მეორე ნახევარში, დღის ბოლომდე ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება, რომ დაიწყოს აცრები.

ვიწყებთ „სინოფარმით“. ხვალიდან გაიხსნება რეგისტრაცია „სინოფარმზე“. მომავალი ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით როგორი იქნება მოქალაქეთა აქტივობა ჯავშნებთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის შემდგომ, დაემატება და გაფართოვდება შესაბამისად „სინოვაკით“ და ასევე გაგრძელდება აცრები 10-12 კვირა პირველი აცრიდან „ასტრაზენეკათი“.

ამ დღეებში შემოვა „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით და ყველა ადამიანი, ვისაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის, იქნება აცრილი. შემდგომ, როცა ძირითადი დოზა შემოვა „ასტრაზენეკასი“, ყველა ადამიანი იქნება აცრილი, ვისაც მეორე დოზა სჭირდება.

თანდათანობით, ივლისში შემოვა და დაიწყება „ფაიზერის“ დოზების მოწოდება ბილატერალური მოლაპარაკებით და შემდგომში, მოგვიანებით ამას დაემატება ამერიკის მთავრობის დახმარება - „ფაიზერის“ შესაბამისი დოზები. ამას მოყვება სექტემბერში უკვე, „კოვაქსით“ გააქტიურება სხვა ვაქცინების. დიდი იმედია, რომ „კოვაქსი“ თავის პირობას, ვაქცინის 400 ათას დოზას შეასრულებს. ამიტომ ჩვენი თხოვნაა, რომ მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ. ჩვენი სამიზნეა, რომ ივლისში მაქსიმალურად ავიდეთ 20-დან 25 ათას აცრაზე დღის განმავლობაში. თუ ჩვენ, ყველა გავაკეთებთ ამას, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება, გავიდეთ ჩვენს სამიზნე მაჩვენებელზე დეკემბერში და ეს გახლავთ მოზრდილი მოსახლეობის 60%“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ვაქცინაციის კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს

არემჯის საზაფხულო სკოლა 2021 იწყება

"არც ერთი პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს... ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე