საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვის უნდა მასთან ალიანსი?! იცით როგორ არის? - რესტორანთან იდგე გარეთ, წვიმაში ატუზული და იძახდე, არ შევალ! ვინ გეპატიჟება?!" - რომან გოცირიძე გახარიაზე
"ვის უნდა მასთან ალიანსი?! იცით როგორ არის? - რესტორანთან იდგე გარეთ, წვიმაში ატუზული და იძახდე, არ შევალ! ვინ გეპატიჟება?!" - რომან გოცირიძე გახარიაზე

"გა­ხა­რი­ას მა­შინ უნდა ამო­ე­ღო ხმა, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს თვი­თონ იყო მჩაგ­ვრე­ლი", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ფრაქ­ცი­ის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - ძალა ერ­თო­ბა­შია" წევ­რმა რო­მან გო­ცი­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

გო­ცი­რი­ძის თქმით, გა­ხა­რი­ას მარ­თლა დევ­ნი­ან, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია შიდა კონ­კუ­რენ­ცი­ით და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ დაჯ­გუ­ფე­ბებს შო­რის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბით. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის შე­ფა­სე­ბით, დღეს ბრძო­ლა ივა­ნიშ­ვი­ლის კარ­ზე ად­გი­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად მი­დის, "რის გა­მოც ერ­თმა­ნეთს ჭა­მენ“.

"ბა­ტონ გა­ხა­რი­ას გო­ნე­ბა ახლა გა­უ­ნათ­და! როცა პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრი იყო, გო­ნე­ბა დაბ­ნე­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და თუ ატყუ­ებ­დნენ?! როცა ამ­ბობს, რომ თურ­მე სუს-ი უთ­ვალ­თავ­ლებს და გა­სა­ქანს არ აძ­ლევს, ცუ­დია ხომ?! მაგ­რამ თვი­თონ რომ სუს-თან ერ­თად დარ­ბო­და ზუგ­დიდ­ში და პო­ლი­ცი­ი­სა და სუს-ის ძა­ლე­ბით სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენ­და, ეს ვინ იყო - ის სუს-ი არ იყო, რო­მე­ლიც ახლა მას სდევ­ნის? მან ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რას აკე­თებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის დროს და რას აკე­თებ­და თვი­თონ. ძა­ლი­ან კარ­გად გვახ­სოვს კერ­ზა­ი­ას საქ­მე", - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

გო­ცი­რი­ძე "სა­სა­ცი­ლოს" უწო­დებს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ალი­ანსს გა­მო­რი­ცხავს.

"ჯერ ერთი, ვის უნდა მას­თან ალი­ან­სი?! ეს იცით, რო­გორ არის? - რეს­ტო­რან­ში სუფ­რა რომ იყოს გაშ­ლი­ლი, იდგე რეს­ტორ­ნის გა­რეთ, წვი­მა­ში ატუ­ზუ­ლი და იძახ­დე: არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­ვალ! ვინ გე­პა­ტი­ჟე­ბა?! იდე­ქი წვი­მა­ში და სუსხში და კარ­გად გა­ი­გე, რა არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
38

ისე, კი ვხუმრობ ხოლმე, ხან უკბილოდაც, რას იზამ, დავბერდი, მაგრამ ასიანი გათიშე და იბატონეს გვიკეთებენ ! ნუ, კაი, გვიჩალიჩებენ !

ნუნუ
74

ეს გოცირიძე საერთოდ ვის დაეკარგა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ვის უნდა მასთან ალიანსი?! იცით როგორ არის? - რესტორანთან იდგე გარეთ, წვიმაში ატუზული და იძახდე, არ შევალ! ვინ გეპატიჟება?!" - რომან გოცირიძე გახარიაზე

"ვის უნდა მასთან ალიანსი?! იცით როგორ არის? - რესტორანთან იდგე გარეთ, წვიმაში ატუზული და იძახდე, არ შევალ! ვინ გეპატიჟება?!" - რომან გოცირიძე გახარიაზე

"გახარიას მაშინ უნდა ამოეღო ხმა, როცა ხელისუფლებაში ყოფნის დროს თვითონ იყო მჩაგვრელი", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის, "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძის თქმით, გახარიას მართლა დევნიან, რაც გამოწვეულია შიდა კონკურენციით და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის წინააღმდეგობით. ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, დღეს ბრძოლა ივანიშვილის კარზე ადგილების მოსაპოვებლად მიდის, "რის გამოც ერთმანეთს ჭამენ“.

"ბატონ გახარიას გონება ახლა გაუნათდა! როცა პრემიერ - მინისტრი იყო, გონება დაბნელებული ჰქონდა თუ ატყუებდნენ?! როცა ამბობს, რომ თურმე სუს-ი უთვალთავლებს და გასაქანს არ აძლევს, ცუდია ხომ?! მაგრამ თვითონ რომ სუს-თან ერთად დარბოდა ზუგდიდში და პოლიციისა და სუს-ის ძალებით საარჩევნო პროცესზე ზემოქმედებას ახდენდა, ეს ვინ იყო - ის სუს-ი არ იყო, რომელიც ახლა მას სდევნის? მან ძალიან კარგად იცის, რას აკეთებდა ხელისუფლება არჩევნების დროს და რას აკეთებდა თვითონ. ძალიან კარგად გვახსოვს კერზაიას საქმე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძე "სასაცილოს" უწოდებს გიორგი გახარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსს გამორიცხავს.

"ჯერ ერთი, ვის უნდა მასთან ალიანსი?! ეს იცით, როგორ არის? - რესტორანში სუფრა რომ იყოს გაშლილი, იდგე რესტორნის გარეთ, წვიმაში ატუზული და იძახდე: არავითარ შემთხვევაში არ შევალ! ვინ გეპატიჟება?! იდექი წვიმაში და სუსხში და კარგად გაიგე, რა არის "ქართული ოცნება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ვინ სიკვდილები არიან ეს ხალხი? ამათ ქართველობა ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ?" - აკაკი ბობოხიძე პრაიდის მოწინააღმდეგეებზე