პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ბრალდება განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე წარედგინა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა ვატო ყიფიანთან დაკავშირებით
"ბრალდება განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე წარედგინა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა ვატო ყიფიანთან დაკავშირებით

პრო­კუ­რა­ტუ­რა ვახ­ტანგ ყი­ფი­ა­ნის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნის საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ორი ან მეტი პი­რის შეკ­ვე­თით, ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე, ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­ზრახ უქ­მნის საფრ­თხეს სხვა­თა სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას, ას­ვე­ვე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნის, შე­ნახ­ვის, გა­და­ზიდ­ვის და გა­სა­ღე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფაქ­ტზე ვ.წ. -ს (წარ­სულ­ში ვ.ყ.) ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

რო­გორც უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ვ.წ. 2021 წლის 25 ივ­ნისს, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი.

მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 18,109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით, მე-2 ნა­წი­ლის "ე“ ქვე­პუნ­ქტით, მე-3 ნა­წი­ლის "ა“ და "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ორი ან მეტი პი­რის შეკ­ვე­თით, ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა, ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­ზრახ უქ­მნის საფრ­თხეს სხვა­თა სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას) და 25,236-ე მუხ­ლის მე-3, მე-4 და მე-5 ნა­წი­ლე­ბით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, გა­და­ზიდ­ვა და გა­სა­ღე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა) წა­რედ­გი­ნა.

უწყე­ბის ცნო­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხსე­ნე­ბულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ექ­ვსი პი­რის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი აქვს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, ხოლო და­ნა­შა­ულ­ში შე­საძ­ლო ჩარ­თულ სხვა პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

Kutaiski
11

წვერი გიხდება ქართველო

ავტორი:

"ბრალდება განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე წარედგინა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა ვატო ყიფიანთან დაკავშირებით

"ბრალდება განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე წარედგინა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა ვატო ყიფიანთან დაკავშირებით

პროკურატურა ვახტანგ ყიფიანისთვის ბრალის წარდგენის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასვევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის და გასაღების ორგანიზების ფაქტზე ვ.წ. -ს (წარსულში ვ.ყ.) ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.წ. 2021 წლის 25 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის "ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა“ და "გ“ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 25,236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღების ორგანიზება) წარედგინა.

უწყების ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ექვსი პირის მიმართ გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო დანაშაულში შესაძლო ჩართულ სხვა პირებთან მიმართებაში გამოძიება გრძელდება.

ოზურგეთში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში საბაგიროს თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

"იქნება აქციები, არ გავჩერდებით" - ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული 13 პირის ოჯახის ახლობლებმა მაგისტრალი გადაკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა