საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეტყობა, რაღაცაზე იჩურჩულეს "მეგობრებმა" - კადიროვი ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე კვლავ ალაპარაკდა - როგორ ეხმიანება საზოგადოება ინიციატივას?
"ეტყობა, რაღაცაზე იჩურჩულეს "მეგობრებმა" - კადიროვი ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე კვლავ ალაპარაკდა - როგორ ეხმიანება საზოგადოება ინიციატივას?

"კა­დი­რო­ვის ეფექ­ტი" - აშენ­დე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლო-ჩეჩ­ნე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა?" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას გა­მო­ცე­მა kavkazr.com და ეხ­მი­ა­ნე­ბა ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის რამ­ზან კა­დი­რო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტი ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია სა­უბ­რობს.

სა­უ­ბა­რია ჩეჩ­ნე­თის სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც კა­დი­რო­ვი კი­დევ ერთხელ ალა­პა­რაკ­და. ამის შე­სა­ხებ, მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ეს სა­კი­თხი გან­ხილ­ვის ეტაპ­ზეა..."

2019 წელს ამ პრო­ექ­ტის ხელ­საყ­რე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მაც. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი კა­დი­რო­ვის გან­ცხა­დე­ბაც იმის შე­სა­ხებ, რომ "ამ პრო­ექტს ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ბი­უ­ჯე­ტით, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სახ­სრე­ბით ვერ გაწ­ვდე­ბო­და."

  • კა­დი­რო­ვის თქმით, სა­უ­ბა­რია ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ 1998 წელს აგე­ბულ გზა­ზე, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრის სო­ფელ იტუმ-კა­ლე­დან იწყე­ბა და არ­ღუ­ნის ხე­ო­ბის გავ­ლით, ჩეჩ­ნეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თან მოკ­ლე გზით აკავ­ში­რებს. ამ მან­ძი­ლის და­ფარ­ვა მცი­რე დრო­ში შე­იძ­ლე­ბა.

kavkazr.com-ის ცნო­ბით, ჩეჩ­ნე­თის მხა­რეს ეს გზა 1998 წელს აშენ­და - "რო­დე­საც მოს­კო­ვი­სა და თბი­ლი­სის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ჩეჩ­ნე­თის გზის სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კამ მდი­ნა­რე არ­ღუ­ნი გა­და­ლა­ხა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სო­ფელ შა­ტილ­ში და­ი­წყო გზის მშე­ნებ­ლო­ბა, თბი­ლის­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოს­თხო­ვა გროზ­ნოს ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა. ინ­ცი­დენ­ტი­დან მცი­რე დრო­ში სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­ზღვრის ჩეჩ­ნე­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­ზღვრო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მუდ­მი­ვი სა­გუ­შა­გო პოს­ტი გახ­სნა, ქედს იქით, რუ­სე­თის სა­სა­ზღვრო უწყე­ბამ გახ­სნა ბაზა", - წერს გა­მო­ცე­მა.

კა­დი­რო­ვის თქმით, გზის მშე­ნებ­ლო­ბას რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი დას­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ის "დაც­ლილ სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებს გა­ა­ცო­ცხლებს."

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ეს გზა ჩეჩ­ნე­თის მა­ღალმთი­ა­ნი რა­ი­ო­ნის, სი­ტუმ-კა­ლას ცენ­ტრზე გა­დი­ო­და და რუ­სე­თის მხრი­დან ბლო­კა­დის პი­რო­ბებ­ში, ჩეჩ­ნებ­მა სწო­რედ მისი სა­შუ­ა­ლე­ბით და­აღ­წი­ეს თავი რუ­სულ ჯარს და სა­ქარ­თვე­ლოს მეშ­ვე­ო­ბით, გა­რე­სამ­ყა­როს და­უ­კავ­შირ­დნენ.

"მას სხვა დატ­ვირ­თვაც აქვს - ეს გზა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში არ­სე­ბულ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ და ძველ არ­ქე­ო­ლო­გი­ურ კომ­პლექ­სამ­დე, ცოი-პე­დამ­დეც მი­დის. იქა­უ­რო­ბა ამ­ჟა­მად "მკვდარ ქა­ლა­ქად" იწო­დე­ბა. ასე რომ, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი შემ­თხვე­ვით არ აქ­ტი­უ­რობს ამ თე­მის გარ­შე­მო. ჯერ კი­დევ 2014 წელს გა­მო­ვი­და იგი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით - ერთ-ერთ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მო­უ­ლო­დენ­ლად გა­მო­ა­ცხა­და, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო და სარ­კი­ნიგ­ზო გზის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბო­და. თუმ­ცა, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში, სა­დაც ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თველ­ში გზის აშე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბი მრა­ვალ­გვა­რია, ძირ­თა­დი მი­ზე­ზი კი რუ­სე­თის­გან მო­მა­ვა­ლი რის­კე­ბი და კა­დი­რო­ვის პერ­სო­ნაა.

  • ქარ­თუ­ლი მხა­რე ჩენ­ჩე­თის ლი­დე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვას არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია. თუმ­ცა, კა­დი­რო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და.

"რუ­სე­თი რომ არც იყოს, უფრო სწო­რად, პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი რომ არ არ­სე­ბობ­დეს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნას ჩეჩ­ნე­თის ამ­ჟა­მინ­დელ ლი­დერ­თან გახ­სნი­ლი მი­მოს­ვლა მო­უნ­დეს?! ეს ხომ იგი­ვეა ბომ­ბე­ბი შე­ი­ტა­ნო ქვე­ყა­ნა­ში და უკონ­ტრო­ლოდ და­ტო­ვო. თუმ­ცა, პუ­ტი­ნი რომ არ იყოს, კა­დი­რო­ვი რო­გორ იქ­ნე­ბო­და?! ეტყო­ბა, რა­ღა­ცა­ზე იჩურ­ჩუ­ლეს "მე­გობ­რებ­მა". ახ­ლა­ხან ხომ შეს­თა­ვა­ზა, კი­დევ ერთხელ იყა­რეო კენ­ჭი, ცდი­ლობს, თა­ვი­სი გზე­ბით ატა­როს, აბა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში საყ­რდენს ხომ არ გა­მო­იც­ლის?" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ანა­ტოლ ვილ­ჩუ­კი.

"ვის რაში სჭირ­დე­ბა ეს გზა, რო­გორც ახა­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი?! კა­დი­როვ­მა იცის, რომ ეს პრო­ექ­ტი თა­ვი­დან­ვე ჩა­ვარ­დნი­ლია, მაგ­რამ პუ­ტინს აწო­ნებს თავს, რო­გორც რეს­პუბ­ლი­კა­სა და ქვე­ყა­ნა­ზე და­მაშ­ვრა­ლი ლი­დე­რი. გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, ვინც "სპუტ­ნი­კით არ აიც­რე­ბა, ცუ­დად წა­უ­ვა საქ­მეო". ტი­რან­თან ახლო მე­ზობ­ლო­ბა კი არა, ყვე­ლა გზა უნდა ამო­ქო­ლო, თა­ვი­სი სა­ცე­ცე­ბი არ აა­მუ­შა­ვოს", - მი­აჩ­ნია ვლა­დი­მირ შამ­რა­ის.

"რო­გო­რი პერ­სპექ­ტი­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბაა კა­დი­რო­ვის მხრი­დან, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი შან­სის გაშ­ვე­ბა?! ფაქ­ტობ­რი­ვად უმი­ზე­ზოდ ხო­ცავს ადა­მი­ა­ნებს, სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი­სა და ცხოვ­რე­ბის წე­სის გამო, იქ ან ბო­დიშს უხ­დი­ან თა­ვი­ანთ ლი­დერს, ან კვდე­ბი­ან... სა­ქარ­თვე­ლომ­დე მოკ­ლე გზაა და უამ­რავს ექ­ნე­ბა გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბა, მერე რამ­ზა­ნი ქედს იქით და­უ­წყებს "მო­ღა­ლა­ტეს" ძებ­ნას", - ირო­ნი­უ­ლად აღ­ნიშ­ნავს ალა გო­ლანსკა­ია.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ა კ ა
0

ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ო ;..ჭკვიანი, თავის და სხვის შეცდომებს არ იმეორებს!! (სწავლობს) .. შ ე ე შ ვ ი თ !., ღმერთის მიერ ბ ო ძ ე ბ უ ლ საშუალოდ 2000 მეტრის სიმაღლის დაკმცავი გალავნის,- კ ა ვ კ ა ს ი ო ი ს ბურღვა და ნ გ რ ე ვ ა ს!!! ოკუპანტის საზღვრებთან ახლოს(!); გ ი გ ა ნ ტ უ რ წყალსაცავების , გვირაბებისა და ა ვ ტ ო ბ ა ნ ი ს მშენებლობებს!!! , როცა რ უ ს ი ს ა რ მ ი ა, ს ო ხ უ მ ს ა და ც ხ ი ნ ვ ა ლ შ ი დგას!!!!, გ ვ ა ხ ს ო ვ ს! (!) რა სისხლი დ ა გ ვ ი ჯ დ ა , რ ო კ ი ს გ ვ ი რ ა ბ ი თ, რომელიც 70 იან წლებში ,,ბოროტების იმპერიამ" ჩრდილოელ და სამხრეთელ ო ს ე ბ ს ა უ შ ე ნ ა(!) და მაგ გზით შემოსეულმა მტ ე რ მ ა , შ ი დ ა ქართლის ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი , ჩაგვიხოცა (2008.8.8) და დაიპყრეს ქ ა რ თ ლ ი ს გ უ ლ ი! ... ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ო! წ ინ იყურეთ".. - დაუძინებელ ,,მტერს არ ძინავს"!!!!

ქართველი
7

როგორ შეიძლება, კადიროვს გზა მოუნდეს საქართველოსთან და შენ თავი დაუქნიო კი, გავაკეთოთ?! ჯერ ის ვერ მოგვინელებია შევარდნაძემ რუსებს რომ გაუხსნა გვირაბი და ეხლა ესღა გვაკლდა!..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ეტყობა, რაღაცაზე იჩურჩულეს "მეგობრებმა" - კადიროვი ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე კვლავ ალაპარაკდა - როგორ ეხმიანება საზოგადოება ინიციატივას?

"ეტყობა, რაღაცაზე იჩურჩულეს "მეგობრებმა" - კადიროვი ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე კვლავ ალაპარაკდა - როგორ ეხმიანება საზოგადოება ინიციატივას?

"კადიროვის ეფექტი" - აშენდება თუ არა საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზა?" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა kavkazr.com და ეხმიანება ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ინიციატივას, რომლის შესახებაც პუტინის ფავორიტი ბოლო რამდენიმე წელია საუბრობს.

საუბარია ჩეჩნეთის საქართველოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობაზე, რომლის შესახებაც კადიროვი კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელში ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ეს საკითხი განხილვის ეტაპზეა..."

2019 წელს ამ პროექტის ხელსაყრელობაზე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც. სავარაუდოდ, ამით იყო განპირობებული კადიროვის განცხადებაც იმის შესახებ, რომ "ამ პროექტს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ბიუჯეტით, დამოუკიდებელი სახსრებით ვერ გაწვდებოდა."

  • კადიროვის თქმით, საუბარია ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ 1998 წელს აგებულ გზაზე, რომელიც ჩეჩნეთის რაიონული ცენტრის სოფელ იტუმ-კალედან იწყება და არღუნის ხეობის გავლით, ჩეჩნეთს საქართველოსთან მოკლე გზით აკავშირებს. ამ მანძილის დაფარვა მცირე დროში შეიძლება.

kavkazr.com-ის ცნობით, ჩეჩნეთის მხარეს ეს გზა 1998 წელს აშენდა - "როდესაც მოსკოვისა და თბილისისთვის მოულოდნელად, ჩეჩნეთის გზის სამშენებლო ტექნიკამ მდინარე არღუნი გადალახა და საქართველოს ტერიტორიაზე, სოფელ შატილში დაიწყო გზის მშენებლობა, თბილისმა კატეგორიულად მოსთხოვა გროზნოს ტერიტორიის დატოვება. ინციდენტიდან მცირე დროში საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე საქართველოს სასაზღვრო დეპარტამენტმა მუდმივი საგუშაგო პოსტი გახსნა, ქედს იქით, რუსეთის სასაზღვრო უწყებამ გახსნა ბაზა", - წერს გამოცემა.

კადიროვის თქმით, გზის მშენებლობას რამდენიმე მილიარდი დოლარი დასჭირდება, მაგრამ ის "დაცლილ სოფლებსა და ქალაქებს გააცოცხლებს."

გამოცემის ცნობით, ეს გზა ჩეჩნეთის მაღალმთიანი რაიონის, სიტუმ-კალას ცენტრზე გადიოდა და რუსეთის მხრიდან ბლოკადის პირობებში, ჩეჩნებმა სწორედ მისი საშუალებით დააღწიეს თავი რუსულ ჯარს და საქართველოს მეშვეობით, გარესამყაროს დაუკავშირდნენ.

"მას სხვა დატვირთვაც აქვს - ეს გზა ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ძველ არქეოლოგიურ კომპლექსამდე, ცოი-პედამდეც მიდის. იქაურობა ამჟამად "მკვდარ ქალაქად" იწოდება. ასე რომ, ჩეჩნეთის ლიდერი შემთხვევით არ აქტიურობს ამ თემის გარშემო. ჯერ კიდევ 2014 წელს გამოვიდა იგივე ინიციატივით - ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მოულოდენლად გამოაცხადა, რომ "საქართველოსთან საავტომობილო და სარკინიგზო გზის მშენებლობა იგეგმებოდა. თუმცა, პროექტის განხორციელებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეწინააღმდეგებოდა", - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველში გზის აშენებასთან დაკავშირებული საფრთხეები მრავალგვარია, ძირთადი მიზეზი კი რუსეთისგან მომავალი რისკები და კადიროვის პერსონაა.

  • ქართული მხარე ჩენჩეთის ლიდერის ინიციატივას არ გამოხმაურებია. თუმცა, კადიროვის ინიციატივა ინტერნეტმომხმარებლებისთვის აქტიური განხილვის საგანი გახდა.

"რუსეთი რომ არც იყოს, უფრო სწორად, პუტინის რეჟიმი რომ არ არსებობდეს, როგორ შეიძლება რომელიმე ნორმალურ ქვეყანას ჩეჩნეთის ამჟამინდელ ლიდერთან გახსნილი მიმოსვლა მოუნდეს?! ეს ხომ იგივეა ბომბები შეიტანო ქვეყანაში და უკონტროლოდ დატოვო. თუმცა, პუტინი რომ არ იყოს, კადიროვი როგორ იქნებოდა?! ეტყობა, რაღაცაზე იჩურჩულეს "მეგობრებმა". ახლახან ხომ შესთავაზა, კიდევ ერთხელ იყარეო კენჭი, ცდილობს, თავისი გზებით ატაროს, აბა ჩრდილოეთ კავკასიაში საყრდენს ხომ არ გამოიცლის?" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ანატოლ ვილჩუკი.

"ვის რაში სჭირდება ეს გზა, როგორც ახალი თავის ტკივილი?! კადიროვმა იცის, რომ ეს პროექტი თავიდანვე ჩავარდნილია, მაგრამ პუტინს აწონებს თავს, როგორც რესპუბლიკასა და ქვეყანაზე დამაშვრალი ლიდერი. გუშინ განაცხადა, ვინც "სპუტნიკით არ აიცრება, ცუდად წაუვა საქმეო". ტირანთან ახლო მეზობლობა კი არა, ყველა გზა უნდა ამოქოლო, თავისი საცეცები არ აამუშავოს", - მიაჩნია ვლადიმირ შამრაის.

"როგორი პერსპექტიული შეთავაზებაა კადიროვის მხრიდან, როგორ შეიძლება ასეთი შანსის გაშვება?! ფაქტობრივად უმიზეზოდ ხოცავს ადამიანებს, სექსუალური ორიენტაციის, განსხვავებული აზრისა და ცხოვრების წესის გამო, იქ ან ბოდიშს უხდიან თავიანთ ლიდერს, ან კვდებიან... საქართველომდე მოკლე გზაა და უამრავს ექნება გაქცევის მცდელობა, მერე რამზანი ქედს იქით დაუწყებს "მოღალატეს" ძებნას", - ირონიულად აღნიშნავს ალა გოლანსკაია.