ბატონო ლევან, თქვენ საერთოდ გახვედით კონტროლიდან, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის შეკითხვას პლენარულ სხდომაზე.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, იაფფასიანი, მდარე ხარისხის კითხვები საზოგადოებას არ აინტერესებს.
„2013-14-ში კარგი ბიჭი იყო და ახლა რა მოუვიდა არ ვიცი. თქვენ მიხვდებით, სადაც გნახეთ. მაშინ კარგი ბიჭი იყავით, რა გიპასუხოთ არ ვიცი, გარდა იმისა, რომ თქვენ საერთოდ გახვედით კონტროლიდან. ეს იაფფასიანი მდარე ხარისხის კითხვები არ არის საინტერესო საზოგადოებისთვის. რა არის ტყუილი? ჩემი ნათქვამი ტყუილია, რომ გახვედით კონტროლიდან?!“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხაბეიშვილმა სხდომაზე პლაკატებზე ამობეჭდილი კონკრეტული ციფრები წარადგინა, რომელიც მისი ინფორმაციით, მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას ასახავს. დეპუტატმა პრემიერი ნეპოტიზმშიც დაადანაშაულა.
იცით რაშია საქმე,ეჭვიც არ მეპარება ხაბეიშვილი რომ სიმართლეს ლაპარაკობს,მაგრამ თვითონ ნაციონალები ამათზე მაგრა ცხპვრობდნენ,რომ მოვიდნენ მთავრობაში კიდევაც არ დაიკლებენ არაფერს, ხალხი და ქვეყანა მაშინ ახსნდებათ როცა თვითონ ჭირდებათ არა ხალხის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის იხევიან შუაზე, ამაშია მთელი უნედურება რომ ფიზიკურად ამ მთავრობის ალტერნატივას ვერ ვხედავ, ესენი წავლენ სხვა მოვა, ან ამათნაირი ან ამათზე უვარგისი წინსვლა არაა არ იცვლება არაფერი
როგორ ადარებთ საერთოდ ამ წურბელებს წინა მთავრობას, ყველაფერი შეჭამეს, საჯარო სამსახურები გადაავსეს თავის ნათესავებით, ზოგი ისე გავს ერთმანეთს უფროსი გონიათ სამსახურში, რომელი ნაციონალი გინახავს სოციალურად დაუცველთა სიაში რომ იყო და იღებდა დახმარებას და შემდეგ 2000 ლარიანი ხელფასით ერთ წელიწადში სამი მილიონის ქონების დეკლარაციას აბარებდა. მართლა ნუ გაიწყვიტეთ ის ძარღვი, თუმცა უფრო ლოგიკურია თუ ვიტყვი, მაგ ძარღვის გარეშე ხართ დაბადებულები