პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანეთის სამეფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა
რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანეთის სამეფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

რუ­სულ­მა სამ­ხედ­რო გემ­მა ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის გა­მა­ნად­გუ­რე­ბელს, HMS Defender-ს გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ცე­ცხლი გა­უხ­სნა, რუ­სულ­მა ბომბდამ­შე­ნემ­ბა კი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ბომ­ბე­ბი ჩა­მო­ყა­რეს მას შემ­დეგ, რაც ის შავ ზღვა­ში, ყი­რიმ­თან ახ­ლოს რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში შე­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Interfax-ი რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შემ­დეგ HMS Defender-მა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი წყლე­ბი სას­წრა­ფოდ და­ტო­ვა.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თქმით, ინ­ცი­დენ­ტი ფი­ო­ლო­ენ­ტის კონ­ცხთან, ყი­რი­მის სამ­ხრე­თით მოხ­და.

"გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი გა­ვაფრ­თხი­ლეთ, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის შემ­თხვე­ვა­ში ია­რაღს გა­მო­ვი­ყე­ნებ­დით. მან რე­ა­გი­რე­ბა არ მო­ახ­დი­ნა გაფრ­თხი­ლე­ბა­ზე”, - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გაფრ­თხი­ლე­ბის მიზ­ნით რუ­სულ­მა ბომბდამ­შენ­მა ოთხი ბომ­ბი ჩა­მო­აგ­დეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სეთ­მა ყი­რი­მის ანექ­სია 2014 წელს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ამა­ვე თე­მა­ზე: გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას ბრი­ტა­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ხო­მალ­დის­თვის გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ცე­ცხლის გახ­სნის შე­სა­ხებ

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Петя
1

კარგია მერე სადაა ინგლისი სადაა სევასტოპოლი? მეორეთ ჩაძირავენ.და რუსეთი მართალი იქნება...ინგლისი არის მსოფლიო ჭირი...რაც მაგათმა ხალხები ხოცეს. კიდევ როგორ ითმენს ღმერთი..

muamar kadafi
0

ინგლისელებს ყირიმის ომის, 18-ე საუკუნეში, მასალები ახლაც გასაიდუმლოებული აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანეთის სამეფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანეთის სამეფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელს, HMS Defender-ს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა, რუსულმა ბომბდამშენემბა კი გამაფრთხილებელი ბომბები ჩამოყარეს მას შემდეგ, რაც ის შავ ზღვაში, ყირიმთან ახლოს რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Interfax-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამის შემდეგ HMS Defender-მა რუსეთის ტერიტორიული წყლები სასწრაფოდ დატოვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ინციდენტი ფიოლოენტის კონცხთან, ყირიმის სამხრეთით მოხდა.

"გამანადგურებელი გავაფრთხილეთ, რომ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში იარაღს გამოვიყენებდით. მან რეაგირება არ მოახდინა გაფრთხილებაზე”, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, გაფრთხილების მიზნით რუსულმა ბომბდამშენმა ოთხი ბომბი ჩამოაგდეს.

შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს განახორციელა.

ამავე თემაზე: გაერთიანებული სამეფო უარყოფს ინფორმაციას ბრიტანული სამხედრო ხომალდისთვის გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნის შესახებ

დონალდ ტრამპმა Facebook-ს, Twitter-სა და Google-ს უჩივლა - "ჩვენ მოვიპოვებთ ისტორიულ გამარჯვებას ამერიკისა და სიტყვის თავისუფლებისთვის"

შეიარაღებულმა პირებმა ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს

"შავი ზღვა დენთის კასრად გადაიქცა" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტებს