Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ფაქტია, მოხდა უბედურება... არ ვართ სანდონი არც აქეთ, არც იქით - მხარს ვუჭერ წარმოდგენილ კანონპროექტს" - დავით უსუფაშვილი
"ფაქტია, მოხდა უბედურება... არ ვართ სანდონი არც აქეთ, არც იქით - მხარს ვუჭერ წარმოდგენილ კანონპროექტს" - დავით უსუფაშვილი

ოპო­ზი­ცია არა­ფერს იბ­რი­ქე­ბა, ფაქ­ტია, მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა, გახ­და სა­ჭი­რო ამ კვო­რუ­მის აწე­ვა იმი­ტომ, რომ არ ვართ სან­დო­ნი არც აქეთ, არც იქით და არც მა­ნამ­დე, - ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია „ლელო-პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რმა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის იმუ­ნი­ტე­ტის მოხ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­ნი­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც უსუ­ფაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ის წარ­დგე­ნილ პრო­ექტს მხარს უჭერს და ამის მი­ზე­ზე­ბიც გან­მარ­ტა.

„მე მხარს ვუ­ჭერ წარ­მოდ­გე­ნილ კა­ნონპ­რო­ექტს წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ხით არა იმი­ტომ, რომ სა­ო­ცარ ევ­რო­პულ სტან­დარტს ვაღ­წევთ ამით, არა­მედ იმი­ტომ, რომ პოსტსაბ­ჭო­უ­რი სტან­დარ­ტით ცხოვ­რე­ბამ მოგ­ვი­ყა­ვა­ნა აქამ­დე და გა­ხა­და იმის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ მსოფ­ლი­ოს მო­ე­თი­თე­ბი­ნა - თქვენ მანდ ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლა­უფ­ლე­ბას ტრა­დი­ცი­უ­ლად ვერ უმკლავ­დე­ბით ხოლ­მეო, ვერ­ცერ­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა 1990 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლიო. ყვე­ლა უმ­რავ­ლე­სო­ბას სხვა­დას­ხვა დო­ზით წა­გიც­დე­ბათ ხოლ­მე ხელი იმ ია­რაღ­ზე, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით არის გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლიო. 1991 წელს ასე­თი და­ბა­ლი სტან­დარ­ტით და­ი­წყო პირ­ვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ პირ­ვე­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის თენ­გიზ ბეჟაშ­ვი­ლის გა­ძე­ვე­ბა, იმუ­ნი­ტე­ტის შე­წყვე­ტა და მას შემ­დეგ ბევ­რმა წყალ­მა ჩა­ი­ა­რა. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გე­ლაშ­ვი­ლი ვერ მოკ­ლა და რად­გან ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩა, პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­აგ­დო. ამი­ტომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ ბრძან­დე­ბით ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი, ამ სა­კი­თხში შემ­ჩნე­უ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის არას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბით.

ამას ნურც კომ­პლი­მენ­ტად მი­ი­ღებთ და ნურც ნა­მე­ტა­ნი დამ­წუხრდე­ბით. ახლა მსოფ­ლი­ომ და­ი­ნა­ხა, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბას ბო­რო­ტად იყე­ნებს ხოლ­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ამი­ტომ გვი­თხრა 90 კაც­ზე ნაკ­ლე­ბით ნუ გა­უშ­ვებთ ვი­ღა­ცას წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში, და­ე­ლო­დეთ, სა­ნამ სა­სა­მარ­თლო და­ად­გენს გა­ნა­ჩენ­სო. თუ და­ად­გენს გა­ნა­ჩენს, ის კაცი თუ ქალი ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­დის პარ­ლა­მენ­ტი­და­ნო. წი­ნას­წარ, გა­მო­ძი­ე­ბის დროს ასე მარ­ტი­ვად პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს ნუ ჩას­ვამთ ცი­ხე­შიო. იმი­ტომ, რომ თუ ჩას­ვამთ იმ იმე­დით, რომ ამით პრობ­ლე­მებს შე­იმ­ცი­რებთ და ქვე­ყა­ნას გა­და­არ­ჩენთ კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის­გან, მეტი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი და­გე­მარ­თე­ბათ ხოლ­მეო. ის, რაც და­ე­მარ­თა ამ ქვე­ყა­ნას ბოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დროს. ის, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ე­მარ­თა... ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის საქ­მე ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რის გა­მოც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცი­ხე­ში უნდა იჯ­დეს და ზოგი ზის კი­დეც. ამი­ტომ ნუ და­ვა­მად­ლით ვინ­მეს რა­მეს. ოპო­ზი­ცია არა­ფერს იბ­რი­ქე­ბა, ფაქ­ტია, მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა, გახ­და სა­ჭი­რო ამ კვო­რუ­მის აწე­ვა იმი­ტომ, რომ არ ვართ სან­დო­ნი არც აქეთ, არც იქეთ და არც მა­ნამ­დე. უმ­რავ­ლე­სო­ბას უნდა ჰქონ­დეს იმის საღი აზრი გან­სა­ჯოს, მარ­თლა იმ­ხე­ლა ხი­ფა­თის შემ­ცვე­ლია პირი, რომ წი­ნას­წარ პა­ტი­რო­ბა­ში გა­ვუშ­ვათ თუ არა. მე მხარს ვუ­ჭერ ამ კვო­რუმ­საც. 2/3-მდე გაზ­რდა დიახ, იქ­ნე­ბა მე­ო­რე მხა­რეს გა­დახ­რა“, - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის იმუ­ნი­ტე­ტის მოხ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­ნი­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რეგ­ლა­მენ­ტში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნა.

ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, დე­პუ­ტა­ტის და­კა­ვე­ბა ან და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე, მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ან სა­მუ­შაო ად­გი­ლის, მან­ქა­ნის ან პი­რად ჩხრე­კა­ზე თან­ხმო­ბის მი­ცე­მას პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის 3/5 - არა­ნაკ­ლებ 90 ხმა დას­ჭირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ასამდეშამცირეთ თქვენი რაოდენობა, რა საჭიროა 150 ?! სად გეძებოთ ქვორუმისათვის ?!

მ ი მ ი ნ ო
35

ეს ყოვლად ხელმოცარული ადამიანი, კიდევ ცოცხალია? იცით რა მიკვირს, ეს " ლელოს " შეეტენა გამორჩენის მიზნით, იმათ რაში ჭირდებათ ეს ვერ გავიგე. ისე ეს სისხლის მწოველები რომ ხალხის თავდადებულ მსახურად ჭარმოჩინდნენ ესაა სასაცილო, ნეტა რასაც ამბობენ თვითონ თუ სჯერათ?...

ავტორი:

"ფაქტია, მოხდა უბედურება... არ ვართ სანდონი არც აქეთ, არც იქით - მხარს ვუჭერ წარმოდგენილ კანონპროექტს" - დავით უსუფაშვილი

"ფაქტია, მოხდა უბედურება... არ ვართ სანდონი არც აქეთ, არც იქით - მხარს ვუჭერ წარმოდგენილ კანონპროექტს" - დავით უსუფაშვილი

ოპოზიცია არაფერს იბრიქება, ფაქტია, მოხდა ეს უბედურება, გახდა საჭირო ამ კვორუმის აწევა იმიტომ, რომ არ ვართ სანდონი არც აქეთ, არც იქით და არც მანამდე, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განიხილვა მიმდინარეობს.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ის წარდგენილ პროექტს მხარს უჭერს და ამის მიზეზებიც განმარტა.

„მე მხარს ვუჭერ წარმოდგენილ კანონპროექტს წარმოდგენილი სახით არა იმიტომ, რომ საოცარ ევროპულ სტანდარტს ვაღწევთ ამით, არამედ იმიტომ, რომ პოსტსაბჭოური სტანდარტით ცხოვრებამ მოგვიყავანა აქამდე და გახადა იმის საჭიროება, რომ მსოფლიოს მოეთითებინა - თქვენ მანდ ქართველები ძალაუფლებას ტრადიციულად ვერ უმკლავდებით ხოლმეო, ვერცერთი უმრავლესობა 1990 წლიდან მოყოლებულიო. ყველა უმრავლესობას სხვადასხვა დოზით წაგიცდებათ ხოლმე ხელი იმ იარაღზე, რომელიც მაღალი სტანდარტით არის გამოსაყენებელიო. 1991 წელს ასეთი დაბალი სტანდარტით დაიწყო პირველი უმრავლესობის მიერ პირველი უმცირესობის წარმომადგენლის თენგიზ ბეჟაშვილის გაძევება, იმუნიტეტის შეწყვეტა და მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. წინა ხელისუფლებამ გელაშვილი ვერ მოკლა და რადგან ცოცხალი გადარჩა, პარლამენტიდან გააგდო. ამიტომ „ქართული ოცნება“ არ ბრძანდებით ერთადერთი და განუმეორებელი, ამ საკითხში შემჩნეული ძალაუფლების არასწორი გამოყენებით.

ამას ნურც კომპლიმენტად მიიღებთ და ნურც ნამეტანი დამწუხრდებით. ახლა მსოფლიომ დაინახა, რომ ძალაუფლებას ბოროტად იყენებს ხოლმე ხელისუფლება, ამიტომ გვითხრა 90 კაცზე ნაკლებით ნუ გაუშვებთ ვიღაცას წინასწარ პატიმრობაში, დაელოდეთ, სანამ სასამართლო დაადგენს განაჩენსო. თუ დაადგენს განაჩენს, ის კაცი თუ ქალი ავტომატურად გადის პარლამენტიდანო. წინასწარ, გამოძიების დროს ასე მარტივად პარლამენტის წევრს ნუ ჩასვამთ ციხეშიო. იმიტომ, რომ თუ ჩასვამთ იმ იმედით, რომ ამით პრობლემებს შეიმცირებთ და ქვეყანას გადაარჩენთ კატაკლიზმებისგან, მეტი კატაკლიზმები დაგემართებათ ხოლმეო. ის, რაც დაემართა ამ ქვეყანას ბოლო გადაწყვეტილების დროს. ის, რაც წინა ხელისუფლებას დაემართა... ვალერი გელაშვილის საქმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რის გამოც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ციხეში უნდა იჯდეს და ზოგი ზის კიდეც. ამიტომ ნუ დავამადლით ვინმეს რამეს. ოპოზიცია არაფერს იბრიქება, ფაქტია, მოხდა ეს უბედურება, გახდა საჭირო ამ კვორუმის აწევა იმიტომ, რომ არ ვართ სანდონი არც აქეთ, არც იქეთ და არც მანამდე. უმრავლესობას უნდა ჰქონდეს იმის საღი აზრი განსაჯოს, მართლა იმხელა ხიფათის შემცველია პირი, რომ წინასწარ პატირობაში გავუშვათ თუ არა. მე მხარს ვუჭერ ამ კვორუმსაც. 2/3-მდე გაზრდა დიახ, იქნება მეორე მხარეს გადახრა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განიხილვა მიმდინარეობს. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, პირველი მოსმენით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 - არანაკლებ 90 ხმა დასჭირდება.

"ჟვანიამ გაგდებას, ფორმალურად საკუთარი ნებით წასვლა არჩია" - "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ჟვანიას წასვლა "ფეისბუქიდან" შეიტყვეს, მაგრამ ამის არავის სჯერა

"ვითხოვთ კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის გაძევებას" - გურამ ფალავანდიშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"