პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 წლის ბავშვი, რომელსაც დედა და მამინაცვალი აწამებდნენ, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს
6 წლის ბავშვი, რომელსაც დედა და მამინაცვალი აწამებდნენ, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს

6 წლის ბავ­შვი, რო­მელ­საც დედა და მა­მი­ნაც­ვა­ლი აწა­მებ­დნენ, მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს ასე­ვე არას­რულ­წლოვ­ნის ძმა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მა­მი­ნაც­ვლის ად­ვო­კატ­მა მუხ­რან ღურწკა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და, დღეს სო­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ბავ­შვე­ბის 6 თვის ვა­დით მშობ­ლე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა, რაც მო­სა­მარ­თლემ სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, დაც­ვის მხა­რე აღ­ნიშ­ნულ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რებს.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, 20 ივ­ნისს, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თი ღო­ნის­ძე­ბის შე­ფარ­დე­ბის სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა. სხდო­მა­ზე დაც­ვის მხა­რე, აპი­რებს ბრალ­დე­ბუ­ლი ა.ს.-ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბას.

„საქ­მე­ზე არ არის არც ერთი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ბრა­ლე­უ­ლო­ბის სა­კითხს. თქვენ იცით, რომ ორი­ვე და­კა­ვე­ბულს წარ­დგე­ნი­ლი აქვთ ბრა­ლი წა­მე­ბის მუხ­ლით და ეს ფაქ­ტი არ დას­ტურ­დე­ბა არც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­თა და მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბით, თუნ­დაც ბავ­შვის ჩვე­ნე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას და მისი და­კა­ვე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ვი­თხოვთ,“- გა­ნა­ცხა­და მუხ­რან ღურწკა­ი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დე­დას და მა­მი­ნაც­ვალს, რომ­ლე­ბიც 6 წლის ბავ­შვს სცემ­დნენ, ხელ-ფეხს უკ­რავ­დნენ და რამ­დე­ნი­მე დღე საკ­ვებს არ აძ­ლევ­დნენ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა.

და­ა­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 144-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ და „ზ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ წა­მე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნი­სა და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის მი­მართ) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

!!!
0

ასეთი და ანალოგიური შემთხვევების გამო გამართლებულია ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემა, მაგრამ როდესაც სიღარიბის გამო ართმევ დედას შვილს თუ შვილებს, ამას არანაირი გამართლება არა აქვს და დანაშაულად მიმაჩნია!

ბევრად კარგი იქნებოდა, რომ ის თანხა რომელიც მიმნდობი ოჯახებისათვის არის განკუთვნილი ღარიბი ოჯახებისათვის გადაეცათ!

მაგრამ, როგორც იტყვიან სწორედამც რომ "ძაღლის თავი მაგაშია დამარხული"!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

6 წლის ბავშვი, რომელსაც დედა და მამინაცვალი აწამებდნენ, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს

6 წლის ბავშვი, რომელსაც დედა და მამინაცვალი აწამებდნენ, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს

6 წლის ბავშვი, რომელსაც დედა და მამინაცვალი აწამებდნენ, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს ასევე არასრულწლოვნის ძმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მამინაცვლის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განუცხადა, დღეს სოციალურმა სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბავშვების 6 თვის ვადით მშობლებისგან განცალკევების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა. ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

ადვოკატის განმარტებით, 20 ივნისს, ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძების შეფარდების სხდომა გაიმართება. სხდომაზე დაცვის მხარე, აპირებს ბრალდებული ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობის დაყენებას.

„საქმეზე არ არის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის საკითხს. თქვენ იცით, რომ ორივე დაკავებულს წარდგენილი აქვთ ბრალი წამების მუხლით და ეს ფაქტი არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებებითა და მოწმეების ჩვენებებით, თუნდაც ბავშვის ჩვენებით. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას და მისი დაკავებიდან გათავისუფლებას მოვითხოვთ,“- განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.

შეგახსენებთ, რომ დედას და მამინაცვალს, რომლებიც 6 წლის ბავშვს სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ და რამდენიმე დღე საკვებს არ აძლევდნენ, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

დააკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბადრი ჩემთვის მკვდარია... ძალიან ცუდად მიდის ჩვენი საქმე, თავი რომ მოვიკლა, ბავშვებს რა ვუყო?" - ინტერვიუ ტარიელ ესებუასთან

სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეუფარდა

ბოლნისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - მკვლელობის დეტალები