საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათეროსკლეროზი და მისი მკურნალობის მეთოდები - რჩევები თოდუას სამედიცინო ცენტრისგან
ათეროსკლეროზი და მისი მკურნალობის მეთოდები - რჩევები თოდუას სამედიცინო ცენტრისგან

ათე­როსკლე­რო­ზი სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც სის­ხლძარ­ღვე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბას იწ­ვევს და შე­დე­გად შე­საძ­ლე­ბე­ლია ლო­კა­ლუ­რი თრომ­ბის წარ­მოქ­მნა გა­ნა­პი­რო­ბოს. ეს და­ა­ვა­დე­ბა ხში­რად სის­ხლძარ­ღვე­ბის სი­ბე­რე­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. არ­სე­ბობს რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი რაც და­ა­ვა­დე­ბის გა­მოწ­ვე­ვა­ში და შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდ როლს ას­რუ­ლებს. გა­მო­ყო­ფენ მო­დი­ფი­ცი­რე­ბად და არა­მო­დი­ფი­ცი­რე­ბად რის­კებს. არა -მო­დი­ფი­ცი­რე­ბად რის­კებ­ში შე­დის ასა­კი, სქე­სი, გე­ნე­ტი­კა. ხოლო მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­დია- თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა, არას­წო­რი კვე­ბა, ცხი­მი­ა­ნი საკ­ვე­ბის ანუ ქო­ლეს­ტე­რი­ნის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა, დი­ა­ბე­ტი, ჭარ­ბი წონა.

თრომ­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ათე­როსკლე­რო­ზის უკი­დუ­რე­სი ფორ­მაა, ამ დროს ადა­მი­ა­ნის კი­დურ­ში სის­ხლის მი­წო­დე­ბა იხ­შო­ბა და და­ა­ვა­დე­ბუ­ლი არე­ა­ლი ფერს იც­ვლის, ლურ­ჯდე­ბა, ხდე­ბა ცი­ა­ნო­ზუ­რი, იზღუ­დე­ბა მოძ­რა­ო­ბა და შე­საძ­ლოა ჯან­მრთე­ლო­ბის კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაც კი გა­მო­იწ­ვი­ოს.

ათე­როსკლე­რო­ზის შე­სა­ხებ უფრო დე­ტა­ლუ­რად აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის სის­ხლძარ­ღვთა ქი­რურ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი დე­ი­სა­ძე გვე­სა­უბ­რა და რისკ-ჯგუფ­ში შე­მა­ვალ ადა­მი­ა­ნებს შე­სა­ბა­მის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც აძ­ლევს.

- რო­გო­რია ათე­როსკლე­რო­ზის სიმპტო­მე­ბი და გრძნობს თუ არა ადა­მი­ა­ნი მათ, ვიდ­რე პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა არ დამ­ძიმ­დე­ბა?

– ზოგ­ჯერ ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზეც ვლინ­დე­ბა ათე­როსკლე­რო­ზის სიმპტო­მე­ბი, თუმ­ცა, ძი­რი­თა­დად, შორს წა­სულ ფორ­მებ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ეს და­ა­ვა­დე­ბა აზი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლო და მსხვი­ლი კა­ლიბ­რის სის­ხლძარ­ღვებს -ქვე­მო კი­დუ­რის სის­ხლძარ­ღვებს, გუ­ლის მკვე­ბავ სის­ხლძარ­ღვებს კო­რო­ნა­რებს , ასე­ვე თირკმლის და თა­ვის ტვი­ნის სის­ხლძაღ­ვებს. სა­ბო­ლო­ოდ კი, გარ­თუ­ლე­ბაც შე­სა­ბა­მი­სია. თუ რო­მე­ლი ორ­გა­ნოს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა მო­იშ­ლე­ბა , გუ­ლის მკვე­ბა­ვი სის­ხლძარ­ღვის დახ­შო­ბით ინ­ფარ­ქტი ვი­თარ­დე­ბა, თა­ვის ტვი­ნის სა­ძი­ლე არ­ტე­რი­ის დახ­შო­ბით ინ­სულ­ტი, ხოლო ქვე­და კი­დუ­რებ­ში შე­საძ­ლოა გან­გრე­ნა და­ი­წყოს და შე­დე­გად კი­დუ­რის და­კარ­გვა მი­ვი­ღოთ. თირკმლის არ­ტე­რი­ის და­ზი­ა­ნე­ბის დროს პა­ცი­ენ­ტებ­ში წნე­ვის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა იმის გამო, რომ თირკმელ­ში არ შე­დის საკ­მა­რი­სი სის­ხლი და სა­ბო­ლო­ოდ იშე­მია ვი­თარ­დე­ბა.

პა­ცი­ენ­ტებ­ში ხში­რად თავს ქვე­მო კი­დუ­რე­ბის ათე­როსკლე­რო­ზი იჩენს. თუ შე­ვიწ­რო­ე­ბა ქვე­მო კი­დურ­ში მოხ­დე­ბა და ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი ფო­ლა­ქი წარ­მო­იქ­მნე­ბა, ადა­მი­ანს სი­ა­რუ­ლი გა­უ­ჭირ­დე­ბა; გა­ივ­ლის 100 მეტრს, 50 მეტრს და შეს­ვე­ნე­ბა მო­უ­წევს, რად­გან ფეხი და­ეღ­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან კუნ­თებს არ მი­ე­წო­დე­ბა იმ რა­ო­დე­ნო­ბის სის­ხლი, რაც მეტი მან­ძი­ლის და­სა­ფა­რა­დაა სა­ჭი­რო. თუ ეს მოხ­და სა­ძი­ლე არ­ტე­რი­ებ­ში და თა­ვის ტვინს და­აკ­ლდა სის­ხლი, მა­შინ სიმპტო­მე­ბი სხვა­ნა­ი­რია. შე­ი­ნიშ­ნე­ბა გაბ­რუ­ე­ბა, თავ­ბრუს­ხვე­ვა, ყუ­რებ­ში შუ­ი­ლი.

- ვინ შე­დი­ან ათე­როსკლე­რო­ზის რისკ-ჯგუფ­ში და რო­გო­რია ამ პა­თო­ლო­გი­ის ასა­კობ­რი­ვი სეგ­მენ­ტა­ცია, შე­ი­ნიშ­ნე­ბა თუ არა და­ა­ვა­დე­ბის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის ტენ­დენ­ცია?

– ათე­როსკლე­რო­ზის რისკ-ჯგუფ­ში, ძი­რი­თა­დად, 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი შე­დი­ან. დიდი წილი მო­დის დი­ა­ბე­ტი­ან პა­ცი­ენ­ტებ­ზე. ქა­ლებ­ში ეს პა­თო­ლო­გია 60-70 წლის შემ­დეგ იჩენს ხოლ­მე თავს.. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბას, ეს ტენ­დენ­ცია ნამ­დვი­ლად შე­ი­ნიშ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლებ­საც მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­დი ან არა­მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­დი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი აქვთ: მა­ღა­ლი ქო­ლეს­ტე­რი­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, დი­ა­ბე­ტი ან ეწე­ვი­ან სი­გა­რეტს.

- რა მე­თო­დებს იყე­ნებთ თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში ათე­როსკლე­რო­ზის სამ­კურ­ნა­ლოდ?

– სა­წყის ეტაპ­ზე ექი­მი პა­ცი­ენტს ხე­ლით სინ­ჯავს და კრებს ანამ­ნეზს. ამას დუპ­ლექს სკა­ნი­რე­ბით დი­აგ­ნოს­ტი­კა მოჰ­ყვე­ბა, რო­მე­ლიც ულტრაბ­გე­რი­თი გა­მოკ­ვლე­ვის მე­თო­დია და სის­ხლძარ­ღვე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, სის­ხლის ნა­კა­დი­სა და სიჩ­ქა­რის გა­ზომ­ვას მო­ი­ცავს. შემ­დგომ კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ას რომ უკეთ შე­ვა­ფა­სოთ სის­ხლძარ­ღვის მდგო­მა­რე­ო­ბა.

თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ჩვენ ფეხს ვუ­წყობთ მსოფ­ლი­ო­ში და­ნერ­გილ სი­ახ­ლე­ებს. მათ შო­რის, ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი აქ­ტი­უ­რად ნერ­გავს ახა­ლი მე­თო­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტის ან­გი­ოგ­რა­ფის დახ­მა­რე­ბით. თუ ადრე სის­ხლძარ­ღვე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბი დიდ და ტრავ­მულ ქი­რურ­გი­ას გუ­ლის­ხმობ­და და ასა­კო­ვან პა­ცი­ენ­ტებ­ში და­მა­ტე­ბით რის­კებს აჩენ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­სნი­ლია. ოპე­რა­ცია უსის­ხლოდ, ჩხვლე­ტით კეთ­დე­ბა ყო­ველ­გვა­რი ანეს­თე­ზი­ის გა­რე­შე.

ხში­რად, სწო­რედ ამ მე­თო­დით, ბა­ლო­ნურ ან­გი­ოპ­ლას­ტი­კას ვა­კე­თებთ, ანუ შე­ვიწ­რო­ე­ბულ ად­გი­ლას სის­ხლძარ­ღვის ბა­ლო­ნი­რე­ბას, გა­ფარ­თო­ე­ბას, რომ სის­ხლმა კარ­გად იმოძ­რა­ოს. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა სის­ხლძარ­ღვის ნე­ბის­მი­ე­რი შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი უბ­ნის სტენ­ტი­რე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში ღია ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი და, ფაქ­ტობ­რი­ვად, 90% კეთ­დე­ბა ინ­ტერ­ვენ­ცი­ით ანუ ჩხვლე­ტით. სა­წყის და ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე და­წყე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ძა­ლი­ან კარგ შე­დეგს გვაძ­ლევს.

- რას ურ­ჩევ­დით იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ათე­როსკლე­რო­ზის რისკ-ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან?

– სა­ჭი­როა ექიმ­თან დრო­უ­ლი ვი­ზი­ტი, თუნ­დაც ფე­ხის ან გულ­მკერ­დის არე­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო ტკი­ვი­ლის დროს. ჩა­ი­ტა­რეთ კონ­სულ­ტა­ცია, რად­გან სა­ნამ კრი­ტი­კუ­ლი პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა, მარ­ტი­ვია ამ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა. 50 წლის ზე­მოთ ადა­მი­ა­ნებ­ში სა­სურ­ვე­ლია წე­ლი­წად­ში ერთხელ გა­სინ­ჯვა იმის მი­უ­ხე­და­ვად, აქვთ თუ არა სიმპტო­მე­ბი, რომ შემ­დგომ მძი­მე ჩა­რე­ვე­ბამ­დე არ მი­ვი­დეს საქ­მე.

სხვა რჩე­ვებს რაც შე­ე­ხე­ბა, სა­სურ­ვე­ლია თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, თა­ვის და­ნე­ბე­ბა. ასე­ვე ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი, რაც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 40 წუ­თით მა­ინც ფე­ხით სე­ირ­ნო­ბას მო­ი­ცავს. თუ გაქვთ დი­ა­ბე­ტი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია შაქ­რის რე­გუ­ლა­რუ­ლი კონ­ტრო­ლი.

NS

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუცა
0

ხალხნო, ვინმე ამ ქვეყანაში ვინმეს პასუხს მოსთხოვს რამეზე? ექიმის კონსულტაცია, გეუბნებიან 80 ლარი, 300-400 ლარის გამოკვლევებს სანამდის არ გაგაკეთებინებენ არც დიაგნოზს გეტყვიან და და არც დანიშნულებას მოგცემენ! მერე გამოგიწერს წამლებს კიდევ 300---400 ლარის! ექიმები გახდნენ ყაჩაღები!

ნუცას
0

ვეთანხმები ნუცას. ზუსტად ასეა , სანამ დიაგნოზს დასვამენ უკვე კოტრდები. ძალიან ძვირია გამოკვლევები, პენსიონერისთვის ხომ საერთოდ. ექიმთან ვერ მიდიან ვიზიტზე, დარჩენილები არიან ბედის ანაბარად, ოჯახის ექიმის შემყურედ. პენსიონერები განწირულები და გამეტებულები არიან. ამას უნდა მიხედოს ხელისუფლებამ აუცილებლად

ავტორი:

ათეროსკლეროზი და მისი მკურნალობის მეთოდები - რჩევები თოდუას სამედიცინო ცენტრისგან

ათეროსკლეროზი და მისი მკურნალობის მეთოდები - რჩევები თოდუას სამედიცინო ცენტრისგან

ათეროსკლეროზი სისხლძარღვთა დაავადებაა, რომელიც სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს და შედეგად შესაძლებელია ლოკალური თრომბის წარმოქმნა განაპირობოს. ეს დაავადება ხშირად სისხლძარღვების სიბერედაც მოიხსენიება. არსებობს რისკ-ფაქტორები რაც დაავადების გამოწვევაში და შემდგომ განვითარებაში დიდ როლს ასრულებს. გამოყოფენ მოდიფიცირებად და არამოდიფიცირებად რისკებს. არა -მოდიფიცირებად რისკებში შედის ასაკი, სქესი, გენეტიკა. ხოლო მოდიფიცირებადია- თამბაქოს მოხმარება, არასწორი კვება, ცხიმიანი საკვების ანუ ქოლესტერინის ჭარბი მოხმარება, დიაბეტი, ჭარბი წონა.

თრომბის განვითარება ათეროსკლეროზის უკიდურესი ფორმაა, ამ დროს ადამიანის კიდურში სისხლის მიწოდება იხშობა და დაავადებული არეალი ფერს იცვლის, ლურჯდება, ხდება ციანოზური, იზღუდება მოძრაობა და შესაძლოა ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობაც კი გამოიწვიოს.

ათეროსკლეროზის შესახებ უფრო დეტალურად აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დეისაძე გვესაუბრა და რისკ-ჯგუფში შემავალ ადამიანებს შესაბამის რეკომენდაციებსაც აძლევს.

- როგორია ათეროსკლეროზის სიმპტომები და გრძნობს თუ არა ადამიანი მათ, ვიდრე პაციენტის მდგომარეობა არ დამძიმდება?

– ზოგჯერ ადრეულ სტადიაზეც ვლინდება ათეროსკლეროზის სიმპტომები, თუმცა, ძირითადად, შორს წასულ ფორმებში გამოიხატება. ეს დაავადება აზიანებს საშუალო და მსხვილი კალიბრის სისხლძარღვებს -ქვემო კიდურის სისხლძარღვებს, გულის მკვებავ სისხლძარღვებს კორონარებს , ასევე თირკმლის და თავის ტვინის სისხლძაღვებს. საბოლოოდ კი, გართულებაც შესაბამისია. თუ რომელი ორგანოს სისხლის მიმოქცევა მოიშლება , გულის მკვებავი სისხლძარღვის დახშობით ინფარქტი ვითარდება, თავის ტვინის საძილე არტერიის დახშობით ინსულტი, ხოლო ქვედა კიდურებში შესაძლოა განგრენა დაიწყოს და შედეგად კიდურის დაკარგვა მივიღოთ. თირკმლის არტერიის დაზიანების დროს პაციენტებში წნევის მაღალი მაჩვენებლები შეინიშნება იმის გამო, რომ თირკმელში არ შედის საკმარისი სისხლი და საბოლოოდ იშემია ვითარდება.

პაციენტებში ხშირად თავს ქვემო კიდურების ათეროსკლეროზი იჩენს. თუ შევიწროება ქვემო კიდურში მოხდება და ათეროსკლეროზული ფოლაქი წარმოიქმნება, ადამიანს სიარული გაუჭირდება; გაივლის 100 მეტრს, 50 მეტრს და შესვენება მოუწევს, რადგან ფეხი დაეღლება, ვინაიდან კუნთებს არ მიეწოდება იმ რაოდენობის სისხლი, რაც მეტი მანძილის დასაფარადაა საჭირო. თუ ეს მოხდა საძილე არტერიებში და თავის ტვინს დააკლდა სისხლი, მაშინ სიმპტომები სხვანაირია. შეინიშნება გაბრუება, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი.

- ვინ შედიან ათეროსკლეროზის რისკ-ჯგუფში და როგორია ამ პათოლოგიის ასაკობრივი სეგმენტაცია, შეინიშნება თუ არა დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია?

– ათეროსკლეროზის რისკ-ჯგუფში, ძირითადად, 50 წელს გადაცილებული მამაკაცები შედიან. დიდი წილი მოდის დიაბეტიან პაციენტებზე. ქალებში ეს პათოლოგია 60-70 წლის შემდეგ იჩენს ხოლმე თავს.. რაც შეეხება გაახალგაზრდავებას, ეს ტენდენცია ნამდვილად შეინიშნება ადამიანებში, რომლებსაც მოდიფიცირებადი ან არამოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები აქვთ: მაღალი ქოლესტერინის მაჩვენებელი, დიაბეტი ან ეწევიან სიგარეტს.

- რა მეთოდებს იყენებთ თოდუას კლინიკაში ათეროსკლეროზის სამკურნალოდ?

– საწყის ეტაპზე ექიმი პაციენტს ხელით სინჯავს და კრებს ანამნეზს. ამას დუპლექს სკანირებით დიაგნოსტიკა მოჰყვება, რომელიც ულტრაბგერითი გამოკვლევის მეთოდია და სისხლძარღვების დათვალიერებას, სისხლის ნაკადისა და სიჩქარის გაზომვას მოიცავს. შემდგომ კომპიუტერულ ტომოგრაფიას რომ უკეთ შევაფასოთ სისხლძარღვის მდგომარეობა.

თოდუას კლინიკაში მკურნალობას რაც შეეხება, ჩვენ ფეხს ვუწყობთ მსოფლიოში დანერგილ სიახლეებს. მათ შორის, ჩვენი სამედიცინო ცენტრი აქტიურად ნერგავს ახალი მეთოდებით მკურნალობას სპეციალური აპარატის ანგიოგრაფის დახმარებით. თუ ადრე სისხლძარღვების ოპერაციები დიდ და ტრავმულ ქირურგიას გულისხმობდა და ასაკოვან პაციენტებში დამატებით რისკებს აჩენდა, ეს ყველაფერი მოხსნილია. ოპერაცია უსისხლოდ, ჩხვლეტით კეთდება ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე.

ხშირად, სწორედ ამ მეთოდით, ბალონურ ანგიოპლასტიკას ვაკეთებთ, ანუ შევიწროებულ ადგილას სისხლძარღვის ბალონირებას, გაფართოებას, რომ სისხლმა კარგად იმოძრაოს. ასევე შეიძლება სისხლძარღვის ნებისმიერი შევიწროებული უბნის სტენტირება. საბოლოო ჯამში, თოდუას კლინიკაში ღია ოპერაციული ჩარევები მინიმუმამდეა დაყვანილი და, ფაქტობრივად, 90% კეთდება ინტერვენციით ანუ ჩხვლეტით. საწყის და ადრეულ სტადიაზე დაწყებული მკურნალობა ძალიან კარგ შედეგს გვაძლევს.

- რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც ათეროსკლეროზის რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან?

– საჭიროა ექიმთან დროული ვიზიტი, თუნდაც ფეხის ან გულმკერდის არეში უმნიშვნელო ტკივილის დროს. ჩაიტარეთ კონსულტაცია, რადგან სანამ კრიტიკული პროცესი დაიწყება, მარტივია ამ მდგომარეობის გამოსწორება. 50 წლის ზემოთ ადამიანებში სასურველია წელიწადში ერთხელ გასინჯვა იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა სიმპტომები, რომ შემდგომ მძიმე ჩარევებამდე არ მივიდეს საქმე.

სხვა რჩევებს რაც შეეხება, სასურველია თამბაქოს მოხმარების შემცირება და საბოლოოდ, თავის დანებება. ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც დღის განმავლობაში 40 წუთით მაინც ფეხით სეირნობას მოიცავს. თუ გაქვთ დიაბეტი, აუცილებელია შაქრის რეგულარული კონტროლი.

NS

"ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, გვქონდა გულღია საუბარი..." - რაზე შეთანხმდნენ სახალხო დამცველი და მეუფე იაკობი

ყაჯრის მთაზე ნაპოვნია, დაახლოებით, IX - X  საუკუნის კლდეში ნაკვეთი, უნიკალური ტაძარი - რას ამბობენ ახალ აღმოჩენაზე ისტორიკოსები?

"დაბადების დღეს გილოცავ, ნონა" - ლეო მესიმ ლეგენდარულ მოჭადრაკეს 80 წლის იუბილეზე საკუთარი მაისური აჩუქა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"