Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"არასოდეს დავნებდები, ახლა თავს უკეთ ვგრძნობ" - კრისტიან ერიქსენის პირველი კომენტარი მოედანზე მომხდარი დრამატული შემთხვევის შემდეგ
"არასოდეს დავნებდები, ახლა თავს უკეთ ვგრძნობ" - კრისტიან ერიქსენის პირველი კომენტარი მოედანზე მომხდარი დრამატული შემთხვევის შემდეგ

და­ნი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, კრის­ტი­ან ერიქ­სე­ნის პირ­ველ კო­მენ­ტარს, მო­ე­დან­ზე ცუ­დად გახ­დო­მის შემ­დეგ, Gazzetta dello Sport აქ­ვეყ­ნებს. გა­მო­ცე­მას კრის­ტი­ა­ნის კო­მენ­ტა­რი მის­მა აგენ­ტმა მი­ა­წო­და.

ფეხ­ბურ­თე­ლი ამ­ბობს, რომ ის თავს კარ­გად გრძნობს და რომ "არა­სო­დეს და­ნებ­დე­ბა". ერიქ­სე­ნი ასე­ვე მად­ლო­ბას უხ­დის გულ­შე­მატ­კი­ვარს მხარ­და­ჭე­რის­თვის და ამ­ბობს, რომ ახლა მისი ყუ­რა­დღე­ბა მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ გა­მო­იკ­ვლი­ონ, რამ გა­მო­იწ­ვია მო­უ­ლოდ­ნე­ლად ამ­გვარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნა.

"მად­ლო­ბა, მე არა­სო­დეს დავ­ნებ­დე­ბი. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, მაგ­რამ მსურს გა­ვი­გო, რა მოხ­და. მინ­და მად­ლო­ბა გი­თხრათ ყვე­ლას იმის­თვის, რაც ჩემ­თვის გა­ა­კე­თეთ“, - ამ­ბობს კრის­ტი­ა­ნი.

ის ასე­ვე ესა­უბ­რა ვი­დე­ო­ზა­რით თა­ვის თა­ნა­გუნ­დე­ლებს - "მგო­ნი, თქვენ ჩემ­ზე უფრო ცუ­დად გახ­დით“, - ეხუმ­რა ფეხ­ბურ­თე­ლი მე­გობ­რებს.

ერიქ­სე­ნი ამ დრომ­დე კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა და გა­მოკ­ვლე­ვებს იტა­რებს. მის გვერ­დით არი­ან მშობ­ლე­ბი და ცოლი.

შე­გახ­სე­ნებთ რომ ევრო 2020-ზე, ფი­ნე­თი­სა და და­ნი­ის სა­ფეხ­ბურ­თო და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, და­ნი­ე­ლი ნა­ხე­ვარმცვე­ლი, კრის­ტი­ან ერიქ­სე­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცუ­დად გახ­და, ის მინ­დორ­ზე წა­იქ­ცა და 13 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფეხ­ბურ­თე­ლი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. კრის­ტი­ა­ნის ექიმ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მას მო­ე­დან­ზე გული გა­უ­ჩერ­და, თუმ­ცა სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის შე­დე­გად და დე­ფიბ­რი­ლა­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბით, გული აუ­მუ­შა­ვეს. ამ დრო­ის­თვის ფეხ­ბურ­თე­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას ექი­მე­ბი სტა­ბი­ლურს უწო­დე­ბენ, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია თუ რამ გა­მო­იწ­ვია მისი ცუ­დად გახ­დო­მა.

წყა­რო: დე­ი­ლი მე­ი­ლი

შე­ნიშ­ვნა: მთა­ვა­რი ფოტო არ არის ახა­ლი. სუ­რა­თი აღე­ბუ­ლია ფეხ­ბურ­თე­ლის ინ­სტაგ­რამ გვერ­დი­დან

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-
1

მაგრად კი შეგვაშინა და გვატირა, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ერიქსენს. 

დიანა
0

gaiar gamoiare

ავტორი:

"არასოდეს დავნებდები, ახლა თავს უკეთ ვგრძნობ" - კრისტიან ერიქსენის პირველი კომენტარი მოედანზე მომხდარი დრამატული შემთხვევის შემდეგ

"არასოდეს დავნებდები, ახლა თავს უკეთ ვგრძნობ" - კრისტიან ერიქსენის პირველი კომენტარი მოედანზე მომხდარი დრამატული შემთხვევის შემდეგ

დანიელი ფეხბურთელის, კრისტიან ერიქსენის პირველ კომენტარს, მოედანზე ცუდად გახდომის შემდეგ, Gazzetta dello Sport აქვეყნებს. გამოცემას კრისტიანის კომენტარი მისმა აგენტმა მიაწოდა.

ფეხბურთელი ამბობს, რომ ის თავს კარგად გრძნობს და რომ "არასოდეს დანებდება". ერიქსენი ასევე მადლობას უხდის გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის და ამბობს, რომ ახლა მისი ყურადღება მიმართულია იმისკენ, რომ გამოიკვლიონ, რამ გამოიწვია მოულოდნელად ამგვარ მდგომარეობაში ჩავარდნა.

"მადლობა, მე არასოდეს დავნებდები. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, მაგრამ მსურს გავიგო, რა მოხდა. მინდა მადლობა გითხრათ ყველას იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ“, - ამბობს კრისტიანი.

ის ასევე ესაუბრა ვიდეოზარით თავის თანაგუნდელებს - "მგონი, თქვენ ჩემზე უფრო ცუდად გახდით“, - ეხუმრა ფეხბურთელი მეგობრებს.

ერიქსენი ამ დრომდე კოპენჰაგენის კლინიკაში რჩება და გამოკვლევებს იტარებს. მის გვერდით არიან მშობლები და ცოლი.

შეგახსენებთ რომ ევრო 2020-ზე, ფინეთისა და დანიის საფეხბურთო დაპირისპირების დროს, დანიელი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი მოულოდნელად ცუდად გახდა, ის მინდორზე წაიქცა და 13 წუთის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იყო.

მოგვიანებით ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს. კრისტიანის ექიმმა დაადასტურა, რომ მას მოედანზე გული გაუჩერდა, თუმცა სწრაფი რეაგირების შედეგად და დეფიბრილატორის გამოყენებით, გული აუმუშავეს. ამ დროისთვის ფეხბურთელის მდგომარეობას ექიმები სტაბილურს უწოდებენ, ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია მისი ცუდად გახდომა.

წყარო: დეილი მეილი

შენიშვნა: მთავარი ფოტო არ არის ახალი. სურათი აღებულია ფეხბურთელის ინსტაგრამ გვერდიდან

რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა

რონალდუ მაგიდასთან კოკა-კოლას დანახვამ გაანაწყენა და ის წყლით ჩაანაცვლა - პორტუგალიელი ფეხბურთელის ქმედება ინტერნეტჰიტად იქცა

ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების 4 რიტუალი აღმოსავლეთის ლამაზმანებისგან