საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცით, რომ ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?" - გუბაზ სანიკიძე
"ვიცით, რომ ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?" - გუბაზ სანიკიძე

"'მეს­მის, ოქ­როს ვარ­სკვლა­ვე­ბი ხართ, ვი­ცით, რომ შეჭ­მა­რი­ტე­ბის ტა­იჭ­ზე ხართ ამ­ხედ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ერთი მთა­ვა­რი შე­კი­თხვა მაქვს თქვენ­თან, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა გავ­რი­ლო­ვი ზვი­ა­დის სა­ვარ­ძელ­ში?"- ამ შე­კი­თხვით მი­მარ­თა პო­ლი­ტი­კოს­მა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რებს.

მან "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მი­მარ­თა, პა­სუ­ხი გა­ე­ცათ კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა რუსი პო­ლი­ტი­კო­სი, სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ვარ­ძელ­ში.

რო­გორც გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში მზად არის, ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ პრო­ექტს მხა­რი და­უ­ჭი­როს.

"მზად ვართ თქვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ, ახლა შე­რი­გე­ბას ნუ მო­ი­თხოვთ, მაგ­რამ რა­ღა­ცებ­ზე შე­იძ­ლე­ბა მოვ­რიგ­დეთ. ვი­ცით, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ახლა ცოტა ტროც­კის­ტულ-გა­ხა­რი­ას­ტუ­ლი ამ­ბო­ხი გაქვთ ჩა­საქ­რო­ბი, გა­სა­გე­ბია ეს, სხვა­თა­შო­რის, ამა­ში გი­თა­ნაგ­რძნობთ, მაგ­რამ მა­ინც მი­მაჩ­ნია, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყ­ნის გა­დამ­რჩე­ნე­ლე­ბი, 24 სა­უ­კუ­ნის წინ ქუჯი ერის­თავ­მა და ფარ­ნა­ვაზ­მა რომ ქარ­თუ­ლი პრო­ექ­ტი და­დეს, და­დეს იმი­ტომ, რომ 24 სა­უ­კუ­ნის მერე თქვენ მო­სუ­ლი­ყა­ვით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

მეს­მის, ოქ­როს ვარ­სკვლა­ვე­ბი ხართ, ვი­ცით, რომ შეჭ­მა­რი­ტე­ბის ტა­იჭ­ზე ხართ ამ­ხედ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ერთი მთა­ვა­რი შე­კი­თხვა მაქვს თქვენ­თან, ქარ­თველ ხალ­ხს თქვენ­გან ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ მი­უ­ღია, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა გავ­რი­ლო­ვი ზვი­ა­დის სა­ვარ­ძელ­ში? გაგ­ვე­ცით ამა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად პა­სუ­ხი. პა­სუხს თუ მი­ვი­ღებ, პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ ამას (ამ­ნის­ტი­ის პრო­ექ­ტი) მხარს და­ვუ­ჭერ, ოღონდ პა­სუ­ხი გაგ­ვე­ცით, რო­გორ და რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა გავ­რი­ლო­ვი ზვი­ა­დის სა­ვარ­ძელ­ში“,-გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
13

ნაცებმა რომელთანაც გუბაზია, გასცეს პასუხი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ზვიადის საქართველოს ადგილზე სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიქმნა.

Teo
7

ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ეს კითხვა გაუჩნდა ამ "კაცს"????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ვიცით, რომ ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?" - გუბაზ სანიკიძე

"ვიცით, რომ ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?" - გუბაზ სანიკიძე

"'მესმის, ოქროს ვარსკვლავები ხართ, ვიცით, რომ შეჭმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, მაგრამ ერთი მთავარი შეკითხვა მაქვს თქვენთან, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?"- ამ შეკითხვით მიმართა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებს.

მან "ქართულ ოცნებას“ მიმართა, პასუხი გაეცათ კითხვაზე, თუ რატომ აღმოჩნდა რუსი პოლიტიკოსი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან პასუხის შემთხვევაში მზად არის, ამნისტიის შესახებ პროექტს მხარი დაუჭიროს.

"მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ახლა შერიგებას ნუ მოითხოვთ, მაგრამ რაღაცებზე შეიძლება მოვრიგდეთ. ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა ცოტა ტროცკისტულ-გახარიასტული ამბოხი გაქვთ ჩასაქრობი, გასაგებია ეს, სხვათაშორის, ამაში გითანაგრძნობთ, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის გადამრჩენელები, 24 საუკუნის წინ ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზმა რომ ქართული პროექტი დადეს, დადეს იმიტომ, რომ 24 საუკუნის მერე თქვენ მოსულიყავით ხელისუფლებაში.

მესმის, ოქროს ვარსკვლავები ხართ, ვიცით, რომ შეჭმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, მაგრამ ერთი მთავარი შეკითხვა მაქვს თქვენთან, ქართველ ხალხს თქვენგან ამ შეკითხვაზე პასუხი არ მიუღია, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში? გაგვეცით ამაზე ოფიციალურად პასუხი. პასუხს თუ მივიღებ, პირობას გაძლევთ, რომ ამას (ამნისტიის პროექტი) მხარს დავუჭერ, ოღონდ პასუხი გაგვეცით, როგორ და რატომ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში“,-განაცხადა სანიკიძემ.