საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუგულს უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას" - ირაკლი კობახიძე
"გუგულს უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას" - ირაკლი კობახიძე

"გა­ხა­რი­ამ მო­ინ­დო­მა სხვის ბუ­დე­ში კვერ­ცხის და­დე­ბა, გუ­გუ­ლი - არის ასე­თი ფრინ­ვე­ლი, რო­მელ­საც უყ­ვარს არ­წი­ვის ბუ­დე­ში კვერ­ცხის და­დე­ბა. ამის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და გა­ხა­რი­ას - ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მე­ლი­ას­თვის წა­სუ­ლი გა­ხა­რია მე­ლი­ას­თვის­ვე დაბ­რუნ­და", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სწო­რედ გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გახ­და თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რი და ამის შემ­დეგ მი­ა­წო­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და გა­ხა­რი­ას სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­ზე, რისi ნიშ­ნე­ბი მის გან­ცხა­დე­ბებ­შიც შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

"თუ სად­მე იყო "ქარ­თულ-ჯიგ­რუ­ლი“ კო­რუფ­ცია და ნე­პო­ტიზ­მი, ეს მო­ი­კი­თხოს თა­ვის თა­ნა­გუნ­დე­ლებ­ში, ამით გა­მო­ირ­ჩე­ო­და სწო­რედ მისი გუნ­დი და ამი­ტომ მო­უ­წია მას უკან და­ხე­ვა. როცა ადა­მი­ანს არ აქვს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი, არა­ფე­რი აქვს სათ­ქმე­ლი და გუ­შინ 2 სა­ა­თი სა­უბ­რობ­და არა­ფერს ყვე­ლა­ფერ­ზე, ასეთ დროს გა­და­დის უზ­რდე­ლო­ბა­ზე, რაც იყო ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნი.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ წა­მოს­ცდა გა­ხა­რი­ას, თქვა, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ რომც გა­და­ლა­ხოს 43 პრო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რი და მან ზუს­ტად იცის, არ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა ამ ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა და თქვა, რომ ამის მი­უ­ხე­და­ვად, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ შე­იძ­ლე­ბა მა­ინც ჰქონ­დეს ლე­გი­ტი­მა­ცი­ის პრობ­ლე­მა, ეს არის სა­ბო­ტა­ჟის წი­ნას­წარ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ქრო­ნი­კა, აქაც ემ­თხვე­ვა გა­ხა­რი­ას და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის რი­ტო­რი­კა ერ­თმა­ნეთს.

ეს იყო წა­მოც­დე­ნა, რო­მე­ლიც ანა­ლი­ზის­თვის ძა­ლი­ან კარგ სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა. მე მექ­ნე­ბა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ამ დღე­ებ­ში დე­ტა­ლუ­რად გან­ვმარ­ტო ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის, ოპო­ზი­ცი­ურ მე­დი­ა­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი აქ­ტუ­ა­ლუ­რი მას შემ­დეგ გახ­და, რაც გა­ხა­რი­ამ მო­ინ­დო­მა სხვის ბუ­დე­ში კვერ­ცხის და­დე­ბა. თქვენ იცით, რომ გუ­გუ­ლი არის ასე­თი ფრინ­ვე­ლი, რო­მელ­საც უყ­ვარს არ­წი­ვის ბუ­დე­ში კვერ­ცხის და­დე­ბა. ამის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და გა­ხა­რი­ას და ეს და­ვას­რუ­ლეთ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მაც და­ას­რუ­ლა ეს მარ­ტი­ვად. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მე­ლი­ას­თვის წა­სუ­ლი გა­ხა­რია მე­ლი­ას­თვის­ვე დაბ­რუნ­და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თემა გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი და ჩვენ სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლეთ ამ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის,"-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ხა­რი­ას ნახ­სე­ნებ "უხი­ლავ ხელს“, კო­ბა­ხი­ძის­თვის გა­უ­გე­ბა­რია ვის გუ­ლის­ხმობ­და ამა­ში და ვა­რა­უ­დობს, რომ ბავ­შვო­ბა­ში " შავი ხე­ლის" ამ­ბა­ვი აქვს ჩარ­ჩე­ნი­ლი.

"უცხო ხელ­ზე იყო სა­უ­ბა­რი - გა­მო­ი­რი­ცხა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე პირ­და­პირ გა­მო­ი­რი­ცხა, არ ვიცი, ალ­ბათ, "შავი ხელი“ ჰქონ­და ბავ­შვო­ბი­დან ჩარ­ჩე­ნი­ლი, სხვა უცხო ხელი რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
17

ხომ ვამბობდი კვირაში ერთხელ სისულელე რომ არ თქვას გამორიცხულიათქო. ახლა მოუმატა, კვირაში 2-3-ჯერ ამბობს, ისტერიკებშია ალბათ.

maka
17

ამას თავისი ვარცხნილობიდან გამომდინარე უყვარს ფრინველები და მაგათთან ალეგორიები? ან რა დაასრულა, ვინ დაასრულა? მარტო მაგიტომ ვცემ გახარიას პატივს, მართლა ჭორაობა რომ არ დაუწყია. დანარჩენები ამოხტნენ ფეხსაცმელებიდან და გადაიპუტეს ყველაფერი. არა ზრდილობა, არა კულტურა, არა ინტელექტი... კოკასა შიგან რაცა დგასო, ამათზეა ნათქვამი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"გუგულს უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას" - ირაკლი კობახიძე

"გუგულს უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას" - ირაკლი კობახიძე

"გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება, გუგული - არის ასეთი ფრინველი, რომელსაც უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გახარიას - ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მელიასთვის წასული გახარია მელიასთვისვე დაბრუნდა", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ გახდა თემა აქტუალური და ამის შემდეგ მიაწოდეს საზოგადოებას ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას საერთო ინტერესებზე, რისi ნიშნები მის განცხადებებშიც შეინიშნება.

"თუ სადმე იყო "ქართულ-ჯიგრული“ კორუფცია და ნეპოტიზმი, ეს მოიკითხოს თავის თანაგუნდელებში, ამით გამოირჩეოდა სწორედ მისი გუნდი და ამიტომ მოუწია მას უკან დახევა. როცა ადამიანს არ აქვს კითხვებზე პასუხები, არაფერი აქვს სათქმელი და გუშინ 2 საათი საუბრობდა არაფერს ყველაფერზე, ასეთ დროს გადადის უზრდელობაზე, რაც იყო ძალიან დასანანი.

ძალიან მნიშვნელოვანი რამ წამოსცდა გახარიას, თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ“ რომც გადალახოს 43 პროცენტიანი ბარიერი და მან ზუსტად იცის, არ გაგვიჭირდება ამ ბარიერის გადალახვა და თქვა, რომ ამის მიუხედავად, "ქართულ ოცნებას“ შეიძლება მაინც ჰქონდეს ლეგიტიმაციის პრობლემა, ეს არის საბოტაჟის წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა, აქაც ემთხვევა გახარიას და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა ერთმანეთს.

ეს იყო წამოცდენა, რომელიც ანალიზისთვის ძალიან კარგ საფუძველს იძლევა. მე მექნება იმის საშუალება, რომ ამ დღეებში დეტალურად განვმარტო ყველაფერი, მათ შორის, ოპოზიციურ მედიაში. ეს ყველაფერი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება. თქვენ იცით, რომ გუგული არის ასეთი ფრინველი, რომელსაც უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გახარიას და ეს დავასრულეთ ძალიან მარტივად, პარტიის დამფუძნებელმაც დაასრულა ეს მარტივად. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მელიასთვის წასული გახარია მელიასთვისვე დაბრუნდა, აქედან გამომდინარე თემა გახდა აქტუალური და ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ ამ დეტალური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის,"-განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება გახარიას ნახსენებ "უხილავ ხელს“, კობახიძისთვის გაუგებარია ვის გულისხმობდა ამაში და ვარაუდობს, რომ ბავშვობაში " შავი ხელის" ამბავი აქვს ჩარჩენილი.

"უცხო ხელზე იყო საუბარი - გამოირიცხა ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე პირდაპირ გამოირიცხა, არ ვიცი, ალბათ, "შავი ხელი“ ჰქონდა ბავშვობიდან ჩარჩენილი, სხვა უცხო ხელი რა უნდა ყოფილიყო, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი", - განაცხადა კობახიძემ.

"გუშინწინ ვიხილეთ გვარამიას სიზმრები, გუშინ - კეზერაშვილის" - ირაკლი კობახიძე გვარამიასა და კეზერაშვილის "სიზმრებს ხსნის"

"სააკაშვილმა გახარიას კი არა, მელიას გაუჩალიჩა... უკუდურესად ეჭვიანი კაცია" - თამარ ჩერგოლეიშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი