გამომცმელობა „პალიტრა L-ის“ სერია „ცხოვრება ქალების კალმით“ ქალი მწერლების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. სერიის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნები გამოიცა, მათ შორის: ჯეინ ოსტინის, დები ბრონტეების, ტონი მორისონის, ელიფ შაფაქის და სხვათა ნაწარმოებები. იმისათვის, რომ ეს წიგნები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, მათ შეძენას უკვე დღეიდან, 3 ივნისიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად სპეციალურ ფასად შეძლებთ. სერიის პირველი წიგნია ელიფ შაფაქის „დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი“. წიგნის სპეციალური ფასია 8 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10 ლარი.
სერიის „ცხოვრება ქალების კალმით“ პირველი წიგნი ელიფ შაფაქს ეკუთვნის. რომანში „დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი“ მწერალი აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტების შესახებ მოგვითხრობს. ამჯერად მისი ყურადღება თანამედროვე სამყაროს ახალგაზრდებისადმია მიმართული: რა პრობლემები აქვთ მათ და როგორ ცდილობენ მათთან გამკლავებას, როგორ უყვართ თუ როგორ სძულთ, რისი გაკეთება უწევთ თვითდამკვიდრებისთვის.
შეგახსენებთ, უკვე დღეიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად სერიის „ცხოვრება ქალების კალმით“ წიგნების გამოცემა იწყება. სერიის პირველი წიგნია ელიფ შაფაქის „დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი“. წიგნის სპეციალური ფასია 8 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10 ლარი.
აღსანიშნავია, რომ სერიის ყველა წიგნს ახლავს წინათქმა, რომელშიც მოცემულია ამა თუ იმ მწერლის როგორც ლიტერატურული როლი, ასევე ის კვალი, რომელსაც ქალი ავტორები თავიანთ ეპოქაში ტოვებდნენ უწინ და ახლა.