საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა მჭირს, დედა, გთხოვ, აქ არ დამტოვო" - მარიამის მძიმე დიაგნოზი, რომელსაც პატარა მხოლოდ საზოგადოების თანადგომით გაუმკლავდება
"რა მჭირს, დედა, გთხოვ, აქ არ დამტოვო" - მარიამის მძიმე დიაგნოზი, რომელსაც პატარა მხოლოდ საზოგადოების თანადგომით გაუმკლავდება

"რა მჭირს, დედა, გთხოვ, აქ არ დამ­ტო­ვო, სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნე, აქ აღარ მინ­და", - ასე ეუბ­ნე­ბა იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მყო­ფი 3 წლის მა­რი­ამ გაზ­დე­ლი­ა­ნი თვალ­ცრემ­ლი­ან დე­დას, დე­დას, რო­მე­ლიც ახლა უფ­ლის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის იმე­დად არის დარ­ჩე­ნი­ლი.

3 წლის ულა­მა­ზეს მა­რი­ამს ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. მას მწვა­ვე ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მია და­უდ­გინ­და და ამ დრომ­დე იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში წევს. გო­გო­ნას სას­წრა­ფოდ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი ჩა­უ­ტა­რეს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით შე­დე­გი არ ჩანს. გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და შე­საძ­ლოა, ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვაც კი დას­ჭირ­დეს. ახლა ოჯახს სას­წრა­ფოდ ბავ­შვის უცხო­ე­თის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა სურს. დრო არ ით­მენს, ყო­ვე­ლი წუთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დრო­ზე მო­ხერ­ხდეს ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია მა­რი­ა­მის ოჯა­ხი და არ აქვთ ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რად­გან ეს საკ­მა­ოდ დიდ თან­ხას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა და ყო­ვე­ლი ლა­რის გა­ღე­ბა მათ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. არა ერთი პა­ტა­რა გა­დარ­ჩე­ნი­ლა ხალ­ხის გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის შე­დე­გად და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, კი­დევ ერთ სი­ცო­ცხლეს, პა­ტა­რა მა­რი­ამს, ერ­თად გა­და­ვარ­ჩენთ და ის ჯან­მრთე­ლი დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა.

თაკო თო­თი­ა­უ­რი, ბავ­შვის დედა:

- არ ვიცი, რა ვთქვა, სი­ტყვებს თავს ვერ ვუყ­რი, რაც ჩემს თავს ხდე­ბა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მე­ხის გა­ვარ­დნას ჰგავ­და ეს ამ­ბა­ვი. უცებ თავ­ზე ჩა­მო­მექ­ცა ქვე­ყა­ნა. სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო მა­რი­ა­მი, არა­სო­დეს ჰქო­ნია ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა. 9 აპ­რილს 3 წლის გახ­და და გა­სარ­თობ ცენ­ტრში აღ­ვნიშ­ნეთ მისი და­ბა­დე­ბის დღე. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ბავ­შვებს სი­ცხე მის­ცა. სამი შვი­ლის დედა ვარ, პა­ტა­რა ერთი წლის არის. მა­რი­ა­მი შუ­ა­თა­ნაა, 3 დღე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­დათ ბავ­შვებს, პა­ტა­რას გა­ურ­თულ­და მდგო­მა­რე­ო­ბა, თო­რემ მა­რი­ა­მი თით­ქოს მალე კარ­გად გახ­და, მხო­ლოდ ხვე­ლა და­უ­ტო­ვა. ამი­ტომ პე­დი­ატრთან წა­ვიყ­ვა­ნე, ანა­ლი­ზე­ბი ავუ­ღეთ და მი­თხრა, ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი და­ბა­ლი აქ­ვსო. მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და­უ­ნიშ­ნა, მათ შო­რის - ან­ტი­ბი­ო­ტი­კიც. ერთ დი­ლით, ბავ­შვმა რომ გა­იღ­ვი­ძა, ფეხ­ზე პა­ტა­რა ჩაქ­ცე­ვის მაგ­ვა­რი სი­ლურ­ჯე ვნა­ხე, შე­მე­შინ­და და ისევ წა­ვიყ­ვა­ნე ექიმ­თან. მან რომ და­ათ­ვა­ლი­ე­რა ბავ­შვი, მი­თხრა, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მი­იყ­ვა­ნე­თო. იქ კი, სამ­წუ­ხა­როდ, მწვა­ვე ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს. ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­შია მა­რი­ა­მი და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას გავ­დი­ვართ. მე­დი­კა­მენ­ტე­ბი შე­მოგ­ვაქვს გერ­მა­ნუ­ლი და იმით უკეთ­დე­ბა ქი­მი­ო­თე­რა­პია, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, შე­დე­გი არ ჩანს.

წამ­ლე­ბის­თვის საკ­მა­ოდ დიდი თან­ხე­ბი იყო სა­ჭი­რო, 30 000 ლარი უკვე დავ­ხარ­ჯეთ, ჩვენ არა­ფე­რი გვქონ­და, რად­გან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი ვართ და ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით წამ­ლე­ბი შე­ვი­ძი­ნეთ. მკურ­ნა­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც სა­გან­გა­შოდ მა­ღა­ლია მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, შე­დე­გი არ გვაქვს. სას­წრა­ფოდ უნდა წა­ვიყ­ვა­ნოთ მა­რი­ა­მი გერ­მა­ნი­ა­ში. ფი­ნან­სე­ბი არ გვაქვს, ზუს­ტად ვერ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რა დაგ­ვჭირ­დე­ბა. თუ არ და­ე­მორ­ჩი­ლა მკურ­ნა­ლო­ბას, ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვა დაგ­ვჭირ­დე­ბა და ეს დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მა­ღალ რისკს მი­ვე­კუთ­ვნე­ბით, ძა­ლი­ან ცუდი შე­დე­გი გვაქვს. სავ­სეა სა­ა­ვად­მყო­ფო ამ დი­აგ­ნო­ზით, მაგ­რამ ჩვენ­ნა­ი­რად უშე­დე­გოდ არა­ვინ არის. ამი­ტომ გერ­მა­ნი­ა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ წას­ვლა დრო­უ­ლად უნდა მოხ­დეს. მაქ­სი­მუმ, ყვე­ლა­ზე დიდი, 10 დღე­ში და ესეც და­კარ­გუ­ლი დროა, ხალ­ხის იმე­დად ვართ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, ერთ წამ­ში რო­გორ შე­იც­ვა­ლა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა, ცა თავ­ზე ჩა­მოგ­ვექ­ცა. მი­ჭირს ამის თქმა, მაგ­რამ იქ­ნებ ხალ­ხმა გულ­თან მი­ი­ტა­ნოს ჩვე­ნი გა­სა­ჭი­რი და შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა­ში დაგ­ვეხ­მა­როს. ვიცი, უამ­რა­ვი პა­ტა­რა გა­დარ­ჩე­ნი­ლა ამ გზით და იმე­დი მაქვს, ღმერ­თი არ გამ­წი­რავს და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემი შვი­ლის სი­ცო­ცხლეს მა­ჩუ­ქე­ბენ. თი­თო­ე­უ­ლი გა­ღე­ბუ­ლი ლა­რის­თვის წი­ნას­წარ ყვე­ლას მად­ლო­ბას ვუხ­დი. ღმერ­თი წინ და­ახ­ვედ­რებს ამ სი­კე­თეს მათ.

სახ­ლში, ასე­ვე, მყავს დედა, მე­ო­თხე სტა­დი­ის სიმ­სივ­ნით. ჯან­დაც­ვამ მისი ქი­მი­ო­თე­რა­პი­აც ახლა ნა­წი­ლობ­რივ დაგ­ვი­ფი­ნან­სა და მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას უსახ­სრო­ბის გამო ვე­ღარ ვაგ­რძე­ლებთ. შუა გზა­ში გვი­წევს მისი მკურ­ნა­ლო­ბის მი­ტო­ვე­ბაც. ისე ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ, სი­ტყვებს თავს ვერ ვუყ­რი. ვერ ვა­ა­ნა­ლი­ზებ, კი­დევ რა ხდე­ბა ჩვენს თავს. ერთი თეთ­რი არ გვქონ­და გა­და­დე­ბუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს, ისე გვი­ჭირ­და თა­ვის გა­ტა­ნა და ახლა ამ­ხე­ლა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე ვართ. რო­გორ მრცხვე­ნია, ხალ­ხის­თვის თხოვ­ნა რომ მი­წევს. ინ­ტერ­ნეტ­ში რომ და­ი­დო ჩემი გო­გო­ნას ფოტო, ისე ცუ­დად გავ­ხდი, კი­ნა­ღამ მოვ­კვდი. სხვა გზა არ მაქვს, ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა ვარ, ოღონდ შვი­ლი გა­და­მირ­ჩეს. მხო­ლოდ ხალ­ხის იმე­დი მაქვს დღეს. ბავ­შვი ისე­თი გულ­ჩა­თხრო­ბი­ლია, ხმას ვერ იღებს. ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გიჟი ვი­ყა­ვი, ამ ემო­ცი­ებს რომ უყუ­რა ბავ­შვმა, ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. ჩვე­უ­ლებ­რივ ბავ­შვი ეზო­ში მყავ­და სა­სე­ირ­ნოდ, უცებ სპაზ­მი მის­ცა და გა­ვა­ქა­ნე კლი­ნი­კა­ში. იქ ასე­თი დი­აგ­ნო­ზი რომ მი­თხრეს, თავი ვე­ღარ შე­ვი­კა­ვე, ვერ ვაზ­როვ­ნებ­დი, მას შემ­დეგ ბავ­შვი სხვა­ნა­ი­რია, კონ­ტაქ­ტში არა­ვის­თან შე­დის, მხო­ლოდ მა­მა­მისს არ შორ­დე­ბა, მამა-შვი­ლი არი­ან იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში. მე რომ მივ­დი­ვარ, მხო­ლოდ ამ ფრა­ზას მე­უბ­ნე­ბა, რა მჭირს დედა, გთხოვ, აქ არ დამ­ტო­ვო, სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნე, აქ აღარ მინ­დაო. მე პა­სუ­ხი არ მაქვს. ემო­ცი­უ­რად მძი­მეა ჩემ­თვის და ძა­ლი­ან მინ­და, გა­და­მირ­ჩეს შვი­ლი. ასე­თი რამ რომ ხდე­ბო­და, გა­მი­გია, ბევ­რი ოჯა­ხის გა­სა­ჭი­რი წა­მი­კი­თხავს და ახლა ჩემ­თვის არის ერთ წამ­ში შეც­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბა. ასე­თი ჯან­მრთე­ლი და მხი­ა­რუ­ლი, რომ­ლის ტი­კტი­კი მეს­მო­და და ყო­ვე­ლი დღე მი­ხა­რო­და, სი­დუ­ხ­ჭი­რის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ასე­თი შვი­ლე­ბი მყავ­და და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უცებ თავ­ზე რომ გექ­ცე­ვა ყვე­ლა­ფე­რი. ეს ჩემს თავ­ზე გა­მოვ­ცა­დე.

ვე­ღარ ვუს­მენ მის სი­ტყვებს, დე­დი­კო მიშ­ვე­ლეთ, აქე­დან წა­მიყ­ვა­ნე­თო. თო­ჯი­ნა მი­ვი­ტა­ნე, ისე­თი თო­ჯი­ნაა, ცუ­დად არის და წამ­ლე­ბი რომ უნდა და­ა­ლე­ვი­ნო, არ იკა­რებს ამ თო­ჯი­ნას, აქე­დან წა­ი­ღეთ, არ მინ­და წამ­ლე­ბიო. დღეს მხო­ლოდ მა­მას არის მი­კედ­ლე­ბუ­ლი. კლი­ნი­კა­ში წევს და მხო­ლოდ ხალ­ხის იმე­დი გვაქვს, რომ რო­გორ­მე გა­და­ვარ­ჩენთ ჩვენს საყ­ვა­რელ მა­რი­ამს. სახ­ლში ვერ ვჩერ­დე­ბი, სულ მისი სი­ტყვე­ბი ჩა­მეს­მის, ყვე­ლა ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე, დედა რა მჭირ­სო, და პა­სუ­ხი არ მაქვს. გიჟი დედა ვარ, პა­ტა­რა რამე რომ და­ვი­ნა­ხო, სას­წრა­ფოდ მიმ­ყავს ექიმ­თან და არ ვიცი, ეს რო­გორ დაგ­ვე­მარ­თა. ახლა, კლი­ნი­კა­ში რომ მივ­დი­ვარ და ბავ­შვს ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვხე­დავ, ის­ტე­რი­კა მე­წყე­ბა და ამი­ტომ არც მიშ­ვე­ბენ კლი­ნი­კა­ში.

- ბავ­შვებს კო­ვი­დი ხომ არ ჰქონ­დათ?

- კო­რო­ნა­ზე 5-ჯერ გა­ვი­კე­თეთ ტეს­ტი, მაგ­რამ არ დაგ­ვი­დას­ტურ­და. მხო­ლოდ 3 დღე ჰქონ­დათ სი­ცხე და სპაზ­მი. მი­თხრეს, დრო­უ­ლად გაქვს აღ­მო­ჩე­ნი­ლიო. ღმერ­თი, ალ­ბათ, არ გამ­წი­რავს და ჩემი შვი­ლი გა­და­მირ­ჩე­ბა.

მა­რი­ა­მის დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ მი­თი­თე­ბულ ან­გა­რი­შის ნო­მერ­ზე:

თი­ბი­სი :GE57TB7389045064300031

სა­ქარ­თვე­ლო :GE84BG0000000498837706

მიმ­ღე­ბი: თამ­თა ლობ­ჯა­ნი­ძე

(სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­ი­ტის­თვის)

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
2

როგორ დაუკავშირდე თეა ხურცილავას?

ნიკოლოზი
2

მდუმარე მამა ნიკოლოზს მიმართეთ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"რა მჭირს, დედა, გთხოვ, აქ არ დამტოვო" - მარიამის მძიმე დიაგნოზი, რომელსაც პატარა მხოლოდ საზოგადოების თანადგომით გაუმკლავდება

"რა მჭირს, დედა, გთხოვ, აქ არ დამტოვო" - მარიამის მძიმე დიაგნოზი, რომელსაც პატარა მხოლოდ საზოგადოების თანადგომით გაუმკლავდება

"რა მჭირს, დედა, გთხოვ, აქ არ დამტოვო, სახლში წამიყვანე, აქ აღარ მინდა", - ასე ეუბნება იაშვილის კლინიკაში მყოფი 3 წლის მარიამ გაზდელიანი თვალცრემლიან დედას, დედას, რომელიც ახლა უფლის და საზოგადოების მხარდაჭერის იმედად არის დარჩენილი.

3 წლის ულამაზეს მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება. მას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა და ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში წევს. გოგონას სასწრაფოდ ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. გოგონას მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, ძვლის ტვინის გადანერგვაც კი დასჭირდეს. ახლა ოჯახს სასწრაფოდ ბავშვის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანა სურს. დრო არ ითმენს, ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რომ დროზე მოხერხდეს ბავშვის გადარჩენა. სამწუხაროდ, სოციალურად დაუცველია მარიამის ოჯახი და არ აქვთ ფინანსური საშუალება, რადგან ეს საკმაოდ დიდ თანხასთან არის დაკავშირებული და ამიტომ საზოგადოების მხარდაჭერა და ყოველი ლარის გაღება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არა ერთი პატარა გადარჩენილა ხალხის გულისხმიერების შედეგად და დარწმუნებულები ვართ, კიდევ ერთ სიცოცხლეს, პატარა მარიამს, ერთად გადავარჩენთ და ის ჯანმრთელი დაგვიბრუნდება.

თაკო თოთიაური, ბავშვის დედა:

- არ ვიცი, რა ვთქვა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, რაც ჩემს თავს ხდება, წარმოუდგენელია. მეხის გავარდნას ჰგავდა ეს ამბავი. უცებ თავზე ჩამომექცა ქვეყანა. სრულიად ჯანმრთელი იყო მარიამი, არასოდეს ჰქონია ჯანმრთელობის პრობლემა. 9 აპრილს 3 წლის გახდა და გასართობ ცენტრში აღვნიშნეთ მისი დაბადების დღე. რამდენიმე დღეში ბავშვებს სიცხე მისცა. სამი შვილის დედა ვარ, პატარა ერთი წლის არის. მარიამი შუათანაა, 3 დღე მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ ბავშვებს, პატარას გაურთულდა მდგომარეობა, თორემ მარიამი თითქოს მალე კარგად გახდა, მხოლოდ ხველა დაუტოვა. ამიტომ პედიატრთან წავიყვანე, ანალიზები ავუღეთ და მითხრა, ჰემოგლობინი დაბალი აქვსო. მედიკამენტები დაუნიშნა, მათ შორის - ანტიბიოტიკიც. ერთ დილით, ბავშვმა რომ გაიღვიძა, ფეხზე პატარა ჩაქცევის მაგვარი სილურჯე ვნახე, შემეშინდა და ისევ წავიყვანე ექიმთან. მან რომ დაათვალიერა ბავშვი, მითხრა, იაშვილის კლინიკაში მიიყვანეთო. იქ კი, სამწუხაროდ, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დამისვეს. ამ დრომდე კლინიკაშია მარიამი და ქიმიოთერაპიას გავდივართ. მედიკამენტები შემოგვაქვს გერმანული და იმით უკეთდება ქიმიოთერაპია, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი არ ჩანს.

წამლებისთვის საკმაოდ დიდი თანხები იყო საჭირო, 30 000 ლარი უკვე დავხარჯეთ, ჩვენ არაფერი გვქონდა, რადგან სოციალურად დაუცველები ვართ და ხალხის დახმარებით წამლები შევიძინეთ. მკურნალობის მიუხედავად, მაინც საგანგაშოდ მაღალია მაჩვენებელი, შედეგი არ გვაქვს. სასწრაფოდ უნდა წავიყვანოთ მარიამი გერმანიაში. ფინანსები არ გვაქვს, ზუსტად ვერ გვეუბნებიან, რა დაგვჭირდება. თუ არ დაემორჩილა მკურნალობას, ძვლის ტვინის გადანერგვა დაგვჭირდება და ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ექიმები ამბობენ, რომ მაღალ რისკს მივეკუთვნებით, ძალიან ცუდი შედეგი გვაქვს. სავსეა საავადმყოფო ამ დიაგნოზით, მაგრამ ჩვენნაირად უშედეგოდ არავინ არის. ამიტომ გერმანიაში სამკურნალოდ წასვლა დროულად უნდა მოხდეს. მაქსიმუმ, ყველაზე დიდი, 10 დღეში და ესეც დაკარგული დროა, ხალხის იმედად ვართ დარჩენილები. ვერ წარმოიდგენთ, ერთ წამში როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, ცა თავზე ჩამოგვექცა. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ იქნებ ხალხმა გულთან მიიტანოს ჩვენი გასაჭირი და შვილის გადარჩენაში დაგვეხმაროს. ვიცი, უამრავი პატარა გადარჩენილა ამ გზით და იმედი მაქვს, ღმერთი არ გამწირავს და კეთილი ადამიანები ჩემი შვილის სიცოცხლეს მაჩუქებენ. თითოეული გაღებული ლარისთვის წინასწარ ყველას მადლობას ვუხდი. ღმერთი წინ დაახვედრებს ამ სიკეთეს მათ.

სახლში, ასევე, მყავს დედა, მეოთხე სტადიის სიმსივნით. ჯანდაცვამ მისი ქიმიოთერაპიაც ახლა ნაწილობრივ დაგვიფინანსა და მკურნალობის გაგრძელებას უსახსრობის გამო ვეღარ ვაგრძელებთ. შუა გზაში გვიწევს მისი მკურნალობის მიტოვებაც. ისე ძალიან ცუდად ვარ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ვერ ვაანალიზებ, კიდევ რა ხდება ჩვენს თავს. ერთი თეთრი არ გვქონდა გადადებული, სოციალურად დაუცველებს, ისე გვიჭირდა თავის გატანა და ახლა ამხელა პრობლემების წინაშე ვართ. როგორ მრცხვენია, ხალხისთვის თხოვნა რომ მიწევს. ინტერნეტში რომ დაიდო ჩემი გოგონას ფოტო, ისე ცუდად გავხდი, კინაღამ მოვკვდი. სხვა გზა არ მაქვს, ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ შვილი გადამირჩეს. მხოლოდ ხალხის იმედი მაქვს დღეს. ბავშვი ისეთი გულჩათხრობილია, ხმას ვერ იღებს. ეს ამბავი რომ გავიგე, ჩვეულებრივი გიჟი ვიყავი, ამ ემოციებს რომ უყურა ბავშვმა, ძალიან იმოქმედა. ჩვეულებრივ ბავშვი ეზოში მყავდა სასეირნოდ, უცებ სპაზმი მისცა და გავაქანე კლინიკაში. იქ ასეთი დიაგნოზი რომ მითხრეს, თავი ვეღარ შევიკავე, ვერ ვაზროვნებდი, მას შემდეგ ბავშვი სხვანაირია, კონტაქტში არავისთან შედის, მხოლოდ მამამისს არ შორდება, მამა-შვილი არიან იაშვილის კლინიკაში. მე რომ მივდივარ, მხოლოდ ამ ფრაზას მეუბნება, რა მჭირს დედა, გთხოვ, აქ არ დამტოვო, სახლში წამიყვანე, აქ აღარ მინდაო. მე პასუხი არ მაქვს. ემოციურად მძიმეა ჩემთვის და ძალიან მინდა, გადამირჩეს შვილი. ასეთი რამ რომ ხდებოდა, გამიგია, ბევრი ოჯახის გასაჭირი წამიკითხავს და ახლა ჩემთვის არის ერთ წამში შეცვლილი ცხოვრება. ასეთი ჯანმრთელი და მხიარული, რომლის ტიკტიკი მესმოდა და ყოველი დღე მიხაროდა, სიდუხჭირის მიუხედავად, რომ ასეთი შვილები მყავდა და წარმოიდგინეთ, უცებ თავზე რომ გექცევა ყველაფერი. ეს ჩემს თავზე გამოვცადე.

ვეღარ ვუსმენ მის სიტყვებს, დედიკო მიშველეთ, აქედან წამიყვანეთო. თოჯინა მივიტანე, ისეთი თოჯინაა, ცუდად არის და წამლები რომ უნდა დაალევინო, არ იკარებს ამ თოჯინას, აქედან წაიღეთ, არ მინდა წამლებიო. დღეს მხოლოდ მამას არის მიკედლებული. კლინიკაში წევს და მხოლოდ ხალხის იმედი გვაქვს, რომ როგორმე გადავარჩენთ ჩვენს საყვარელ მარიამს. სახლში ვერ ვჩერდები, სულ მისი სიტყვები ჩამესმის, ყველა ფეხის ნაბიჯზე, დედა რა მჭირსო, და პასუხი არ მაქვს. გიჟი დედა ვარ, პატარა რამე რომ დავინახო, სასწრაფოდ მიმყავს ექიმთან და არ ვიცი, ეს როგორ დაგვემართა. ახლა, კლინიკაში რომ მივდივარ და ბავშვს ამ მდგომარეობაში ვხედავ, ისტერიკა მეწყება და ამიტომ არც მიშვებენ კლინიკაში.

- ბავშვებს კოვიდი ხომ არ ჰქონდათ?

- კორონაზე 5-ჯერ გავიკეთეთ ტესტი, მაგრამ არ დაგვიდასტურდა. მხოლოდ 3 დღე ჰქონდათ სიცხე და სპაზმი. მითხრეს, დროულად გაქვს აღმოჩენილიო. ღმერთი, ალბათ, არ გამწირავს და ჩემი შვილი გადამირჩება.

მარიამის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომერზე:

თიბისი :GE57TB7389045064300031

საქართველო :GE84BG0000000498837706

მიმღები: თამთა ლობჯანიძე

(სპეციალურად საიტისთვის)

"რუსთავი 2"-ზე დავით კიკალიშვილი ბრუნდება  - რა სიახლეები გელოდებათ ახალი სეზონიდან და როგორ აღნიშნა არხმა 27 წლის იუბილე?

"ტიკარაძის მეორე დოზით ვაქცინაციის საკითხი გადაიხედება" - რას ამბობს თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის დაინფიცირების შემდეგ?

"პოლიციელთა შვილებო - თქვენ საამაყო მშობლების შვილები ხართ!" - ვახტანგ გომელაური პატარებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს