გოგონებისა და ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობა დიდწილად დამოკიდებულია რეგულარულ მენსტრუალურ ციკლზე. საშუალოდ, ციკლის ხანგრძლივობა, ქალისსიცოცხლის 7 წელს შეადგენს. შესაბამისად, მენსტრუალური ჰიგიენის დაცვა და მისისწორი მართვა ქალბატონებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. გოგონებისა და ქალებისგარკვეულ ნაწილს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, შეზღუდული აქვთწვდომა მენსტრუალური ჰიგიენის დასაცავად საჭირო საშუალებებზე: ჰიგიენურ საფენებზე, ტამპონებსა და ხშირად, სუფთა წყალზეც კი.
ეს უარყოფითად აისახება მათ ფიზიკურ, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე.21-ე საუკუნეში, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საზოგადოება ბევრადგანვითარებულია, ვიდერე გასულ საუკუნეებში, ჯერ კიდევ არსებობენ ქვეყნები დასაზოგადოების ჯგუფები, სადაც მენსტრუაციასთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია კვლავ გამოწვევად რჩება, აღნიშნულ საკითხზე საუბარი ტაბუდადებულია.
მსოფლიო კვლევები ადასტურებს, რომ ჰიგიენურ საფენებზე ხელმისაწვდომობა გავლენას ახდენს გოგონების განათლებაზეც, რადგან ციკლის პერიოდში ჰიგიენური საშუალებების არარსებობა, 20 %-ით ზრდის სასწავლო წლის პეროდში გოგონების მიერ გაცდენილ სასწავლო დღეებს, რაც განათლების მიღების კუთხით, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებთ მათ თანატოლ ვაჟებთან შედარებით.მენსტრუალური ჰიგიენისა და მისი მართვის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებისცნობიერების ამაღლების მიზნით, 2014 წლიდან, 28 მაისს, მსოფლიო მასშტაბით,მენსტრუალური ჰიგიენის დღე (MHDay) აღინიშნება. ეს დღე, ახსენებს საზოგადოებას,რომ ქალებსა და გოგონებს ნებისმიერ მდგომარეობაში, ციკლის პერიოდშიც კი, აქვთუფლება მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ აქტივობებში და შეზღუდვების გარეშე იცხოვრონ ჯანმრთელი, აქტიური ცხოვრებით.
COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სხვადასხვა მიზეზის გამო, მსოფლიოს მასშტაბით, მოზარდი გოგონებისა და ქალების თითქმის 58%-ს შეეზღუდა წვდომა მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებებზე, რაც ნეგატიურად აისახა მათ სოციალურაქტივობასა და არჩევანის თავისუფლებაზე. გამომდინარე აქედან, შიდსის ჯანდაცვის ფონდმა (AHF), მსოფლიოში შიდსთან ბრძოლის ყველაზე დიდმა ორგანიზაციამ,მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო მენსტრუალური ჰიგიენის დღისადმი (MHDay)მიძღვნილი კამპანია „აუცილებლობა და არა ფუფუნება“, რომლის ფარგლებში, დაგეგმილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 5 მილიონი სანიტარული საფენისდარიგება იმ ქალებსა და გოგონებისთვის, რომლებიც ამას საჭიროებენ ჯანმრთელობისა და სოციალური აქტივობის შესანარჩუნებლად.
"მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო COVID-19-ის პანდემიას ებრძვის, მსოფლიო მასშტაბით, მენსტრუალური ჰიგიენის დღე (MHDay) მაინც აღინიშნება, რათაგვახსოვდეს, რომ მენსტრუალური პერიოდები პანდემიის დროსაც არ წყდება. გოგონებასა და ქალებს, პანდემიის პერიოდში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევუფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. შესაბამისად, შიდსის ჯანდაცვის ფონდისინიციატივა დარიგდეს 5 მლნ ჰიგიენური საფენი სოციალურად დაუცველი გოგონებისადა ქალბატონებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
უნდა აღინიშნოს, რომ AHF-იეხმარება და მხარს უჭერს, მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით, 500 მილიონ ქალსა დაგოგონას, რომელთაც არ აქვთ მენსტრუაციის პერიოდში ჰიგიენის საშუალებებზე ხელმისაწვდომობა. ამ აქტივობით, ვეხმარებით მათ, დაინგრეს სტიგმა, ვაძლევთ მათსაშუალებას ციკლის პერიოდშიც იცხოვრონ აქტიური, სოციალური ცხოვრებით“, -აღნიშნავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნინო ხეთაგური.
წელს, COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, AHF წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საზოგადოებას ონლაინ ფორმატში სთავაზობენ საინტერესო ღონისძიებებს, რომლებიც გაერთიანებულია მთავარი სლოგანის "აუცილებლობა და არაფუფუნება“ ქვეშ. AHF საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელისგანცხადებით, სანიტარულ საფენებზე ხელმისაწვდომობა რეალურად უნდა ჩაითვალოს აუცილებლობად და არა ფუფუნებად, რადგან ჰიგიენური საშუალებების ნაკლებობა იწვევს ჰიგიენის არასწორ მართვას და ჯანმრთელობისთვის საჭირო მთხოვნების დაუკმაყოფილებლობას, რაც შესაძლოა გახდეს სტიგმის, შევიწროებისა და სოციალური გარიყვის მიზეზი, განსაკუთრებით მოზარდ გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებში.
შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით,სანიტარული საფენები უფასოდ გადაეცემათ სოციალურად დაუცველ გოგონებსა დაქალბატონებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
საერთაშორისო კვლევების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რეპროდუქციული ასაკის 1,8 მილიარდ გოგონას, ქალს და ტრანსგენდერ მამაკაცს, ყოველთვიურად,მენსტრუალური ციკლი აქვთ, მილიონობით მათგანს არ აქვთ შესაძლებლობა იზრუნონ ციკლის პერიოდების მართვასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ისტორიას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ მენსტრუალურ ჰიგიენაზე ზრუნვა საუკუნეების წინ დაიწყო. ბოლო 100 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა და განვითარდა საფენების მოხმარება და წარმოება.
1880 წელს, პირველად გამოჩნდა მრავალჯერადი საფენების, ჰიგიენური ქამრისრეკლამა, რომელიც საცვალზე მაგრდებოდა. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდშიმენსტრუალურ ციკლზე საუბარი ტაბუდადებული იყო.
1900 წლის 20-იანი წლებიდან,პოპულარული ხდება ჰიგიენური ქამარი ერთჯერადი საფენებით. 1920 წელს, კიმბერლი კლარკმა გამოიგონა ერთჯერადი საფენი ქალებისთვის. 1930 წლიდან, ჩნდება პირველი ტამპონი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ გათხოვილი ქალებისთვის.
მე-20 საუკუნის 40-იანი წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ქალების გაზრდილი ფიზიკური აქტივობიდან გამომდინარე, ტამპონების პოპულარობა იზრდება და მისი მოხმარება 5-ჯერ იზრდება. 1950 წლიდან, მასობრივ მოხმარებაში კვლავ ბრუნდება ჰიგიენური ქამარი მრავალჯერადი საფენებით, 60-იანი წლები ჩნდება მრავალჯერადი მოხმარების ქსოვილის საფენები, 70-იანი წლებში კი, ბაზარზე ჩნდება პირველი დასაკრავი საფენები წებოვანი გარსით.
ამ პერიოდში, აშშ-ში, ტელევიზიასა და რადიოში შეზღუდვა იხსნება ჰიგიენური საფენების რეკლამირებაზე. 1980-იან წლებში, გამოიგონეს კომფორტული, სუპერშემწოვი ტამპონი პლასტმასის აპლიკანტით, თუმცა არასწორი მოხმარებისშედეგად, ქალებში გახშირდა ტოქსიკური შოკის შემთხვევები. ამ პერიოდში,სატელევიზიო ეთერში, ჰიგიენური ტამპონის „ტამპაქსი“ რეკლამაში, პირველად გაჟღერდა სიტყვა - მენსტრუაცია.
90-იანი წლებში, ბაზარზე ჩნდება პირველი ჰიგიენურისაფენი „ფრთებით“, რომელიც დღემდე არსებობს და ყოველწლიურად, კიდევ უფროიხვეწება და კომფორტული ხდება. კვლევების თანახმად, სიცოცხლის განმავლობაში, მენსტრუალური ციკლის პერიოდში, ქალი საშუალოდ, 17 000-მდე ტამპონსა დაჰიგიენურ საფენს მოიხმარს.უნდა გვახსოვდეს, რომ მენსტრუაცია ნორმა, ხოლო სანიტარულ-ჰიგიენურსაშუალებებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია, რადგან მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებებზე ხელმიუწვდომლობა, ზღუდავს ახალგაზრდა ქალებისა და გოგონებისმობილობას, არჩევანისა და აქტივობის თავისუფლებას.
ეს გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ ჩართულობასა და აქტიურ მონაწილეობაზე, რაც ხელსუშლის დაცულობის შეგრძნებას და იწვევს სტრესსა და შფოთვას.
საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო მოხელეები დაკანონმდებლები, ყველა დონეზე, ერთად უნდა დადგნენ და ხელი შეუწყონ ნგრევას იმსტიგმისა და ბარიერების, რომლებიც ხელს უშლიან ადამიანების თანაბარ უფლებებს.ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, სანიტარიული ინფრასტრუქტურის შექმნა და აუცილებელი მომსახურების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია ქალებისა დაგოგონებისთვის, მათი თავისუფალი ცხოვრების, არჩევანისა და კეთილდღეობისთვის.
R