ავტორი:

ჟურნალისტი და რეჟისორი ირინა ბოკუჩავა კორონავირუსით გარდაიცვალა

ჟურნალისტი და რეჟისორი ირინა ბოკუჩავა კორონავირუსით გარდაიცვალა

გარდაიცვალა ჟურნალისტი და რეჟისორი ირინა ბოკუჩავა. ახლობლების ინფორმაციით, ირინა ბოკუჩავას კორონავირუსი ჰქონდა. ის კლინიკაში 30 აპრილს მოათავსეს.

პაციენტის მდგომარეობა თანდათან დამძიმდა, ბოლოს ის სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"კორონავირუსმა საუკეთესო მეგობარი, ჩემი ირინა ბოკუჩავა წამართვა. დაუჯერებელია, რომ ირინა არ არის... რამდენიმე თვეში დოკუმენტურ ფილმზე უნდა დაგვეწყო მუშაობა.... ირა მომენატრები. შეხვედრამდე!

რამდენი რამ უნდა მოვიგონოთ, კოდორის ხეობაში გატარებული დღეები ხომ დაუვიწყარია...

ირინა ბოკუჩავა არის დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმებისა: „ტყის ძმები“, „საუკუნის დანაშაული“ და „როცა კარიბჭე გაიღება“. მას აფხაზეთის თემაზე ასევე გადაღებული აქვს მუსიკალური კლიპები: „გამარჯობა, აფხაზეთო შენი!“, „ქართულ-აფხაზური შერიგების ჰიმნი“ და „ვარადა", რომელიც აფხაზეთის ომში მტრის მიერ სასტიკად ნაწამები ქართველი ქალის ისტორიაზე მოგვითხრობს... ირინა ბოკუჩავა წლების განმავლობაში მუშაობდა აფხაზეთის ტელერადიო კომპანიაში", - წერს მისი კოლეგა ბერდია კალანდია.

AMBEBI.GE უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

"არაჩვეულებრივი იყო, როცა ეს წერილები წაიკითხა, გაოცდა და გულში ჩაიკრა ნაგროვები სიყვარული" - ეკა ბესელია შვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს

"სულელური შეზღუდვაა კომენდანტის საათი... ადამიანები ყოველთვის იპოვიან გამოსავალს და ეს შეიძლება კატასტროფის მიზეზი გახდეს" - ზურაბ გურული შეზღუდვების საფრთხეებზე

"კულტურული სტერეოტიპებით გაჟღენთილ საქართველოში, მაგარი ბანძობაა იყო ცოლი" - მარიამ კუკუნაშვილი