"ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად - პანდემიის, პოლიტიკური დაპირისპირების, საზოგადოების პოლარიზაციის, სოციალ-ეკონომიკური კრიზისის თუ საზოგადოებისთვის მწვავედ აღქმული ისეთი თემის, როგორიცაა, „ნამახვანჰესის“ საკითხი, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და რაც მთავარია, ერთობა", - ეს განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ყურადღება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც გაამახვილა.
"შეგვიძლია ყველამ ერთად ვიამაყოთ, რომ ქვეყანამ დაპირისპირების მორევიდან გამოსასვლელად რამდენიმე სწორი ნაბიჯი გადადგა. პარლამენტში აღდგა მრავალპარტიულობა და პარლამენტმა შესაძლო საარჩევო კანონპროექტზე შეთანხმების მიღწევა. ამას ევროკავშირისა და აშშ-ს ჩართულობით მივაღწიეთ, რაც იმ დროისთვის აუცილებელი იყო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჩ უ ჩ ე ლ ა.
გაბრიაძის თეატრს მარიონეტად შემატეთ რა. მაინც არავის არაფერში ადგია.
ეს ქალბატონი იმათი შთამომავალია, გაქცევისას რომ მთელი ხაზინა გააყოლეს ხელს! ბინები იყიდეს პარიზში, ლევილი იყიდეს და მერე გვითხრეს, ლევილი საქართველოს ვაჩუქეთო! ოცნების ბიჭოებიც თუ მიბაძავენ და მოპარული ფულით აშენებულ სასახლეებს სახელმწიფოს "აჩუქებენ"---- იქნებ შეუნდოთ უფალმა!