მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა რეჟისორი კახა კახაბრიშვილი
გარდაიცვალა რეჟისორი კახა კახაბრიშვილი

74 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი (კახა) კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი.

ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ველ არხზე, სა­დაც მან საქ­მი­ა­ნო­ბა და­ი­წყო, რო­გორც ტე­ლე­რე­ჟი­სორ­მა. 1975-1994 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის ტე­ლე­თე­ატ­რის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი და სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. სხვა­დას­ხვა წლებ­ში ეკა­ვა საქ­ტე­ლე­რა­დი­ო­კორ­პო­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, ტე­ლე­ვი­ზი­ის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "თე­ატ­რო­ნის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის პოს­ტი.

კახა კა­ხაბ­რიშ­ვილ­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბა მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­ი­წყო, იყო მისი ბევ­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სპექ­ტაკ­ლის ტე­ლე­რე­ჟი­სო­რი.

70- 80-იან წლებ­ში კი მან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ტე­ლე­ვი­ზიო თე­ატ­რში არა­ერ­თი დად­გმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რო­მე­ლიც მა­უ­წყებ­ლის ოქ­როს ფონ­დის უნი­კა­ლურ ჩა­ნა­წე­რებს წარ­მო­ად­გენს. ესაა სპექ­ტაკ­ლე­ბი" "ჯერ და­ი­ხოც­ნენ, მერე იქორ­წი­ნეს“, "უჩინ­მა­ჩი­ნის ქუდი“, "გვა­დი ბიგ­ვა“, "ხო­რუ­მი ქარ­თუ­ლი ცეკ­ვაა“, "მტრე­დის მო­ტა­ნი­ლი ბა­რა­თე­ბი“ და სხვა, რო­მელ­შიც ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს გა­მო­ჩე­ნი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ვასო გო­ძი­აშ­ვი­ლი, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე, ზაზა ლე­ბა­ნი­ძე, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, მურ­მან ჯი­ნო­რია, გოგი ხა­რა­ბა­ძე და სხვე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

  • ambebi.ge მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მარს უცხა­დებს ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
2

რა სამწუხაროა, აცხონოს ღმერთმა

მზია
2

ძალიან სამწუხაროა და ვიზიარებ - მართლაც საოცარი რეჟისორი დაკარგა საქართველომ.

ავტორი:

გარდაიცვალა რეჟისორი კახა კახაბრიშვილი

გარდაიცვალა რეჟისორი კახა კახაბრიშვილი

74 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი.

ის წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, სადაც მან საქმიანობა დაიწყო, როგორც ტელერეჟისორმა. 1975-1994 წლებში საქართველოს ტელევიზიის ტელეთეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. სხვადასხვა წლებში ეკავა საქტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის მოადგილის, ტელევიზიის სამხატვრო ხელმძღვანელისა და გაერთიანება "თეატრონის“ ხელმძღვანელის პოსტი.

კახა კახაბრიშვილმა სატელევიზიო თეატრში მუშაობა მიხეილ თუმანიშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო, იყო მისი ბევრი სატელევიზიო სპექტაკლის ტელერეჟისორი.

70- 80-იან წლებში კი მან საქართველოს ტელევიზიის სატელევიზიო თეატრში არაერთი დადგმა განახორციელა, რომელიც მაუწყებლის ოქროს ფონდის უნიკალურ ჩანაწერებს წარმოადგენს. ესაა სპექტაკლები" "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, "უჩინმაჩინის ქუდი“, "გვადი ბიგვა“, "ხორუმი ქართული ცეკვაა“, "მტრედის მოტანილი ბარათები“ და სხვა, რომელშიც ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობები ვასო გოძიაშვილი, ეროსი მანჯგალაძე, ზაზა ლებანიძე, გივი ბერიკაშვილი, მურმან ჯინორია, გოგი ხარაბაძე და სხვები მონაწილეობდნენ.

  • ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი რეჟისორის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ძლიერი ქარი და სეტყვა - ხვალიდან ამინდი გაუარესდება

"ყველამ უნდა გაითავისოს, როცა პირბადეს არ ატარებს და რეგულაციებს არ იცავს, გარდაცვალების შემთხვევებზე გარკვეულწილად პასუხისმგებლობას იღებს" - თენგიზ ცერცვაძე

"ჩემმა მეგობარმა ზურას დაურეკა, - სიყვარულის თაობაზე რომ გაწუხებდით, მე ის ვარო" - ზურაბ ჟვანიას რძლის სიყვარულის, წარმატების და დიდი ტკივილის ისტორია