პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"პანდემიისას უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა - ოჯახების გარკვეულ კატეგორიას ბიუჯეტიდან სჭირდებათ დახმარება" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
"პანდემიისას უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა - ოჯახების გარკვეულ კატეგორიას ბიუჯეტიდან სჭირდებათ დახმარება" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

პან­დე­მი­ამ უმუ­შევ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ზარ­და და უმუ­შევ­რო­ბის ზრდა სო­ცი­ა­ლურ ხარ­ჯებ­საც და­ე­ტყო, - ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი კა­კა­უ­რი­ძემ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც 2021 წლის ბი­უ­ჯე­ტის შეს­რუ­ლე­ბის 3 თვის ან­გა­რიშს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

ამას­თან, კა­კა­უ­რი­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ ეკო­ნო­მი­კის სრუ­ლი აღ­დგე­ნა წელს ვერ მოხ­დე­ბა და 2019 წლის პა­რა­მეტ­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას 2-3 წელი დას­ჭირ­დე­ბა.

"გა­სუ­ლი წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­მა და წლის პირ­ველ­მა კვარ­ტალ­მა, რაც პან­დე­მია არ­სე­ბობს და ქვე­ყა­ნა­ში შე­ზღუდ­ვე­ბი გვაქვს, უმუ­შევ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ზარ­და. რა თქმა უნდა, უმუ­შევ­რო­ბის ზრდა და­ე­ტყო სო­ცი­ა­ლურ ხარ­ჯებ­საც, ოჯა­ხე­ბის გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია მოხ­ვდა იმ ზღვრუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის ქვე­ვით, როცა ბი­უ­ჯე­ტი­დან სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა და ეს ბი­უ­ჯე­ტის და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯია.

თუმ­ცა, ამის შე­ფა­სე­ბა ცოტა ნა­ად­რე­ვია იმ კუ­თხით, რომ როცა ჩვენ შევ­ძლებთ და შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე და­ვი­წყებთ ცხოვ­რე­ბას, რამ­დე­ნად სწრა­ფად მო­ა­ხერ­ხებს ეკო­ნო­მი­კა აღ­დგე­ნას, ამა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა დატ­ვირ­თვა ექ­ნე­ბა ამ კუ­თხით ბი­უ­ჯეტს. რა თქმა უნდა, გარ­კვე­უ­ლი დატ­ვირ­თვა ყვე­ლა­ნა­ირ ვა­რი­ან­ტში დარ­ჩე­ბა, რად­გან წელს სრუ­ლი აღ­დგე­ნა ვერ მოხ­დე­ბა და 2019 წლის რე­ა­ლუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ალ­ბათ, 2-3 წლი­ა­ნი პე­რი­ო­დი დას­ჭირ­დე­ბა.

თუმ­ცა, ვფიქ­რობ, რომ წლე­ვან­დე­ლი წელი, წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი იქ­ნე­ბა საკ­მა­ოდ დიდი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და მომ­დევ­ნო წელს უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა შე­ფა­სე­ბა, ეს არის თუ არა უმუ­შევ­რო­ბის მუდ­მი­ვი ზრდა და ეს რამ­დე­ნად და­აწ­ვე­ბა სპე­ცი­ა­ლურ ხარ­ჯებს, რამ­დე­ნად და­აწ­ვე­ბა ეკო­ნო­მი­კას პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნა",- გა­ნა­ცხა­და კა­კა­უ­რი­ძემ.

ავტორი:

"პანდემიისას უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა - ოჯახების გარკვეულ კატეგორიას ბიუჯეტიდან სჭირდებათ დახმარება" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

"პანდემიისას უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა - ოჯახების გარკვეულ კატეგორიას ბიუჯეტიდან სჭირდებათ დახმარება" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

პანდემიამ უმუშევრობის მაჩვენებელი გაზარდა და უმუშევრობის ზრდა სოციალურ ხარჯებსაც დაეტყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშს განიხილავენ.

ამასთან, კაკაურიძე ვარაუდობს, რომ ეკონომიკის სრული აღდგენა წელს ვერ მოხდება და 2019 წლის პარამეტრების დაბრუნებას 2-3 წელი დასჭირდება.

"გასული წლის მეორე ნახევარმა და წლის პირველმა კვარტალმა, რაც პანდემია არსებობს და ქვეყანაში შეზღუდვები გვაქვს, უმუშევრობის მაჩვენებელი გაზარდა. რა თქმა უნდა, უმუშევრობის ზრდა დაეტყო სოციალურ ხარჯებსაც, ოჯახების გარკვეული კატეგორია მოხვდა იმ ზღვრული მაჩვენებლის ქვევით, როცა ბიუჯეტიდან სჭირდებათ დახმარება და ეს ბიუჯეტის დამატებითი ხარჯია.

თუმცა, ამის შეფასება ცოტა ნაადრევია იმ კუთხით, რომ როცა ჩვენ შევძლებთ და შეზღუდვების გარეშე დავიწყებთ ცხოვრებას, რამდენად სწრაფად მოახერხებს ეკონომიკა აღდგენას, ამაზე იქნება დამოკიდებული, რა დატვირთვა ექნება ამ კუთხით ბიუჯეტს. რა თქმა უნდა, გარკვეული დატვირთვა ყველანაირ ვარიანტში დარჩება, რადგან წელს სრული აღდგენა ვერ მოხდება და 2019 წლის რეალური პარამეტრების დაბრუნებას ალბათ, 2-3 წლიანი პერიოდი დასჭირდება.

თუმცა, ვფიქრობ, რომ წლევანდელი წელი, წლის მეორე ნახევარი იქნება საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით და მომდევნო წელს უკვე შესაძლებელი იქნება შეფასება, ეს არის თუ არა უმუშევრობის მუდმივი ზრდა და ეს რამდენად დააწვება სპეციალურ ხარჯებს, რამდენად დააწვება ეკონომიკას პანდემიის გავლენა",- განაცხადა კაკაურიძემ.

"შემიძლია დავიტრაბახო, შესაძლოა ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს" - კალაძე

"ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანულ უწყებებთან მქონდა კონტაქტი და..." - რას ამბობს ელჩი სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე?

"ფოტოების ასატვირთად ხელი რომ უნდა დამეჭირა, ვყოყმანობდი..." - რატომ უხდის ანი ბებია შვილს ბოდიშს და რატომ აღარ სურს ტელეწამყვანობა?